იცით თუ არა

რამდენი წელი შეიძლება იცოცხლოს ადამიანმა მარსზე?

fun time

17:44 პარ. 10 მარტი, 2023 წელი

ადამიანი მარსზე

14
დაკოპირებულია

მარსი მზის სისტემაში ერთადერთი პლანეტაა, რომელიც რობოტებითაა „დასახლებული“, მაგრამ ადამიანების შემთხვევაში რა ხდება? შევძლებთ თუ არა ოდესმე წითელ პლანეტაზე დასახლებას? 

გრანდიოზული გეგმებისა და ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად, საეჭვოა ეს შევძლოთ, რადგან:

მარსის ატმოსფეროში ადამიანი ვერ ისუნთქებს. მარსზე ჰაერი დედამიწაზე უფრო თხელია. დედამიწაზე ჰაერის 21 % ჟანგბადია, რაც იდეალური ადამიანის სიცოცხლისთვის. მაგრამ მარსზე ჟანგბადი ჰაერის 0,13 %-ს შეადგენს. მისი უმეტესი ნაწილი არის ნახშირორჟანგია, რომელიც საზიანოა ადამიანისთვის. ადამიანი მარსზე სკაფანდრის გარეშე 30 წამში გონებას დაკარგავს და ერთ-ორ წუთში მოკვდება, რადგან ჰაერს ჩაისუნთქავს, მაგრამ მარსის ატმოსფეროს გამო, ამოსუნთქვა ძალიან გაუჭირდებათ.

ამასთან წითელ პლანეტაზე ჰაერის ტემპერატურის რყევა შეიძლება -175°C--დან +80 °C-მდე იყოს (ისევე, როგორც დედამიწაზე, მარსზეც არის სეზონები);

რაც შეხება წყალს, წითელ პლანეტაზე ოდესღაც ყოფილა ოკეანე, მდინარეები და ტბები. შემდეგ კი, მილიარდობით წლის წინათ, მზის ქარებმა - დამუხტული ნაწილაკების ნაკადმა, რომელიც მზისგან მოედინება, გაანადგურა მარსის ატმოსფერო. ზედაპირზე არსებული წყალი კოსმოსში აორთქლდა ან პლანეტის სიღრმეში ჩავიდა და ყინულად გადაიქცა. 2018 წელს მარსის მკვლევარებმა გამოთქვეს ვერსია, თითქოს მარსის სამხრეთ პოლუსზე უზარმაზარი ტბა არსებობს, რომელიც წყლის დიდ რესურსს შეიცავდეს, თუმცა ეს ვარაუდი არ დადასტურდა.

ასე რომ, მარსი სიცოცხლისთვის გამოუსადეგარი პლანეტაა.

***

მიუხედავად ამისა, კოსმოსური სააგენტოები, მათ შორის NASA მარსის ათვისებას 21-ე საუკუნის მიზანს უწოდებენ, ხოლო SpaceX-ის ხელმძღვანელი ილონ მასკი მარსზე, სულ ცოტა, ქალაქის აშენებას გეგმავს. ახალი კვლევის თანახმად, ყველანაირი მოწყობილობების გამოყენების მიუხედავად, ადამიანების მარსზე ცხოვრების მაქსიმალური დრო ოთხი წელია.

სიცოცხლის გადარჩენისთვის მარსზე უნდა აიგოს ბაზა ადამიანისთვის მისაღები ატმოსფეროთი, ჟანგბადის დონეებით, წნევით და რადიაციისგან დაცვით. დედამიწიდან 55 758 006 კმ-ით დაშორებულ პლანეტაზე ასეთი ბაზის აგება კი ადვილი არ იქნება.

ასევე, საინტერესოა:

რა მოხდება, მზე რომ ჩაქრეს?

რა მოხდება, დედამიწამ ბრუნვა საპირისპირო მიმართულებით რომ დაიწყოს?

ყველაზე ცივი ადგილი დედამიწაზე - როგორ ცხოვრობენ ადამიანები -71,2°C-ზე?

ტბა კივუ - შენელებული მოქმედების ნაღმი დედამიწაზე!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბზიკი და ფუტკარი – რა განსხვავებაა...

ბზიკი და ფუტკარი – რა
განსხვავებაა მათ შორის

ვინ და როდის გამოიგონა გლობუსი?

ვინ გამოიგონა გლობუსი

მაცუტაკე - ძვირად ღირებული სოკოს სა...

სოკო მაცუტაკე

რატომ არის კალათბურთის ბურთი ნარინჯ...

რატომ არის კალათბურთის
ბურთი ნარინჯისფერი?

რატომ არის გველი მედიცინის სიმბოლო?

მედიცინის სიმბოლო
მითოლოგიაში

სისხლის ჯგუფი და ადამიანის ხასიათი

სისხლის ჯგუფი და
ადამიანის ხასიათი

წავიდა ცისარტყელაზე - რატომ მოიხსენ...

წავიდა ცისარტყელაზე -
ფრაზის განმარტება

„ნიშანი ზემოდან“ - რას უნდა ველოდეთ...

რას უნდა ველოდეთ, თუ
კვერცხში ორი გულია

ქვეყნები, სადაც წელიწადის 6 დროა

ქვეყნები, სადაც წელიწადის
6 დროა