საკნატუნო ამბები

რატომ გახდა პოპულარული მიწისქვეშ ცხოვრება?

fun time

16:00 ხუთ. 1 ივნისი, 2023 წელი

მიწისქვეშა ქალაქი
ჩინეთში

14
დაკოპირებულია

ბოლო დროს, სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს, რომ მიწის სიღრმეში სახლი, სარდაფი ან სახელოსნო ააშენოს და დროის უმეტესი ნაწილი მიწისქვეშ გაატაროს. 

მიწისქვეშა ქალაქების უმეტესობა, მაგალითად, კაპადოკიის ტერიტორიაზე მიწისქვეშა დერინკუიუ ანტიკურ ეპოქაში შეიქმნა, თანამედროვე მიწისქვეშა ქალაქები კი, მაგალითად, კანადის მონრეალი ბურღვისა და გვირაბის მშენებლობის სპეციალური ტექნოლოგიების ნაყოფია.

ფოტოზე: დერინკუიუ, კაბადოკიის ტერიტორიაზე

უძველესი მიწისქვეშა გვირაბები, გამოქვაბულები და ლაბირინთები თავიანთი იდუმალებით და ამოუცნობი სამყაროთი გვიზიდავენ, თუმცა გაუგებარია, რას ეძებს 21-ე საუკუნის ადამიანი მიწის ქვეშ და მოდი, ამის გარკვევა ერთად ვცადოთ.

მიწის ქვეშ ცხოვრების უპირატესობა

მიწისქვეშა ქალაქების მთავარი უპირატესობა ისეთი სტიქიური უბედურებებისგან დაცვაა, როგორიცაა ქარიშხალი, მიწისძვრა, წყალდიდობა და ტყის ხანძარი. ამ მხრივ, მინუს სართულებს შეუძლიათ თავიანთი ბინადრების დაცვა და უსაფრთხოება უზრუნველყონ.

გარდა ამისა, მიწისქვეშა ქალაქები სტაბილურ ტემპერატურას უზრუნველყოფენ. აქ ჰაერის ტემპერატურა სეზონზე დამოკიდებული არაა, რაც ცხელი ზაფხულის და ცივი ზამთრის ექსტრემალურ ტემპერატურას გამორიცხავს.
მიწისქვეშა ქალაქები განათებისთვის და გათბობისთვის ეკოლოგიურად სუფთა მზის ენერგიას და გეოთერმული წყაროებს მოიხმარენ, რაც ფინანსური ხარჯებისა და ნახშირბადის შემცირებას იწვევს.

მიწისქვეშა ქალაქებში მცირე ფართობზე დიდი რაოდენობის ადამიანების განსახლება შეიძლება. ეს განსაკუთრებით ხელსაყრელია დიდი ქალაქებისთვის, რომლებსაც ახალი მშენებლობისთვის საკმარისი სივრცე არ აქვთ.

მიწის ქვეშ ცხოვრების სირთულეები

მიწისქვეშ ცხოვრებას, რა თქმა უნდა, სირთულეებიც ახლავს. ძირითადად, ეს სივრცის შეზღუდვას, სუფთა ჰაერისა და მზის შუქის ხელმიუწვდომლობას, ასევე საჭირო რესურსებით უზრუნველყოფის პრობლემებს უკავშირდება.

შეზღუდული სივრცე მიწისქვეშა ქალაქების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომელიც დისკომფორტის განცდას იწვევს. გარდა ამისა, ზოგ მიწისქვეშა ქალაქს ლაბირინთების რთული სისტემა აქვს, რამაც შეიძლება სივრცეში ორიენტირება გაართულოს.

სამწუხაროდ, მიწისქვეშა ოთახებში ხშირად დაბინძურებული და არასაკმარისად ახალი ჰაერია. ხშირად ჩნდება სასმელი წყლის, საკვების და სხვა რესურსების დეფიციტი.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მიწისქვეშა ქალაქებში მეტი საფრთხეა, ვიდრე მიწის ზედაპირზე. ავარიების ან გადაუდებელი შემთხვევების დროს, ადამიანების ევაკუაცია შეიძლება რთული და ხანგრძლივი იყოს.

მიწისქვეშა ქალაქის გავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობასა და განწყობაზე

მიწისქვეშა ქალაქებს შეუძლიათ ადამიანების ჯანმრთელობასა და განწყობაზე როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გავლენა მოახდინონ.

ერთის მხრივ, მიწისქვეშა ქალაქში ცხოვრება ექსტრემალური კლიმატური პირობების, ტორნადოებისა და მიწისძვრებისგან იცავს, მეორე მხრივ კი შეიძლება ჯანმრთელობისა და განწყობის პრობლემები გამოიწვიოს. მზის შუქისა და სუფთა ჰაერის შეზღუდვამ შეიძლება დ ვიტამინის ნაკლებობა, ძილისა და მხედველობის პრობლემები, დეპრესიის განცდა გამოიწვიოს.

რატომ გახდა მიწისქვეშა ქალაქებში ცხოვრება პოპულარული?

ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: სტიქიური უბედურებებისა და ბუნებრივი კატასტროფებისგან დაცვა, ასევე მიწის ზედაპირზე სივრცის ეკონომია.

ფოტოზე: მიწისქვეშა ეკო-სასტუმრო Bella Vista, იტალია

გარდა ამისა, ეკოლოგიური თვალსაზრისით, მიწისქვეშა ქალაქები მიწისზედა ქალაქებზე უფრო სუფთაა. ელექტროენერგიის უზრუნველსაყოფად მათ შეუძლიათ მზის პანელების და სხვა განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება. შესაძლებლობა აქვთ ნარჩენების გადამუშავებისა და განკარგვის ტექნოლოგიები გამოიყენონ, რაც ამცირებს გარემოსდაცვით დატვირთვას.

დაბოლოს, მიწისქვეშა ქალაქები საცხოვრებლად და სამუშაოდ საკმაოდ მოსახერხებელია. ისინი უზრუნველყოფენ მშვიდ გარემოს და სტაბილურ ტემპერატურას, რამაც შეიძლება გააუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი და გაზარდოს შრომის ნაყოფიერება.

ფოტოზე: ყოფილი ბრიტანელი ფეხბურთელის გარი ნევილის სახლი, რომელიც კომპანიამ Make Architects-მა ააშენა სახლი

P.S. მთავარ ფოტოზე მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა ჩინეთში

ესეც საინტერესოა:

ოქროს მაძიებელთა მიწისქვეშა ქალაქი, სადაც 2 000 ადამიანი ცხოვრობს

6 ყველაზე დიდი მიწისქვეშა თავშესაფარი მსოფლიოში


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები