საკნატუნო ამბები

მამაკაცს 14 წელი ხელფასი ისე ერიცხებოდა, რომ სამსახურში არ უვლია

fun time

18:52 კვი. 25 აგვისტო

ესპანელი ჩინოვნიკის
ამბავი

14
დაკოპირებულია

69 წლის ესპანელ მამაკაცს, ხოაკინ გარსიას  ქალაქ კადისის (Cádiz) მერიაში გარემოს დაცვის განყოფილების ტექნიკური დირექტორის თანამდებობა ეკავა და 14 წელი ხელფასი ისე ერიცხებოდა, რომ სამსახურში არ მისულა. კოლეგებს გარსია არასოდეს უნახავთ, თუმცა იღბლიანი ჩინოვნიკი ყოველთვიურად 3,200 ევროს იღებდა.

როცა გაირკვა, რომ გარსია სამსახურში მხოლოდ ხელფასის ასაღებად მიდიოდა, ის იძულებული გახდა, მერიისთვის მთელი ფული დაებრუნებინა, რომელიც 14 წლის მანძილზე „გამოიმუშავა“. გარდა ამისა, ქალაქ კადისის სასამართლომ ის 26 900 ევროთი დააჯარიმა.

ჩინოვნიკი სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ ის კეთილსინდისიერი ადამიანია, რომელიც მაფიის მსხვერპლი გახდა, მაგრამ უშედეგოდ.

გარსიამ ისიც კი განაცხადა, რომ 1996 წელს მერიამ სპეციალურად მისთვის შექმნა თანამდებობა, რომლის ფუინქციაც გამდინარე წყლებზე დაკვირვება იყო. გამოცდილების მისაღებად მეზობელ ქალაქში Aguas de Cádiz-ში გააგზავნეს და იქ ოფისიც კი გაუხსნეს.

***

„გარსია მე გამახსენდა, როცა მუშაობის 15-წლიანი სტაჟისთვის მედლის გადაცემის დრო დადგა,“ - იხსენებს ქალაქ კადისის მერის მოადგილე ხორხე ბლას ფერნანდესი.

მოკლედ, კადისის მერიიდან „გარსიას ოფისში“ დარეკეს, რათა ტექნიკური დირექტორისთვის ჯილდოს შესახებ ეცნობებინათ, მაგრამ ზარს არავინ უპასუხა. მოგვიანებით გაირკვა, რომ შენობა, სადაც ოდესღაც გარსიას ოფისი გაიხსნა, მრავალი წლის განმავლობაში ცარიელი იყო და ადგილობრივებს ჩინოვნიკი თვალით არ უნახავთ.

***

რატომ არავინ ეძებდა ხოაკინ გარსიას?

როგორც გაირკვა, აგუას დე კადისის მერიაში გადაწყვიტეს, რომ ხოაკინმა ყველაფერი შეისწავლა და მშობლიურ კადისში მუშაობის გასაგრძელებლად დაბრუნდა, ხოლო კადისში ეგონათ, რომ ის კვლავ აგუას დე კადისში მუშაობდა.

გარემოს დაცვის დეპარტამენტის ტექნიკურმა დირექტორმა გადაწყვიტა, ასეთი ვითარებით ესარგებლა და არ ემუშავა. წარმოიდგინეთ, როგორ გაუკვირდებოდა, როდესაც 15-წლიანი „კეთილსინდისიერი მუშაობისთვის“ ჯილდოს გადასაცემად დაიბარეს.

ცნობისათვის - თავისი „მოღვაწეობის“ განმავლობაში მოხერხებულმა ჩინოვნიკმა ესპანეთის ხაზინიდან ნახევარ მილიონ ევროზე მეტი მიიღო.

წყარო: www.theguardian.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მსოფლიოს ყველაზე მოკლე საზღვარი, რო...

პლანეტაზე ყველაზე პატარა,
85 მეტრიანი საზღვარი.

ყვითელი ნისლი - როგორ შეცვალა „დიდმ...

ლონდონის დიდი სმოგი

ვინ არის კაცი, ვინც პლანეტის ეკოლოგ...

იაპონელი ეკოაქტივისტი
იძავა მასანა

სოფელი კუნძულზე, სადაც ჭადრის ხეს „...

ბურსა, სოფელი გოლიაზი

სიდნეის ყველაზე ცნობილი ადგილი - სა...

ზამიტების ოჯახის სახლი

მიწაში ნაპოვნი „ფერარის“ ამბავი

გაახლებული „ფერარი“

13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ...

კორნელიუს ანდერსონის
უცნაური ამბავი

„მოცურავე წყალში გადახტა და მაშინვე...

ოლიმპიური ანტირეკორდები

10 უცნაური ფაქტი მსოფლიოს სხვადასხვ...

სუდანის პირამიდები