მოულოდნელი პუნქტები ცნობილი წყვილების საქორწინო კონტრაქტებში
12:00 ოთხ. 10 ნოემბერი, 2021 წელი
საქორწინო შეთანხმების მთავარი მიზანი საკუთარი ქონების დაზღვევაა, რათა განქორწინების შემთხვევაში სასამართლოებში სირბილი არ მოგიხდეთ. ზოგი წყვილი უფრო შორს მიდის და შეთანხმებაში მოულოდნელი პუნქტები შეაქვთ. სწორედ ასე მოიქცნენ ქვემოთ ჩამოთვლილი ცნობილი წყვილები.
პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი
ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა სამეფო წყვილმა, პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა წინასაქორწინო შეთანხმება გააფორმეს, სადაც ყურადღებას რამდენიმე პუნქტი იპყრობს:
- შეთანხმების თანახმად, ქეითმა მინიმუმ, სამი მემკვიდრე უნდა გააჩინოს (რაც უკვე გააკეთა), ხოლო პრინცი უილიამი ვალდებულია მათზე იზრუნოს. განქორწინების შემთხვევაში ქეითს შვილების წაყვანის უფლება არ აქვს. შვილები - ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი საცხოვრებლად მამასთან დარჩება;
- შეთანხმება ასევე შეიცავს პუნქტს სერიოზული გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღების შესახებ, რაც მხოლოდ ოჯახურ საკითხებს ეხება. ეს პუნქტი საჭიროა გაუგებრობებისა და კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად'
- და ბოლოს, განქორწინების შემთხვევაში, ქეითს უფლება არ აქვს სამეფო ოჯახის ფული და სამკაულები მოითხოვოს.
მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი
Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონება 104 მილიარდ დოლარს შეადგენს.
მარკ ცუკერბერგი 2012 წელს პრისცილა ჩანზე დაქორწინდა, რომელსაც რამდენიმე წელი ხვდებოდა. წყვილს ორი ქალიშვილი - მაქსიმა და ავგუსტა შეეძინა.
მათი საქორწინო შეთანხმება კონფიდენციალურია, მაგრამ ერთ-ერთი უჩვეულო პუნქტი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა:
- ამ პუნქტის თანახმად, მარკმა ცოლთან განმარტოებით კვირაში, სულ მცირე, 100 წუთი მაინც უნდა გაატაროს. შეთანხმების თანახმად, ეს უნდა იყოს უწყვეტი 100 წუთი და რეალურ სამყაროში უნდა შედგეს.
ამბობენ, რომ პრისცილას და მარკის შესანიშნავი ურთიერთობა გარკვეულწილად, საქორწინო შეთანხმების დამსახურებაა.
ბილ გეითსი და მელინდა ფრენჩი
ის პლანეტის უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონება 2020 წელს 119 მილიარდ დოლარად შეფასდა.
1994 წლის იანვრიდან 2021 წლის აგვისტომდე ბიზნესმენი მელინდა ფრენჩზე იყო დაქორწინებულ
ი. წყვილმა თადარიგი დაიჭირა და საქორწინო შეთანხმება გააფორმა, რომლის წყალობითაც მათმა განქორწინებამ სკანდალებისა და სასამართლოების გარეშე ჩაიარა.
შეთანხმებაში იყო რამდენიმე საინტერესო პუნქტი, რომელიც გაოგნებას იწვევს, კერძოდ:
- შეთანხმების თანახმად, ბილს უფლება ჰქონდა, წელიწადში ერთი ღამე ყოფილ შეყვარებულთან გაეტარებინა;
- მელინდას საბანკო ბარათზე კი ყოველი დაბადებულ მემკვიდრეზე 10 მილიონი დოლარი ირიცხებოდა.
სხვათა შორის, წყვილს სამი შვილი ჰყავს.
ჩარლი შინი და დენიზ რიჩარდსი
მსახიობები ჩარლი შინი და დენის რიჩარდსი 2002 წელს დაქორწინდნენ. ჩარლის მექალთანის სახელი ჰქონდა, ამიტომ სანამ დენისი ცოლობაზე დათანხმდებოდა, საქორწინო შეთანხმების დადება მოითხოვა.
- ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტი ჩარლის ღალატის შემთხვევაში 4 მილიონიანი ჯარიმის გადახდას ითვალისწინებდა.
წყვილი 2006 წელს განქორწინდა. მიზეზი რა თქმა უნდა, ჩარლის ღალატი გახდა და მსახიობს 4 მილიონი დოლარის გადახდა მოუწია.
დასტინ ჰოფმანი და ლიზა გოტსგენი
ამერიკელი მსახიობი დასტინ ჰოფმანი და ადვოკატი ლიზა გოტცეგენი 1980 წლის ოქტომბერში დაქორწინდნენ. ლიზამ საქორწინო ხელშეკრულება დადება მოითხოვა. უფრო მეტიც, მისი შედგენა თავის სასარგებლოდ მოახერხა:
- ლიზამ ქმარს გადაღებების დროს სასიყვარულო სცენებში მონაწილეობა და პარტნიორი ქალის კოცნა აუკრძალა;
- მსახიობს სახლიდან 2 კვირაზე მეტი დროით გასვლის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში, მეუღლე შაბათ-კვირას მაინც უნდა მოენახულებინა.
ლიზას წინდახედულების დამსახურებაა თუ დასტინის წესიერებისა, ამაზე ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ წყვილი 40 წელია, ერთადაა. სხვათა შორის, დასტინს შეთანხმება არასოდეს დაურღვევია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან