საკნატუნო ამბები

მსოფლიო ენები - 12 ყველაზე გავრცელებული 2022 წლისთვის

fun time

17:07 ოთხ. 24 აგვისტო, 2022 წელი

მსოფლიო ენები

14
დაკოპირებულია

დღეს მსოფლიოში ცნობილია 7000-მდე ენა, მაგრამ პლანეტის მოსახლეობის უმეტსობა ამ 10 ენაზე საუბრობს: 

 

1. ინგლისური - 1,132 მილიარდი მოსაუბრე

ინგლისური მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ენაა. ამ ენაზე მსოფლიოს 106 ქვეყანაში საუბრობენ.

2. ჩინური - 1,117 1,3 მილიარდი მოსაუბრე

ჩინური ჩინეთის, ტაივანის და სინგაპურის ოფიციალური ენაა. ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რთულ ენად ითვლება და გაეროს ექვსი ოფიციალური ენების ექვსეულში შედის.

3. ჰინდი - 615 მილიონი მოსაუბრე

ამ ენაზე საუბრობენ ინდოეთში, ნეპალში, ბანგლადეშსა და პაკისტანში. ვარაუდობენ, რომ ჰინდი მალე ყველაზე გავრელებული სალაპარაკო ენა გახდება და ჩინურს გაუსწრებს.

4. ესპანური - 534 მილიონი მოსაუბრე

ესპანურად მსოფლიოს 31 ქვეყანაში საუბრობენ. ესპანური ოფიციალური ენაა ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, როგორიცაა გაერო, ევროკავშირი და სამხრეთ ამერიკის ერების კავშირი.

5. ფრანგული - 280 მილიონი მოსაუბრე

ფრანგულად მსოფლიოს 53 ქვეყანაში საუბრობენ. ეს ენა უამრავი საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური ენა გახლავთ. მათ შორის არის: ევროკავშირი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და გაერო.

6. არაბული - 295 მილიონი მოსაუბრე

არაბულად მსოფლიოს 58 ქვეყანაში საუბრობენ. არაბულად მოსაუბრე ადამიანების ყველაზე მეტი რაოდენობა თავმოყრილია საუდის არაბეთში, ერაყში, ქუვეითში, სირიაში, ლიბანში, იორდანიასა და ეგვიპტეში. ენის გავრცელებას ისიც ეხმარება, რომ ყურანი არაბულ ენაზეა დაწერილი.

7. ბენგალური - 265 მილიონი მოსაუბრე

ბენგალური საუბარია ბანგლადეშსა და ინდოეთის ზოგიერთ შტატში. ბანგლადეშისთვის ბენგალური ოფიციალური ენაა, ინდოეთში კი მეორე ყველაზე სალაპარაკო ენაა.

8. რუსული - 258 მილიონი მოსაუბრე

რუსულად მსოფლიოს 17 ქვეყანაში საუბრობენ. რუსული რუსეთის, ყაზახეთის, ბელორუსის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ოფიციალური ენაა. ის არის გაეროს ექვსი ოფიციალური ენიდან ერთ-ერთი ენა.

9. პორტუგალიური - 234 მილიონი მოსაუბრე

პორტუგალიურად მსოფლიოს 12 ქვეყანაში საუბრობენ. ბრაზილიაში, ანგოლაში, მაკაოში, მოზამბიკსა და ვენესუელაში კოლონიების შექმნით, პორტუგალიელებმა თავიანთი ენა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ენად აქციეს.

10. ინდონეზიური - 199 მილიონი მოსაუბრე

ინდონეზიურად მსოფლიოს 16 ქვეყანაში საუბრობენ. ინდონეზიური მალაიური ენის ყველაზე გავრცელებული დიალექტია.

11. ურდუ - 170 მილიონი მოსაუბრე

ურდუ პაკისტანის ოფიციალური ენა და ინდოეთის ერთ-ერთი მთავარი ლიტერატურული ენაა.

12. გერმანული - 132 მილიონი

მართალია, გერმანული ენა ამ ტოპ-სიის ბოლო ადგილზეა, მაგრამ ის მსოფლიოს ისეთი განვითარებული ქვეყნების ოფიციალური ენაა, როგორებიც არის თავად გერმანია, ავსტრია, ლიხტენშტაინი, შვეიცარია და ლუქსემბურგი.

ესეც საინტერესოა:

შეიძლება თუ არა ძილში სწავლა?

შეამოწმე, როგორ ფლობ ქართულ ენას - ქვიზი



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ფრინველი, რომელსაც ყველაზე ძვირად ღ...

ყველაზე ძვირფასი ბუმბული

სადაურია ინდაური? — ფრინველი, რომელ...

სადაურია ინდაური?

რატომ ბანაობენ ავსტრალიის ჩრდილოეთშ...

რატომ ბანაობენ
ავსტრალიის ჩრდილოეთში
კოლჰოტებით?

იტალიაში დააკანონეს ანაზღაურებადი შ...

შვებულება ავად გამხდარი
შინაური ცხოველის
მოსავლელად

სახეზე მიხატული ღიმილი — უძველესი ხ...

აინუს ტომი

„ბანჯგვლიანი კუ“, რომელიც უკანალიდა...

ბანჯგვლიანი კუ

ძროხა, რომელსაც სახელი აქვს მეტს იწ...

ძროხა, რომელსაც სახელი
აქვს, მეტს იწველება

რატომ უწოდეს დედამიწაზე ერთ-ერთ ყვე...

აღდგომის კუნძული

მინგუნის ზარი - უნიკალური გიგანტი,...

მინგუნის ზარი