საკნატუნო ამბები

რატომ აკრძალა ამ საქონლის გაყიდვა Amazon-მა?

fun time

18:44 შაბ. 12 მარტი, 2022 წელი

ამაზონზე გაყიდვა
აკრძალულია

14
დაკოპირებულია

კომპანია Amazon-ზე განთავსებულ მრავალფეროვან საქონელს მთელ მსოფლიოში მილიონობით მყიდველი ჰყავს. მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის, ასევე, საკუთარი მორალური პრინციპების გათვალისწინებით, საიტის ადმინისტრაციამ ქვემოთ ჩამოთვლილი საქონელი თავისი კატალოგიდან სამუდამოდ ამოიღო.

მაისური „მე მიყვარს ჰიტლერი“

მაისურზე ბევრნაირი წარწერის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ისინი საკმაოდ პროვოკაციულებია. აჟიოტაჟი გამოიწვია საგნებმა წარწერით „მე მიყვარს ჰიტლერი“. 2008 წელს Amazon-მა ისინი გასაყიდი ნივთებიდან ამოიღო. მიზეზი ებრაელთა მსოფლიო კონგრესის განცხადება გახდა.

საყელური შიდა ეკლებით

ამერიკულ საიტზე შიდა ეკლების მქონე ძაღლის საყელურის შეძენა შეიძლება. ბრიტანეთში ეს საქონელი აკრძალულია. ცხოველთა დამცველები მოითხოვენ, რომ ასეთი საყელურები სხვა ქვეყნებშიც აიკრძალოს.

ვიდეოთამაშები ძალადობის სცენებით

2006 წელს იაპონიაში გამოვიდა თამაში RapeLay, რომელშიც სექსუალური ძალადობის სცენები იყო. მცირე ხნის განმავლობაში ის Amazon-ზეც იყიდებოდა, მაგრამ საფუძვლიანი კრიტიკისა და რამდენიმე საჩივრის შემდეგ ეს საქონელი კატალოგიდან ამოიღეს.

პისტოლეტის მსგავსი შალითები

iPhone-ებისთვის პისტოლეტის ფორმის მქონე შალითები შექმნეს, რომლებიც ძლიერ რეალისტური აღმოჩნდა. ისინი თითქმის შექმნისთანავე აიკრძალა. ფედერალური კანონით იკრძალება ნივთების დამზადება, რომლებიც ზედმეტად რეალისტურად ახდენს იარაღის იმიტირებას.

კონსტრუქტორი NeoCube

2012 წელს საქონლის უსაფრთხოების კომისიამ სასამართლოში ამ სათამაშოს დამამზადებელ კომპანიას უჩივლა. შედეგად აღიარეს, რომ ნაკეთობა უსაფრთხოების ნორმებს არ აკმაყოფილებდა. საქმე ისაა, რომ გადაყლაპული მაგნიტის პატარა ბურთულები კუჭ-ნაწლავის ბლოკირებას ახდენდა და მათი ამოღება მხოლოდ ოპერაციული ჩარევის შედეგად ხერხდებოდა. შედეგად Amazon-მა ეს საქონელი გაყიდვიდან ამოიღო.

დელფინების, ვეშაპებისა და ზვიგენების ხორცი

Amazon-მა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ცხოველების ხორცი მრავალრიცხოვანი მოთხოვნის შემდეგ გაყიდვიდან ამოიღო. ასევე, შეიზღუდა ამგვარი ცხოველების ბეწვეულით ვაჭრობა, თუმცა მათი კბილები და ეშვები Amazon-ზე დღემდე იყიდება.

უხამსი ელექტრონული წიგნები

Amazon-ის ბევრი მომხმარებელი ასაჩივრებდა ბავშვებზე ძალადობის მოწოდებების შემცველ წიგნებს. მაგრამ Amazon-მა ისინი გაყიდვიდან მხოლოდ მას შემდეგ ამოიღო, რაც СNN-ზე გაჩნდა ინფორმაცია.

კონფედერაციის დროშა

ცნობილი ამერიკული კომპანია შეუერთდა იმ ფირმების რიცხვს, რომლებმაც რასობრივი დისკრიმინაციის შემცველი დროშები და სხვა ატრიბუტები გაყიდვიდან ამოიღო. მათ რიცხვში სამხრეთის შტატების კონფედერაციის დროშაც აღმოჩნდა.

ფუა-გრა

თუ კიდევ არ იცით, ფუა-გრას საშინელი გზით იღებენ: ბატებს პატარა და ვიწრო გალიებში ამწყვდევენ, რათა მათ მოძრაობა ვეღარ შეძლონ და მილის მეშვეობით კვებავენ. შედეგად ბატის ღვიძლი ზომაში 10-ჯერ მატულობს. 2013 წელს ცხოველთა დამცველებმა მიზანს მიაღწიეს და ფუა-გრა და მისი შემცველი პროდუქტები კატალოგიდან ამოიღეს.

ინდუისტური ღმერთების გამოსახულებიანი ლეგინსები

2014 წელს გასაყიდად გამოჩნდა ლეგინსები, რომლებზეც ინდუისტური ღმერთები იყო გამოსახული. მათ ფირმა Yizzam-ი ამზადებდა და ამ „შედევრს“ 50 დოლარად ყიდდა. ინდუიზმის საყოველთაო საზოგადოების პრეზიდენტის მოთხოვნით ლეგინსების 11 ნიმუში გაყიდვიდან ამოიღეს.

„ლედი ბოის“ კოსტიუმი

გასართობად მრავალი სასაცილო კოსტიუმი არსებობს. ერთ-ერთი ამდაგვარი იყო კაბა დიდი პენისით და მკერდით. საზოგადოებას ეს კოსტიუმი არ მოეწონა და Amazon-ის ხელმძღვანელობამ მათი ეს თხოვნა დააკმაყოფილა.

იცით ამაზე პასუხები? 👇

ვინ და როდის გამოიგონა ჩვენთვის კარგად ნაცნობი ნივთები?

რა ნივთებია ფენ შუის „შავ სიაში“?

ვინ და რატომ გაანადგურა პრინცესა დიანას პირადი ნივთები?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ცოლ-ქმარი 12-ჯერ დაქორწინდა და განქ...

ქორწინება თაღლითური
მიზნისთვის

დიდი უიღბლობის ამბავი - მამაკაცი 20...

დიდი უიღბლობის ამბავი

რატომ ღებავენ თვითმფრინავებს თეთრად...

რატომ ღებავენ
თვითმფრინავებს თეთრად?

თანამედროვეობის 6 ყველაზე ძვირად ღი...

ჟან-მიშელ ბასკია

სიტყვები, რომლებმაც 50-იან წლებში „...

კბილის პასტა ქოლგეითი

ახალი კვლევა: ძვირფასი მანქანების მ...

ძვირფასი ფული და მანქანის
მართვის სტილიმძღოლები

ახალი კვლევა: ქალაქებში 60%-ით მეტი...

ახალი კვლევა - წვიმა
მეგაპოლისებში

იაპონია ხანდაზმულთა რაოდენობით რეკო...

იაპონია ხანდაზმულთა
რაოდენობით რეკორდსმენი
გახდა

„დედამიწის შვილი“ - რატომ დგას ბავშ...

დედამიწის შვილი