საკნატუნო ამბები

მომავლის ტუალეტი - უნიკალური მოწყობილობა, რომელსაც წყალი და კანალიზაცია არ სჭირდება!

fun time

14:00 პარ. 9 აპრილი, 2021 წელი

მომავლის ტუალეტი

14
დაკოპირებულია

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი სულ უფრო მეტ დროს უთმობს თავის სამეცნიერო ფონდს, რომელიც სანიტარიის სფეროში ახალ ტექნოლოგიებზე მუშაობს. გეითსის ფონდის ინიციატივით, მეცნიერებისა და ინჟინრების ერთ-ერთი საინტერესო მიღწევა უნიკალური ტუალეტი გახლავთ, რომელსაც წყალი არ სჭირდება და, შესაბამისად, არც კანალიზაციასთან დაკავშირებაა საჭირო. 

ასეთი ტუალეტები, ძირითადად, განკუთვნილია ქვეყნებისთვის, რომლებსაც წყლის სიმცირის და სანიტარიის სერიოზული პრობლემები აქვთ (აფრიკისა და აზიის ზოგი ქვეყანა).

ახალი ტუალეტი ფეკალურ მასებს წყალთან ერთად მილით არსად აგზავნის და ყველაფერს სპეციალურ კაფსულაში ტოვებს. ამის შემდეგ იწყება დამუშავების პროცესი, რომელიც ქიმიური რეაგენტების გამოყენებით, ფეკალურ მასებს სოფლის მეურნეობისთვის სასარგებლო სასუქად აქცევს.

გეითსის ფონდის პროექტი, სახელწოდებით Reinvent the Toilet Challenge, ამჟამად მეორე რაუნდის ფაზაშია და მასზე მუშაობენ: Cranfield University (დიდი ბრიტანეთი); Eram Scientific Solutions Private Limited (ინდოეთი); RTI International (აშშ) და the University of Colorado Boulder (აშშ).

ბილ გეითსმა ამ რევოლუციური ტუალეტის შექმნა 70-იანი წლების ტექნოლოგიურ პროგრესს შეადარა, როდესაც ბაზარზე Microsoft გამოჩნდა და საყოველთაო კომპიუტერიზაცია დაიწყო.

ბიზნესმენი დარწმუნებულია, რომ მომდევნო ათწლეულების განმავლობაში, ფეკალიების გადამუშავების მეთოდი მსოფლიოს ყველა ოჯახში დამკვიდრდება და საკანალიზაციო წყლების გამწმენდი უზარმაზარი სადგურები უსარგებლო გახდება.

ბილ და მილინდა გეითსების ფონდმა სამეცნიერო პროექტებში, დაახლოებით, 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ფონდის გლობალურ მიზნებს შორის ერთ-ერთია „წყალმომარაგება, სანიტარია და ჰიგიენა“ და პროექტების უმეტესობა ფეკალური მასების წყლად, საწვავად და სასუქად ქცევის შესაძლებლობებს შეისწავლის. ფონდის ექსპერტების ინფორმაციით, ცუდი სანიტარიული პირობების გამო ყოველწლიურად 5 წლამდე ასაკის 1,5 მილიონი ბავშვი იღუპება, ხოლო მსოფლიო ეკონომიკას წელიწადში 233 მილიარდი დოლარით ზარალდება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სიგარეტი რეცეპტით — საინტერესო ფაქტ...

სიგარეტი რეცეპტით

რატომ გადავიდა მსოფლიო პატარა თეფშე...

სადილი პატარა თეფშებით

ჩინელმა ქალმა ნაგვის კონტეინერებში...

ჩინელმა ქალმა ნაგვის
კონტეინერებში ნაპოვნი 30
ბავშვი გაზარდა

ნივთები, რომლებიც მალე წარსულს ჩაჰბ...

ნივთები, რომლებიც მალე
წარსულს ჩაჰბარდება

როტშილდების 5 წესი - ფინანსური სიმდ...

ბუკინგემშირში,
როტშილდების ცნობილი
სასახლე - უადესდონის
მამული

მესამე ფარი - რატომ არ გაამართლა ავ...

სამფარიანი ავტომობილი Tucker
48 (Tucker Torpedo)

იაპონიაში ნებისმიერ ზრდასრულს აქვს...

როგორც ინარჩუნებენ
იაპონელები სოციალურ
ქცევის კულტურას?

ალაჰის მარგალიტი — ბუნების უნიკალურ...

ალაჰის მარგალიტი —
ბუნების უნიკალური
შედევრი

რობინ ჰუდის „გმირი“ - შერვუდის ტყეშ...

შერვუდის ტყეში 1200 წლის
მუხა გახმა