ნაძვის ხის მორთვის 10 საინტერესო სტილი მოდის კანონმდებლებისგან
16:30 ორშ. 21 დეკემბერი, 2020 წელი

როგორი რთულიც არ უნდა ყოფილიყო 2020, ახალ წელს მაინც მხიარულებით და ლამაზად გაფორმებული სახლით უნდა შევხვდეთ. როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე და როგორ გავაფორმოთ სახლი საახალწლო დღესასწაულებისთვის? გთავაზობთ 10 საუკეთესო ტენდენციას.
წითელი + მწვანე + ოქრო
წელს თეთრი სახლი საახალწლოდ მისმა ულამაზესმა დიასახლისმა, მელანია ტრამპმა გააფორმა და ადრე თუ თამამ დეკორაციებს არჩევდა, წელს კლასიკურ სტილს მიანიჭა - წითელი და ოქროსფერი ბურთები და კუბოკრული ბაფთები - ზუსტად ისე, როგორც ყველასთვის საყვარელ ფილმში „მარტო სახლში".
ეკონომიური განათება
ნიუ იორკის მთავარი ნაძვის ხე როკფელერის ცენტრში ეპოქის სულისკვეთებით ფერადი ენერგოდამზოგავი, დიოდური ნათურებით მორთეს. LED ბოლქვები. ცხოველთა უფლებების დამცველებმა ბუს გადარჩენაც შეძლეს, რომელიც ტოტებს შორის იმალებოდა.
არ-დეკო
ლონდონის სასტუმრო Claridge's საახალწლო მოდის კანონმდებელია. სხვანაირად ვერც იქნება, როცა საახალწლო ნაძვის ხის მორთვაზე კარლ ლაგერფელდი, ალბერტ ელბაზი, ჯონ გალიანო, დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა მუშაობენ. წელს სასტუმროში, ნაძვის ნაცვლად, არ დეკოს სტილში, ბროლის ჯაჭვებით გაფორმებული თეთრი ხე დადგეს.
მსოფლიოს გარშემო
ყველაზე ლამაზი პარიზული ნაძვის ხე შეგიძლიათ Galeries Lafayette- ში ნახოთ. ამჯერად, დიზაინერების შთააგონების წყაროდ იქცა ის, რაც ასე ძალიან გვაკლდა 2020 წლის განმავლობაში - მოგზაურობა. კაშკაშა ნაძვის ხე მთელი მსოფლიოდან გამოგზავნილი სათამაშოებით გახლავთ მორთული.
ელექტრო ნაძვის ხე
პარიზის სასტუმრო George V Paris-ში უჩვეულო - დაკიდებული ნათურების ნაძვის ხე „დადგეს“.
ყვავილები
ნაძვის ხის გაფორმების კიდევ ერთი ტენდენცია ცოცხალი ყვავილებით მორთვაა - ეს მსოფლიოში ცნობილი, კარდაშიან-ჯენერების ოჯახის ფლორისტ ჯეფ ლეტამის ყვევილებია.
View this post on Instagram
ცისარტყელა
The Home Edit– ის დამფუძნებლები და Netflix-ზე პროგრამა Get Organized on Netflix– ის წამყვანები თავიანთ კლიენტებს ასწავლიან, როგორ ააწყონ სივრცე ცისარტყელას პრინციპით - წითელიდან იისფრამდე. ზუსტად ასე გვირჩევენ ისინი ნაძვის ხის მორთვას.
View this post on Instagram
ცხოველთა სამყაროში
ხისგან დამზადებული ცხოველების დეკორაციები კიდევ ერთი დიზაინი გახლავთ თეთრი სახლიდან. დეკორატორების შთაგონების წყარო ამერიკის ფაუნა გახლდათ.
View this post on Instagram
თეთრი ვარდი
კიდევ ერთი მოდური ნაძვის ხე შეერთებული შტატების პირველი ლედისგან. მელანია ტრამპმა ოქროსფერ ბურთებს ცოცხალი თეთრი ვარდები შეუხამა.
View this post on Instagram
წლის ადამიანები
როგორი წელიცაა, დეკორაციებიც ისეთი გახლავთ. თეთრ სახლში, ერთ-ერთი ნაძვის ხე იმ ადამიანების ფიგურებით დაამშვენეს, ვინც 2020 წელს თავი გამოიჩინა. ესენი კი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ექიმები არიან.
View this post on Instagram
სიახლეები ამავე კატეგორიიდან