საკნატუნო ამბები

რა ეჭირა ხელში ვენერა მილოსელს?

funtime

18:00 ოთხ. 16 ივნისი

რა ეჭირა ვენერა მილოსელს
ხელებში?
14
დაკოპირებულია

ის უნაკლოა! ორი ათასწლეულის წინ შეიქმნა და დღემდე თანამედროვედ გამოიყურება. მისი ფიგურა იდეალური პროპორციისაა. მას სიყვარულის ქალღმერთ ვენერასთან აიგივებენ, თუმცა ამ ქალღმერთის ბერძნული სახელი აფროდიტეა. მილოსელს უწოდებენ, რადგან ორასი წლის წინ, ბერძენმა მეთევზემ კუნძულ მილოსზე აღმოაჩინა.

ღვთაების ქანდაკებას უამრავი საიდუმლო უკავშირდება და ვენერას დაკარგულ ხელებიც მათ შორისაა. არსებობს რამდენიმე თეორია იმის შესახებ, თუ როგორი იყო მათი პოზიცია და რა ეჭირა ხელში ვენერას:

👉 ერთ-ერთი, ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, ღვთაებას ცალ ხელში ვაშლი ეჭირა, ხოლო მეორე ხელით ჩამოვარდნილ სამოსს იჭერდა. ამ ვერსიას მეთევზის და გლეხების სიტყვები ამყარებს, რომლებმაც ქანდაკება აღმოაჩინეს. თუმცა ვარაუდს მითოლოგიური საფუძველიც აქვს: სიყვარულის ქალღმერთს ტროას მეფისწულმა გადასცა ვაშლი წარწერით „უმშვენიერესს“, რომლითაც პარისმა აფროდიტე ათენას და ჰერას ამჯობინა.

👉 აღსანიშნავია, რომ ვაშლის ვერსიას ყველა არ ეთანხმება და მეორე, ასევე პოპულარულ ვერსიას ამჯობინებს, რომლის თანახმად, ვენერას მხრებისა და ტანის მდგომარეობა მიუთითებს, რომ ქალღმერთი ქსოვდა. შესაბამისად, ერთ ხელში ძაფი ეჭირა, ხოლო მეორით საქსოვ ხელსაწყოს მართავდა.
ამ ვერსიის მომხრეები თავიანთ ვარაუდს ქანდაკების ციფრული რეკონსტრუქციით ამყარებენ, რომელიც ადასტურებს, რომ ვენერას პოზა საქსოვ ხელსაწყოსთან მყოფი ქალის შეესაბამება. ასეთ კომპოზიციას ხშირად გამოსახავდნენ ანტიკვარულ ჭურჭელზე.

👉 კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, მოქანდაკემ სილამაზის კი არა, გამარჯვების ქალღმერთი ნიკე განასახიერა. მას ერთ ხელში ომის ღმერთის, მარსის ფარი უჭირავს, ხოლო მეორეთი სახელოვანი მებრძოლების სახელებს წერს. ამ ვერსიით აიხსნება ქალღმერთის ამაყი მზერა.

👉 არსებობს კიდევ ერთი ჰიპოთეზა ქანდაკების მეწყვილეს შესახებ. ამ ვერსიის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ვენერა მარცხენა ხელით ომის ღმერთის, მარსის მხარს ეყრდნობა.

👉 ამის გარდა არსებობს სხვა, ნაკლებად პოპულარული ვერსიები, რომელთა თანახმად, ქალღმერთს ხელში სარკე ან დაფნის გვირგვინი უჭირავს.

ქანდაკების პოვნის ისტორია

სახელგანთქმული ქანდაკება 1820 წლის 8 აპრილს, კუნძულ მილოსზე, უძველესი ქალაქის ნანგრევებში გლეხმა იორგოს კენტროტასმა ფრანგ მეზღვაურ ოლივიე კუტიესთან ერთად აღმოაჩინა.

რამდენიმე მეპატრონის შეცვლის შემდეგ, ქანდაკება ქვეყნიდან გატანის მცდელობის შედეგად, სტამბოლში საფრანგეთის ელჩის, მარკიზ დე რივიერის ხელში აღმოჩნდა. სწორედ მარკიზმა გადასცა ვენერა საფრანგეთის მეფეს ლუი XVIII- ს, რომელმაც ქალღმერთი ლუვრს გაუგზავნა, სადაც დღემდე ინახება.

კენტროტასმა ქანდაკება ხელებით, უფრო სწორად, ხელების ფრაგმენტებით იპოვა. ხელების აღდგენის მცდელობა სავალალოდ დასრულდა. 1820 წელს, როდესაც ქანდაკება პარიზში გადაიტანეს, ხელების ფრაგმენტები და ქანდაკების ორიგინალური კვარცხლბეკი დაიკარგა.

სად გაქრა ვენერას კვარცხლბეკი?

ქანდაკების ავტორად ალექსანდროვი ანტიოქიელი სახელდება. მიიჩნევა, რომ მან ქვისგან შედევრი ძველი წელთაღრიცხვით 130-სა და 100 წელს შორის შექმნა. ქანდაკება იპოვეს კვარცხლბეკით, რომელზეც შემქმნელის სახელი იყო ამოტვიფრული, თუმცა მალევე კვარცხლბეკი საიდუმლოებით მოცულ ვითარებაში გაქრა.

ვენერას გაუჩინარების საიდუმლოს უკავშირდება ვერსია, რომ მე -19 საუკუნის ხელოვნებათმცოდნეებმა ვენერას ქანდაკება ბერძენი მოქანდაკის, პრაქსიტელეს ნამუშევრად მიიჩნიეს. შედეგად, ქანდაკება კლასიკურ ეპოქას მიკუთვნა (ძვ. წ. 480-323 წწ.), რომლის შემოქმედება ბევრად უფრო ფასეულია, ვიდრე ელინისტური პერიოდის ქანდაკებები. ამ ვერსიის თუნდაც დეზინფორმაციით მხარდასაჭერად, კვარცხლბეკი მანამდე გააქრეს, სანამ ქანდაკებას მეფეს წარუდგენდნენ.

დღემდე უამრავი რეკონსტრუქცია შეიქმნა, რომელშიც ვენერა მილოსელი ხელებით წარმოგვიდგება. ასეა თუ ისე, ქალღმერთს ხელებით რაღაც ეჭირა...


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბრიტანეთის სკოლებში უცხოპლანეტელებთ...

უცხოპლანეტელთან
ურთიერთობის ბრიტანული
„წესები“

შენ ოღონდ ჩამოდი! - ქალაქები, სადაც...

კუნძული ანდიკიტირა,
საბერძნეთი

6 ფილმი უდიდესი მწერლების ცხოვრებაზ...

6 ფილმი უდიდესი ამერიკელი
მწერლების ცხოვრებაზე

როგორ ატყუებენ ტურისტებს მსოფლიოს პ...

როგორ ატყუებენ ტურისტებს
პლაჟზე

ღმერთისა და მშვიდობის სახელით - ვინ...

ინდოელი ასკეტი ამარ
ბჰარტი

10 ფილმი, რომელიც წიგნზე უკეთესი გა...

10 ფილმი, რომელიც წიგნზე
უკეთესი გამოდგა

რატომ მიიჩნეოდა ქსოვა კაცების საქმე...

ქსოვის ისტორია

ქვეყანა, სადაც მდიდრის სასჯელს, ფულ...

ციხე ჩინეთში

როგორ ცვლის საძინებლის ფერი ადამიან...

საძინებელი ოთახი