როგორ ახერხებდნენ ქალები მკერდის გადიდებას 100 წლის წინ?
12:00 ხუთ. 22 აპრილი, 2021 წელი

ნებისმიერ ეპოქაში მცხოვრებ ქალს სილამაზისთვის მსხვერპლის გაღება უწევდა. მაგალითად, მე-19 საუკუნეში ქალბატონების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი მკერდის გადიდება იყო. საინტერესოა, როგორ ახერხებდნენ ამ პრობლემების გადაჭრას პლასტიკური ოპერაციებისა და სილიკონის იმპლანტატების გარეშე?
იმდროინდელი ქალთა ჟურნალები სავსე იყო სხვადასხვა აბების და ნაყენების რეკლამებით, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ყველაზე შეუხედავ გოგონასაც კი მზეთუნახავად აქცევდნენ.
იყიდებოდა „მკერდის მალამო“, რომელსაც ქალები გულმკერდის მიდამოში ისვამდნენ და სწამდათ, რომ მკერდი რამდენიმე ნომრით გაეზრდებოდათ.
რეკლამის თანახმად, კრემის რეგულარულ გამოყენებას ჯადოსნური შედეგების მიაღწევა შეიძლებოდა. საფრანგეთში ძალიან პოპულარული იყო ე.წ. აღმოსავლური აბები, რომლებიც ასევე მკერდის გასაზრდელად გამოიყენებოდა.
თუ ქალი სასურველ შედეგს აბებისა და მალამოების დახმარებით ვერ აღწევდა, უფრო ეფექტურ საშუალებებს მიმართავდა. ასეთი Princess Bust-ის აპარატი იყო, რომელიც რეკლამის თანახმად, გულმკერდის კუნთებს ავითარებდა, კაპილარებს ამაგრებდა და კანს ამკვრივებდა.
ფუმფულა მკერდზე მეოცნებე ქალბატონები მიზნის მისაღწევად უამრავ სხვადასხვა ხერხს მიმართავდა. როცა აბი, მალამო და აპარატი უძლური იყო, საქმეში მკერავები ერთვებოდნენ.
1860-იან წლებში მკერავებმა მკერდისთვის სასურველი მოცულობის მისაცემად საინტერესო ხერხს მიაგნეს და კაბაში ბამბების ჩაკერება დაიწყეს.
მოგვიანებით, სხეულის ფორმების გაუმჯობესებისთვის Lemon Cup -ის დაპატენტებული კორსეტებიც გამოჩნდა.
Lemon Cup - ის მკერდის გასადიდებელი ტოპი თეთრ ბამბის ტომსიკაში ჩაკერებული ორი რგოლისგან შედგებოდა. თუმცა, ეს ყველაფერი არაა. ცხენის ძუით გატენილ ტომსიკებში ზამბარები იყო ჩაკერებული. კორსეტის შიგნით ჩაცმული Lemon Cup-ის ტოპი დიდი მკერდის ილუზიას ქმნიდა.
Woven Celluloid და Cotton Bust Improver, 1890‑იანი წლები - ამ შემთხვევაში, ცელულოიდის მყარ ჯამებს ბამბით ავსებდნენ.
ქალის მკერდის გასადიდებელი, 1900 წ.
როდესაც მოდაში S- ფორმის სილუეტი შემოვიდა, ქალბატონებს, კორსეტის გარდა, ბიუსტჰალტერის ჩაცმაც მოუწიათ.
ქალის მკერდის გასადიდებელი 1905 წ.
ასეთი ბიუსჰალტერებზე მოდა 10 წელზე მეტხანს გაგრძელდა - 1900-იანი წლების დასაწყისიდან 1910-იანი წლების შუა ხანებამდე.
რა გაეწყობა, ზოგჯერ ქალებს მამაკაცების მოტყუება უწევთ, მაგრამ კეთილი განზრახვა ამოძრავებთ - სრულყოფილებისკენ სწრაფვა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან