საკნატუნო ამბები

როგორი იქნება ტექნოლოგიაზე დამოკიდებული ადამიანი 3000 წლისთვის?

fun time

13:26 სამ. 15 ნოემბერი, 2022 წელი

ტექნოლოგიაზე
დამოკიდებული ადამიანი 3000
წლისთვის

14
დაკოპირებულია

როგორ შეცვლის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და გაჯეტებზე დამოკიდებულება ადამიანს 3000 წლისთვის? კომპანია Toll Free Forwarding-ის მკვლევარებმა შექმნეს მოდელი, რომელიც მომდევნო ათასწლეულის განმავლობაში ადამიანის ორგანიზმში ყველა პოტენციურ ცვლილებას ასახავს.

ავტორებმა თავიანთ მოდელს მინდი დაარქვეს.

ეს არის მხრებში მოხრილი ქალი, განიერი კისრით და დამატებითი ქუთუთოებით. მინდის ცერა თითი კაუჭს წაგავს, რაც, სავარაუდოდ, სმარტფონის ხშიორ გამოყენებას უკავშირდება.

„მომავლის ადამიანის სამგანზომილებიანი მოდელის შექმნამდე სამეცნიერო კვლევის შედეგები მივიღეთ და სხვადასხვა დარგის ექსპერტებთან კონსულტაციები გავიარეთ. ჩვენ შევძელით დაგვენახა პოტენციური ფიზიკური ცვლილებები, რომლებსაც ლეპტოპის, სმარტფონის და სხვა ტექნიკური საშუალებების მუდმივი გამოყენება გამოიწვევს“, - აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.

Toll Free Forwarding-ის მკვლევარების აზრით, 3000 წლისთვის დედამიწის ბინადარს სქელი თავის ქალა ექნება, თუმცა ტვინის მოცულობა შემცირდება. თვალის დამატებითი ქუთუთო საჭირო იქნება სინათლის გადაჭარბებული ზემოქმედებისგან დასაცავად. თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ 1000-წლიანი ევოლუციის შედეგად, თვალმა მავნე სინათლის დაბლოკვა დამოუკიდებლად შეძლოს.

ასევე საინტერესოა:

რადიაციული ტექნიკით შეიძლება, დახურული წიგნი წაიკითხოთ

10 მნიშვნელოვანი გამოგონება, რომელთა ავტორები ქალები არიან!

ლეონარდო და ვინჩი და მაკრატელი - გენიოსების გამოგონებები, რომლებითაც ყოველდღე ვსარგებლობთ

წყარო: www.independent.co.uk


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ ცხოვრობენ შვედურ „ხრუშჩოვკებშ...

შვედური „ხრუშჩოვკები“
Lamellhus

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით უფრო...

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა,
მით უფრო გრძელი
კონსტიტუცია აქვს

იაპონიის „ყველაზე ხანდაზმულ“ სოფელშ...

გუმას პრეფექტურის სოფელი
ნანმოკუ

10 ებრაული ანდაზა ცხოვრების შესახებ

10 ებრაული ანდაზა
ცხოვრებაზე

პერუში ააშენეს სახლი, რომლის სიგანე...

პერუში ააშენეს სახლი,
რომლის სიგანე 63
სანტიმეტრია

ვარსკვლავები და მათი უცნაური დიეტებ...

რენე ზელვეგერი

22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

სამეფო კორგები — ელისაბედ II-ის მთა...

სამეფო კორგები

რატომ აკრძალა კეტჩუპი საბჭოთა კავში...

რატომ აკრძალა კეტჩუპი
საბჭოთა კავშირმა?