საკნატუნო ამბები

რატომ აქვთ აფრიკაში მცხოვრებ ადამიანებს მუქი კანი?

fun time

15:44 ხუთ. 8 იანვარი

რატომ აქვთ აფრიკაში
მცხოვრებ ადამიანებს მუქი
კანი?

14
დაკოპირებულია

შესაძლოა, აფრიკაში გამოჩენილ პირველ ჰომინიდურ სახეობებს ღია ფერის კანი ჰქონოდათ. როდესაც ისინი ტროპიკულ ტყეებში იმალებოდნენ, კანის ფერს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არ ჰქონდა. ამ დროს უფრო მნიშვნელოვანი იყო ოფლის გამოყოფის მექანიზმის შემუშავება და ზედმეტი თმის მოცილება სხეულის გასაგრილებლად.

როგორ გახდნენ პირველი ადამიანები შავკანიანები?

ჯუნგლების დატოვების შემდეგ, პირველმა ადამიანებმა, რომლებმაც თმის საფარი დაკარგეს, სავანებში გავრცელება დაიწყეს. ამ დროს აღმოჩნდა, რომ ღია ფერის კანი მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან საკმარის დაცვას არ უზრუნველყოფს.

რაც უფრო მუქია კანი, მით უფრო მეტ მელანინს შეიცავს. მელანინი ორგანიზმში ვიტამინი B9-ის მარაგს იცავს, რომელიც თავის მხრივ, დნმ-ს იცავს დაზიანებისგან. შესაბამისად, მუქი ფერის კანი ულტრაიისფერი სხივების დამაზიანებელი ზემოქმედებისა და მასთან დაკავშირებული კიბოსგან იცავს.

დღესაც კი, მზის სხივების ზემოქმედებისას, სხეული ცდილობს მელანინის გამომუშავებით და კანის გამუქებით დნმ-ი ულტრაიისფერი სხივების დამაზიანებელი ზემოქმედებისგან დაიცვას.

აფრიკის მცხოვრებლები ასობით ათასი წლის განმავლობაში მცხუნვარე მზის ქვეშ არსებობდნენ. ამ პირობებში მუქი კანის მქონე ადამიანებმა გადარჩენის უკეთესი მაჩვენებლები აჩვენეს, ამიტომ ის, რაც ადრე მხოლოდ სიტუაციური რეაქცია იყო (მელანინის გამომუშავება, გარუჯვა), ევოლუციაში მუდმივი მდგომარეობის სახით დამკვიდრდა.

რაც შეეხება სიცხეს, ადამიანის სხეული მას საოფლე ჯირკვლების რაოდენობის გაზრდით გაუმკლავდა. პირველყოფილ ადამიანებს ოფლის ჯირკვლები ძირითადად ხელისგულებზე განლაგებული ჰქონდათ, კრომანიონელებს (გვიანდელი პალეოლითის ეპოქის ადამიანი) კი - მთელს სხეულზე, როგორც ჩვენ.

როგორ გაჩნდნენ თეთრკანიანები ევროპაში?

თუ მუქი კანი ასეთი ხელსაყრელია, მაშინ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მყოფმა ადამიანებმა რატომ დაიწყეს სწრაფად გაღიავება?

აღმოჩნდა, რომ ნაკლებად ინტენსიური მზის პირობებში, მუქი კანის მქონე ადამიანებს D ვიტამინის მწვავე დეფიციტი უვითარდებათ. ეს დეფიციტი განსაკუთრებით ზამთარში მწვავდება, რაც უამრავ პრობლემას იწვევს - რაქიტიდან და იმუნიტეტის დასუსტებიდან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებამდე.

გამოდის, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მუქი კანის ქონა არც ისე ხელსაყრელია, ამიტომ ევოლუციის დროს ღია ფერის კანის გენი დაფიქსირდა.

***

აფრიკული სოფელი, სადაც ყველა სახლი შემოქმედების ნიმუშია (20 ფოტო)

„თეთრი გოგო და აფრიკელი ბიჭი“ - სიყვარული, რომელსაც მთელი სამყარო დაუპირისპირდა

მკერდის „დაუთოება“ - როგორ იცავენ აფრიკელი დედები ქალიშვილებს სექსუალური ძალადობისგან?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ გადავიდა მსოფლიო პატარა თეფშე...

სადილი პატარა თეფშებით

ჩინელმა ქალმა ნაგვის კონტეინერებში...

ჩინელმა ქალმა ნაგვის
კონტეინერებში ნაპოვნი 30
ბავშვი გაზარდა

ნივთები, რომლებიც მალე წარსულს ჩაჰბ...

ნივთები, რომლებიც მალე
წარსულს ჩაჰბარდება

როტშილდების 5 წესი - ფინანსური სიმდ...

ბუკინგემშირში,
როტშილდების ცნობილი
სასახლე - უადესდონის
მამული

მესამე ფარი - რატომ არ გაამართლა ავ...

სამფარიანი ავტომობილი Tucker
48 (Tucker Torpedo)

იაპონიაში ნებისმიერ ზრდასრულს აქვს...

როგორც ინარჩუნებენ
იაპონელები სოციალურ
ქცევის კულტურას?

ალაჰის მარგალიტი — ბუნების უნიკალურ...

ალაჰის მარგალიტი —
ბუნების უნიკალური
შედევრი

რობინ ჰუდის „გმირი“ - შერვუდის ტყეშ...

შერვუდის ტყეში 1200 წლის
მუხა გახმა

რატომ არიან ებრაელები ჭკვიანები და...

რატომ არიან ებრაელები
ასეთი ჭკვიანები და
მდიდრები?