საკნატუნო ამბები

მარსზე თავდაპირველად ქალები გაფრინდებიან?

fun time

15:04 ოთხ. 6 დეკემბერი, 2023 წელი

მარსზე თავდაპირველად
ქალები გაფრინდებიან?

14
დაკოპირებულია

თუ SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელს, მილიარდერ ილონ მასკს დავუჯერებთ,  მარსზე უპილოტო გაფრენა, სავარაუდოდ, 2024 წელს განხორციელდება. მანამდე კი მეცნიერები  მარსზე გასამგზავრებელ ადამიანებს არჩევენ, რაც ადვილი საქმე არ არის. 

ყველაზე გაბედულები უნდა მოემზადონ, რომ წითელ პლანეტამდე მისაღწევად კოსმოსური ხომალდის ვიწრო სივრცეში თვეების გატარება და იმასთან შეგუება მოუწევთ, რომ შეიძლება სახლში ვეღარასდროს დაბრუნდნენ.

ამ ადამიანებს მაღალი დონის მომზადება უნდა ჰქონდეთ გავლილი და სხვადასხვა დარგის პროფესიონალები უნდა იყვნენ.

ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის შუა წლებში NASA-ს ექსპერტები ამტკიცებდნენ, რომ მამაკაც ასტრონავტებთან შედარებით, ქალები მარსზე მისიის უკეთესი კანდიდატები იყვნენ.

👉 ქალებს სხეულის წონა და სიმაღლე ნაკლები აქვთ და ნაკლებ ჟანგბადს და კალორიებს მოიხმარენ, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს ადგილს და რესურსებს.

👉 ასევე - ქალებს მამაკაცებთან შედარებით, გულის შეტევის დაბალი რისკი აქვთ და ქალის რეპროდუქციული სისტემა რადიაციის მიმართ უფრო მდგრადია, რაც ნიშნავს, რომ ფრენის განმავლობაში ქალები უკეთეს ფიზიკურ მდგომარეობაში იქნებიან.

იმის დასადგენად, როგორი იქნება მარსის მისიის იდეალური ასტრონავტი, მეცნიერებმა შეისწავლეს კოსმოსში ხანგრძლივი ფრენების დროს ჟანგბადის მოსალოდნელი მოხმარება, მთლიანი ენერგიის ხარჯები, ნახშირორჟანგისა და სითბოს გამოყოფა და წყლის მოთხოვნები.

როგორც გაირკვა, მამაკაცების შემთხვევაში ბევრი პარამეტრი საგრძნობლად იზრდება: ენერგიის მოხმარება 30 პროცენტით, ჟანგბადის მოხმარება თითქმის 60 პროცენტით, ნახშირორჟანგის გამომუშავება 60 პროცენტით და სითხის მოთხოვნილება 17 პროცენტით.

ქალებში ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად უკეთესი იყო, მათ შორის - ჟანგბადისა და კვების დაბალი მოთხოვნები.

იმის გათვალისწინებით, რომ ასტრონავტებს სულ მცირე, შვიდი თვე ფრენა მოუწევთ და ერთადერთი სადგური, სადაც მარაგის შევსება შეიძლება, ჩვენი პლანეტიდან 265 მილიონ კმ-ზე მეტი მანძილით არის დაშორებული, ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც ენერგოეფექტურობას ზრდის, მნიშვნელოვანია.

ამავე თემაზე:

რამდენი წელი შეიძლება იცოცხლოს ადამიანმა მარსზე?

შესაძლებელია თუ არა სექსი კოსმოსში?

ადამიანის ხელით შექმნილი 6 საოცრება, რომელიც კოსმოსიდან მოჩანს

სსრკ-ის უკანასკნელი მოქალაქე, რომელიც კოსმოსში „დაავიწყდათ“


წყარო: www.refinery29.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ხორცი, რომელიც 15 წელი ინახება – ფრ...

ფერმერი ალექსანდრე
პოლმარი

5 ქვეყანა, რომელსაც ბირთვული ომის შ...

5 ქვეყანა, რომელსაც
ბირთვული ომის
შემთხვევაში გადარჩენის
შანსი აქვს

რატომ ამრავლებდნენ II მსოფლიო ომის...

რატომ ამრავლებდნენ ომის
წლებში ბაბუაწვერას?

ახალი კვლევა: ქალის მენჯის ფორმა ჯა...

მენჯის ფორმა და
ჯანმრთელობა

შავი კბილები - ქმრისადმი ერთგულების...

შავი კბილების ტრადიცია -
ოჰაგურო

„ლუდის მოყვარულთა პარტია“ - იუმორის...

ლუდის მოყვარულთა პარტია

სოციალური პირობები და დაბერების პრო...

სოციალური სტატუსი და
დაბერების პროცესი

ფერადკანიან ნიგერიელ წყვილს თეთრკან...

გენეტიკის საიდუმლო

პლანეტების აღლუმი — 28 თებერვალს ცა...

პლანეტების აღლუმი 2025