„რა მოხდება, თუ კლდე ჩამოინგრევა?“ - ესპანური თეთრი ქალაქის საიდუმლო!
15:00 კვი. 18 დეკემბერი, 2022 წელი
სატენილ დე ლას ბოდეგასი (ესპ. Setenil de las Bodegas) ქალაქი და მუნიციპალიტეტია ესპანეთში, ანდალუსიაში. მეტიც, ის არის ესპანეთის ღირსშესანიშნაობა. მისი მთავარი ხიბლია ქუჩებისა და სახლების თავზე დაკიდებული კლდეებია. ამის დანახვისას პირველი ემოციაა: „რა მოხდება, თუ კლდე ჩამოინგრევა?“
შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ - სეტენილ დე ლას ბოდეგასის ბაზალტის კლდეები რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში ურყევად დგას. თავად ქალაქი კი 8 საუკუნეზე მეტია, კლდეში იმალება.
ეს სამხრეთ ესპანეთის ყველაზე საოცარი „თეთრი ქალაქია“. ეს 82 კვადრატულ მეტრზე გაშენებულ ქალაქში 3000-მდე ადამიანი ცხოვრობს.
აქ გაფართოებული აქვთ ბუნებრივი გამოქვაბულები და სახლები, ფაქტობრივად, კლდეებშია შეჭრილი.
ისტორიული ცნობების თანახმად, ქალაქმა რომაელთა მრავალრიცხოვან შეტევებს გაუძლო. დამპყრობელმა ქალაქში შესვლა მხოლოდ 15-დღიანი ალყის შემდეგ შეძლო.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ქალაქის სახელწოდება სამხედრო მოვლენებს, კერძოდ, რომაელთა 7 წარუმატებელ შეტევას უკავშირდება - septem nihil (შვიდჯერ უშედეგოდ). ქალაქის სახელწოდების მეორე ნაწილი კი - "de las Bodegas" ძვირფას ღვინოებს უკავშირდება, რომლითაც ეს ტერიტორია დღემდე ცნობილია.
აღსანიშნავია, რომ ამ ტერიტორიაზე პირველი ვენახები ზეთისხილისა და ნუშის კორომებთან ერთად ქრისტიანებმა გააშენეს.
გასული საუკუნეების განმავლობაში სეტენილი თავისი ფუნთუშებით და ხორცპროდუქტებითაც ცნობილი გახდა. ტურისტებს განსაკუთრებით ღორის ხორცისგან დამზადებული ძეხვები- ჩორიზო და ჩერდო მოსწონთ.
კლდე სატენილ დე ლას ბოდეგასის მცხოვრებლებს საუკუნეების განმავლობაში იცავდა, დღესაც იცავს - ზამთარში გამჭოლი ქარისგან, ხოლო ზაფხულში - მცხუნვარე მზისგან.
კლდეში ნაკვეთი ქალაქის ქუჩებში ყოველთვის სასიამოვნო ტემპერატურაა, ამიტომ აქ კონდიციონერების საჭიროება არ დგას.
ასევე გაიცანით 👇
ჰუმი - ყველაზე პატარა ქალაქი მსოფლიოში
შენ ოღონდ ჩამოდი! - ქალაქები, სადაც სახლს და ფულს გაჩუქებენ...
ზღაპრული ქალაქი მაროკოში - რატომ არის ჩეფჩაოუენი ლურჯი?






სიახლეები ამავე კატეგორიიდან