საკნატუნო ამბები

როგორ იცვლებოდა წლებთან ერთად ნაძვის ხეების მოდა?

fun time

14:00 ოთხ. 27 დეკემბერი, 2023 წელი

უილმინგტონი (Wilmington), აშშ, 1928
წელი

14
დაკოპირებულია

ნაძვის ხის მორთვა ერთ-ერთი მთავარი საახალწლო ტრადიციაა. ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ დღესასწაულზე მსოფლიოს უდიდესი ქალაქების მოედნებს ათასფრად მოელვარე ნაძვის ხეები ამშვენებს. ვნახოთ, როგორ იცვლებოდა ახალ წლის სიმბოლოს ტრენდი წლების მანძილზე. 

ლეგენდის თანახმად, მე-16 საუკუნის გერმანიაში საშობაოდ ნაძვის ხის დადგმის ტრადიცია საფუძველი პროტესტანტმა რეფორმატორმა, მარტინ ლუთერმა ჩაუყარა. საშობაოდ მან სახლში მარადმწვანე ნაძვის ხე მიიტანა და მისი ტოტები ანთებული სანთლებით დაამშვენა.

ნაძვის ხის გავრცელებას ხელი დედოფალმა ვიქტორიამ და დიდი ბრიტანეთის პრინცმა ალბერტმაც შეუწყვეს, რომლებიც გაზეთში Illustrated London News შვილებთან ერთად, ნაძვის ხესთან გამოსახეს. ვიქტორია ხალხში ძალიან პოპულარული იყო, ამიტომ ნაძვის ხე მალე ძალიან ტრენდული გახდა და დღემდე ასეა.

უილმინგტონი, აშშ

1928 წლიდან მოყოლებული, ქალაქ უილმინგტონში, ზოგიერთი ისტორიკოსის ვარაუდით, 300 წელზე მეტი ხნის ნაძვის ხე ირთვება, რომელიც ყოველწლიურად ათასობით ადამიანს იზიდავდს და მსოფლიოში ყველაზე დიდი ცოცხალი ნაძვის ხის ტიტული აქვს..

მისი სიმაღლე 23 მეტრს აღწევს, ტოტები ისე ფართოდ აქვს გაშლილი, რომ სიგანე ყველაზე გაშლილ წერტილში თითქმის 23 მეტრია.

1928 წელი

2000 წელი

ნიუ-იორკი, აშშ

როკფელერის ცენტრის ნაძვის ხე ამერიკის ერთ-ერთი პირველი ნაძვის ხე და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი საახალწლო სიმბოლოა. ის პირველად როკფელერის ცენტრის მშენებელმა მუშებმა, 1931 წელს, განწყობის ასამაღლებლად დადგეს. 1933 წელს გადაწყდა, რომ ნაძვის ხე ყოველწლიურ ტრადიციად ექციათ. 1951 წლიდან კი როკფელერის ნაძვის ხის ანთებას ტელევიზიითაც კი გადასცემდნენ. სწორედ როკფელერის ცენტრის ნაძვის ხესთან ჩაიფიქრა თავისი საახალწლო სურვილი დაკარგულმა და სასოწარკვეთილმა კევინ მაკკალისტერმა „მარტო სახლში 2“-იდან, რომელსაც ყველაზე მეტად დედის და თავისი ოჯახის დაბრუნება სურდა.

1931 წელი

2023 წელი

ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

ლონდონში, ტრაფალგარის მოედანზე მდგარი ნაძვის ხე არის ნორვეგიის საჩუქარი ბრიტანეთს მეორე მსოფლიო ომში დახმარებისთვის. ეს ყოველწლიური ტრადიციაა, რომელიც 1947 წელს დაიწყო.

1947 წელი

2023 წელი

პრაღა, ჩეხეთი

მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ევროპის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის პრაღაში, საზოგადოებრივი ნაძვის ხეებს მოედნებზე, ბაზრობებსა და უნივერმაღებში დგამდნენ და დღემდე ასეა.

1931 წელი

2023 წელი

სიეტლი, აშშ

1950 წელს სიეტლში, Northgate სავაჭრო ცენტრთან მსოფლიოში ყველაზე მაღალი მოჭრილი ნაძვის ხე დადგეს, რომლის სიმაღლე 67 მეტრს აჭარბებდა. ნაძვის ხე გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.

2022 წელი

ვილნიუსი, ლიეტუვა

აღიარებულია, რომ ლიეტუვას დედაქალაქის ნაძვის ხეები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ორიგინალურია.

2015 წელი

2023 წელი

თბილისი, საქართველო

თბილისში, დეკემბრის შუა რიცხვებში ქვეყნის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე ტრადიციულად რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ინთება. გამონაკლისი იყო 2018 წელი, როცა ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე დაიდგა.

2013-14-15 წლები

2018 წელი (რესპუბლიკის მოედანზე)

2023 წელი

ესეც დაგაინტერესებთ:

რატომ ვამაგრებთ ნაძვის ხეზე ვარსკვლავს

რომელი უფრო ეკოლოგიურია - ბუნებრივი ნაძვის ხე თუ სილიკონის ნაძვის ხე?

ტესტი: აირჩიეთ ნაძვის ხე და გაიგეთ თქვენი ფარული თვისებები

პატარა ნაძვის ხეები - შექმენით გირჩებისგან (ვიდეო)


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ამერიკაში მოტორიზებული თხილამურები...

ძრავიანი თხილამური

4 შემთხვევა, როდესაც ციდან ფული მარ...

4 შემთხვევა, როდესაც ციდან
ფული მართლა ცვიოდა

ალასკის მკაცრ კლიმატს რომ გაუძლონ,...

როგორ უძლებს ბაყაყი
ყინვას?

როგორ საუბრობენ პრეზიდენტები ტელეფო...

როგორ საუბრობენ
პრეზიდენტები ტელეფონით?

ფეხსაცმელი, როგორც ოქსფორდის უნივერ...

მამაკაცის ფეხსაცმელი -
ოქსფორდების ისტორია

სად ჯობია დასვენება ფსიქიკის აღსადგ...

სად ჯობია დასვენება
ფსიქიკის აღსადგენად?

რატომ იმატა მსოფლიოში ტყუპების რაოდ...

რატომ მოიმატა მსოფლიოში
ტყუპების რაოდენობამ?

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ დალიმ...

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ
დალიმ შექმნა

რატომ უჭირს კატას ხიდან ჩამოსვლა, თ...

რატომ უჭირს კატას ხიდან
ჩამოსვლა