საკნატუნო ამბები

„მაპატიე, რომ 100 წლით დავაგვიანე“ - 15 საინტერესო ფაქტი „ტიტანიკის“ შესახებ

fun time

14:00 ოთხ. 14 ივლისი, 2021 წელი

ტიტანიკის შტურმანი
ფრედერიკ ფლიტი

14
დაკოპირებულია

ეს ბიჭი ფრედერიკ ფლიტია - „ტიტანიკის“ ერთ-ერთი შტურმანი, რომლის საფლავზეც ვიღაც უცნობმა ბინოკლი მიიტანა და წერილიც დატოვა: „მაპატიე, რომ 100 წლით დავაგვიანე“. რატომ უხდიან ბოდიშს შტურმანს? ტრაგედია, რომელიც 1912 წლის 15 აპრილს მოხდა, დღემდე ბევრ საიდუმლოს ინახავს...

 

1912 წლის 15 აპრილს, დილის 2:20-ზე ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული და უსაფრთხო ხომალდი ნიუფაუნდლენდის ნაპირებთან აისბერგს შეეჯახა და ჩაიძირა. მასთან ერთად 1500-მდე ადამიანი დაიღუპა. ტრაგედიას ბევრი ფილმი, წიგნი და სტატია მიეძღვნა, მაგრამ ეს დღემდე ამოუწურავი თემაა.


👉შტურმანები მხოლოდ თავიანთი მხედველობის იმედზე იყვნენ - ხომალდის ბინოკლი კარადაში იყო ჩაკეტილი და გასაღებს ვერავინ პოულობდა. სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო ეკიპაჟმა დროულად ვერ შეამჩნია აისბერგი.


👉შტურმანი ფრედერიკ ფლიტი იმ საბედისწერო შეჯახებისას შტურვალთან მორიგეობდა და აისბერგიც პირველმა სწორედ მან შენიშნა.
ის იმ 706 ადამიანს შორის იყო, ვინც ტრაგედიას გადაურჩა. მან ცხოვრება 1965 წელს, 77 წლის ასაკში თვითმკვლელობით დაასრულა.
ამბობენ, რომ ბოლომდე აწუხებდა პასუხისმგებლობის ტვირთი და დანაშაულის გრძნობა. რამდენიმე წლის წინათ საუტჰემპტონში მის საფლავზე ვიღაცამ ბინოკლი მიიტანა წარწერით: „მაპატიე, ფრედი, რომ 100 წლით დავაგვიანე. შენ ხომ ამბობდი: ბინოკლი რომ მქონოდა, გაცილებით ადრე დავინახავდი აისბერგს და მეტი დრო მექნებოდა შეჯახების თავიდან ასაცილებლადო“.


👉„ტიტანიკი“ თავიდანვე ტრაგიკული ბედისა იყო - მისი აგებისას რვა ადამიანი დაიღუპა.


👉რამდენიმე გაზეთმა შეცდომით გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ავარიის მიუხედავად, გემი გადარჩა. ესენი იყო: Daily Mail, Belfast Telegraph და The World.



👉ძმები ნავრატილები „ტიტანიკის“ ობლების სახელით იყვნენ ცნობილები. ეს ორი ბავშვი მშობლების გარეშე გადაარჩინეს.


👉მსახიობი დოროთი გიბსონი „ტიტანიკის“ ბორტზე იმყოფებოდა და გადარჩა. გემის ჩაძირვიდან ერთ თვეში გადაიღეს ის გადაიღეს ფილმში „Saved From the Titanic“.


👉მართალია, „ტიტანიკი“ მსოფლიოს უდიდესი ხომალდი იყო, მაგრამ მის მოძებნას მაინც 73 წელი დასჭირდა.


👉ოთხ საკვამლემილიანი ხომალდი ყველასთვის ადვილი ამოსაცნობი იყო, მაგრამ მეოთხე საკვამლე მილს არავითარი დანიშნულება არ ჰქონდა, გარდა ესთეტიკურისა.

👉მუსიკოსების ჯგუფი მგზავრების დასაწყნარებლად ბოლომდე უკრავდა მუსიკას.


👉რამდენიმე იღბლიანმა ბილეთი შეიძინა, მაგრამ იმ რეისზე რაღაც მიზეზების გამო ვერ მოხვდა. მათ შორის იყო მილტონ ჰერშეი (Milton S. Hershey) - მე-20 საუკუნის ერთ-ერთი მსხვილი შოკოლადის მწარმოებელი, ქველმოქმედი და მეცენატი.

🔰🔰🔰:

„ტიტანიკის“ მგზავრების რეალური სიყვარულის ისტორიები

„ტიტანიკის“ სისხლიანი ბრილიანტი, რომელსაც მფლობელისთვის უბედურება მოჰქონდა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ იმატა მსოფლიოში ტყუპების რაოდ...

რატომ მოიმატა მსოფლიოში
ტყუპების რაოდენობამ?

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ დალიმ...

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ
დალიმ შექმნა

რატომ უჭირს კატას ხიდან ჩამოსვლა, თ...

რატომ უჭირს კატას ხიდან
ჩამოსვლა

სასწაულმოქმედი ხილი, რომელიც შაქარზ...

მსოფლიოში ყველაზე ტკბილი
ხილი - ტაუმატოკოკუ

ქვეყნები, სადაც ჩვენი საყვარელი პრო...

9 ქვეყანა, სადაც ჩვენი
საყვარელი პროდუქტები
აკრძალულია

რატომ უნდა გაყინოთ ყავის მარცვლები?

რატომ უნდა გაყინოთ ყავს
მარცვლები

რატომ არ შეიძლება იაპონიაში რესტორნ...

იაპონური კვების კულტურა

ვინ, როდის და რატომ გამოიგონა სუფრი...

სუფრის დანა - ნივთის
ისტორია

გამოიგონეს თვალის ლინზა, რომლითაც ს...

ლინზები ღამის ხედვისთვის