საკნატუნო ამბები

რატომ ამრავლებენ ობობებს?

fun time

14:00 სამ. 24 ოქტომბერი, 2023 წელი

ობობების ფერმა

14
დაკოპირებულია

დღეს სულ უფრო და უფრო მოდური ხდება სახლში ეგზოტიკური ცხოველების ყოლა, მაგალითად, ჩიტიჭამია ობობების. ამიტომ მსოფლიოში ობობების ფერმებიც კი გაჩნდა. ჩვენ ერთ-ერთ მათგანზე გიამბობთ, რომელიც ჩილეში მდებარეობს.

ჩიტიჭამია ობობების ფერმა 2006 წელს ხუან კარლოს ორელიანამ ჩილეს პატარა ქალაქ ბატუკოში დააარსა. დღეს ფერმის ტერარიუმებში 5 ათასზე მეტი ობობა ცხოვრობს. ჩიტიჭამია ობობებს ევროპისა და აზიის ქვეყნებში, ექსპორტზე გასაყვანად ამრავლებენ.

ზრდასრული ობობის ზომა 14-იდან 17 სანტიმეტრამდე მერყეობს, მაგრამ შთამბეჭდავი ზომების მიუხედავად, ობობა საკმაოდ მშვიდია.

ამ სახეობის მამრი ობობის სიცოცხლის ხანგრძლივობა სამ წელს არ აღემატება, ხოლო მდედრმა შეიძლება ოცდათხუთმეტ წლამდე იცოცხლოს.

ფერმაში ობობებს სპეციალურ ტერარიუმებში ზრდიან.

სახელის მიუხედავად, ობობების მენიუ ჩიტებისგან კი არა, მწერებისგან შედგება. მუდმივად ხორცით კვებამ შეიძლება ობობის სიკვდილი გამოიწვიოს.

კანიბალიზმის შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, თითოეული ობობა ცალკე ტერარიუმში ცხოვრობს.

სხვათა შორის, თუ საფრთხე იგრძნო, მანამდე მშვიდმა ობობამ შესაძლოა პატრონს უკბინოს.

ესეც დაგაინტერესებთ 👇

მეცნიერები გვირჩევენ: როგორ მოვიქცეთ, თუ სახლში ობობა ვიპოვეთ?

წყარო: www.dailymail.co.uk


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რედაქტირებული გენომის მქონე ობობამ...

რედაქტირებული გენომის
მქონე ობობა

ყვავს ადამიანის სახის დამახსოვრება...

ყვავს ადამიანის სახის
დამახსოვრება და წლების
შემდეგ ამოცნობა შეუძლია

მეცნიერებმა სიმსუქნის ეპიდემიის მოუ...

სიმსუქნის მოულოდნელი
მიზეზი

რომელი ხეები არ იწვის ცეცხლში?

რომელი ხეები არ იწვის
ცეცხლში?

რატომ გადიან ფეხბურთელები მინდორზე...

რატომ გადიან
ფეხბურთელები მინდორზე
ბავშვებთან ერთად?

3000 წელი ცემენტის გარეშე — ევროპის...

3000 წელი ცემენტის გარეშე —
ევროპის უძველესი ხიდი

ზვიგენები შეიძლება უკბილოდ დარჩნენ

ზვიგენები შეიძლება
უკბილოდ დარჩნენ

ანგკორ-ვატი — დედამიწაზე სამოთხის ა...

ანგკორ-ვატი

რატომ ებრძოდნენ სსრკ-ში ცაციებს?

რატომ ებრძოდნენ სსრკ-ში
ცაციებს?