საკნატუნო ამბები

რატომ აკრძალეს სინგაპურში საღეჭი რეზინა?

fun time

16:38 კვი. 18 იანვარი

რატომ აკრძალეს
სინგაპურში საღეჭი რეზინა?

14
დაკოპირებულია

სინგაპური მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც საღეჭი რეზინი აკრძალულია. ამ უცნაურ გადაწყვეტილებას საკმაოდ დამაჯერებელი მიზეზი აქვს - ის ქვეყანაში სისუფთავის შესანარჩუნებლად აიკრძალა.

საღეჭი რეზინის აკრძალვის გადაწყვეტილება1992 წელს, სინგაპურის პირველმა პრემიერ-მინისტრმა, ლი კუან იუმ მიიღო. ის ოცნებობდა, რომ სინგაპური „მესამე სამყაროს რეგიონში პირველი სამყაროს ოაზისად“ ექცია. ამის ერთ-ერთი გზა კი, უცხოურ ინვესტიციებთან და საუკეთესო ტრანსპორტთან ერთად, ქუჩების სისუფთავის შენარჩუნება იყო.

პერფექციონისტი პრემიერი საღეჭ რეზინს ყოველთვის სისუფთავის საფრთხედ მიიჩნევდა. ის ამტკიცებდა, რომ საღეჭი რეზინი მაღალსართულიანი შენობების მოვლა-პატრონობას ართულებდა, რადგან არაკეთილსინდისიერი მცხოვრებლები და სტუმრები მას სადარბაზოების იატაკზე და საფოსტო ყუთებში აგდებდნენ.

გარდა ამისა, 1978 წელს ქვეყანაში 5 მილიარდი დოლარის ღირებულების Mass Rapid Transit -ის რკინიგზის სისტემა შეიქმნა. ეს სინგაპურში განხორციელებული უდიდესი საჯარო პროექტი გახდა. საღეჭი რეზინის მოყვარული ვანდალები მას არა მარტო ახალთახალი ვაგონების სავარძლების ქვეშ აკრობდნენ, არამედ მატარებლის კარების სენსორებსაც აფარებდნენ, რაც მატარებლის მუშაობაში შეფერხებებს იწვევდა.

მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ყველა სახის საღეჭი რეზინის დისტრიბუციას, გაყიდვას და გამოყენებას კრძალავდა. სინგაპურის პოლიციამ იმ ადამიანების მკაცრი დასჯა დაიწყო, ვინც საღეჭ რეზინს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აგდებდა. საღეჭი რეზინის იმპორტი დაუყოვნებლივ შეჩერდა, მაგრამ მაღაზიებს მარაგში დარჩენილი რეზინის გაყიდვის უფლება მიეცათ.

2004 წელს აშშ-სა და სინგაპურს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შედგა, ახლა სინგაპურში საღეჭი რეზინის შეძენა შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ თერაპიული მიზნებისთვის (მაგალითად, ნიკოტინის რეზინი) და მხოლოდ რეცეპტით. ასე რომ, თითქმის 30 წლის წინ მიღებული კანონი დღემდე ძალაშია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ გადავიდა მსოფლიო პატარა თეფშე...

სადილი პატარა თეფშებით

ჩინელმა ქალმა ნაგვის კონტეინერებში...

ჩინელმა ქალმა ნაგვის
კონტეინერებში ნაპოვნი 30
ბავშვი გაზარდა

ნივთები, რომლებიც მალე წარსულს ჩაჰბ...

ნივთები, რომლებიც მალე
წარსულს ჩაჰბარდება

როტშილდების 5 წესი - ფინანსური სიმდ...

ბუკინგემშირში,
როტშილდების ცნობილი
სასახლე - უადესდონის
მამული

მესამე ფარი - რატომ არ გაამართლა ავ...

სამფარიანი ავტომობილი Tucker
48 (Tucker Torpedo)

იაპონიაში ნებისმიერ ზრდასრულს აქვს...

როგორც ინარჩუნებენ
იაპონელები სოციალურ
ქცევის კულტურას?

ალაჰის მარგალიტი — ბუნების უნიკალურ...

ალაჰის მარგალიტი —
ბუნების უნიკალური
შედევრი

რობინ ჰუდის „გმირი“ - შერვუდის ტყეშ...

შერვუდის ტყეში 1200 წლის
მუხა გახმა

რატომ არიან ებრაელები ჭკვიანები და...

რატომ არიან ებრაელები
ასეთი ჭკვიანები და
მდიდრები?