საკნატუნო ამბები

პანდემიაში შექმნილები - 2020 წლის ტოპ 5 ფილმი

სალომე ჩაჩიბაია

18:00 სამ. 9 თებერვალი, 2021 წელი

კიდევ ერთი ჭიქა

14
დაკოპირებულია

პანდემიის ქარცეცხლში არაერთი კინოშედევრი შეიქმნა. ამ ბლოგში  IMDb-ის ვერსიით 2020 წლის ყველაზე რეიტინგული ფილმების ტოპ ხუთეულს გაგაცნობთ:

კიდევ ერთი ჭიქა/ANOTHER ROUND - IMBD 7.8

დილით ღვინო, შუადღისას ლუდი, საღამოს ვისკი - ასეთი ხდება სკოლის პედაგოგების რუტინა მას შემდეგ, რაც გაუჩნდებათ ეჭვი, რომ ადამიანი დაბადებისთანავე სისხლში ალკოჰოლის დანაკლისს განიცდის. ეს უკანასკნელი კი სხეულის გაჯანსაღებისთვის მნიშვნელოვანია. თავიდან ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა საქმე არც ისე მარტივადაა.

ქალის ნამსხვრევები/PIECES OF A WOMAN - IMBD 7.1

მარტა და შონი ბოსტონელი წყვილია, რომლებიც საცაა მშობლები უნდა გახდნენ. წყვილი ბავშვის შინ გაჩენას გადაწყვეტს, რაც წარმოუდგენელი ტრაგედიით მთავრდება და იწყება ერთწლიანი ოდისეა მარტასთვის. ესაა ისტორია ქალისა, რომელმაც ისწავლა, როგორ უნდა გაუმკლავდეს ტკივილს და იცხოვროს დანაკარგთან ერთად.

უჩინარი კაცი/THE INVISIBLE MAN - IMBD 7.1

სესილიას მოძალადე ქმარი თავს იკლავს. ქალი ფიქრობს, რომ ყველაფერი დასრულდა, თუმცა ის ყოველდღე თავდასხმების მსხვერპლი ხდება. ამას კი ვერავის უმტკიცებს.

უინდერმირელი ბავშვები/THE WINDERMERE CHILDREN - IMBD 7.2

სულისშემძვრელი და ემოციურად დატვირთული ისტორია ჰოლოკოსტგამოვლილი ბავშვებისა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რეაბილიტაციისთვის დიდ ბრიტანეთში გადიყვანეს. ახალ მიწაზე ყველაფერი შიშითა და გაურკვევლობით დაიწყო, თუმცა თანდათან იმედის, კეთილი ნების, დიდი მეგობრობისა და ბედნიების ხანა დგება. ეს კი ბევრ ისტორიას წარმოშობს.

ეშმაკი ყოველთვის აქაა/THE DEVIL ALL THE TIME - IMBD 7.1

ომის შემდეგომი პერიოდი, ნარკოტიკებითა და კორუფციით სავსე ქალაქი... და კაცი, რომელიც ამ ყველაფერთან ბრძოლას გადაწყვეტს. ესაა ხალხისთვის თავგანწირული ახალგაზრდის ისტორია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ხორცი, რომელიც 15 წელი ინახება – ფრ...

ფერმერი ალექსანდრე
პოლმარი

5 ქვეყანა, რომელსაც ბირთვული ომის შ...

5 ქვეყანა, რომელსაც
ბირთვული ომის
შემთხვევაში გადარჩენის
შანსი აქვს

რატომ ამრავლებდნენ II მსოფლიო ომის...

რატომ ამრავლებდნენ ომის
წლებში ბაბუაწვერას?

ახალი კვლევა: ქალის მენჯის ფორმა ჯა...

მენჯის ფორმა და
ჯანმრთელობა

შავი კბილები - ქმრისადმი ერთგულების...

შავი კბილების ტრადიცია -
ოჰაგურო

„ლუდის მოყვარულთა პარტია“ - იუმორის...

ლუდის მოყვარულთა პარტია

სოციალური პირობები და დაბერების პრო...

სოციალური სტატუსი და
დაბერების პროცესი

ფერადკანიან ნიგერიელ წყვილს თეთრკან...

გენეტიკის საიდუმლო

პლანეტების აღლუმი — 28 თებერვალს ცა...

პლანეტების აღლუმი 2025