საკნატუნო ამბები

შვეიცარიული ფირმა ცხედრების ფერფლისგან ბრილიანტებს ამზადებს

fun time

15:30 შაბ. 16 ოქტომბერი, 2021 წელი

ბრილიანტები ცხედრებისგან

14
დაკოპირებულია

ინდონეზიის კუნძულ სულავესიზე (Sulawesi), სამ წელიწადში ერთხელ, შემზარავი ფესტივალი „მანენე“ ტარდება. ფესტივალის მიმდინარეობისას ადგილობრივი მცხოვრებლები სასაფლაოზე მიდიან, გარდაცვლილ ნათესავებს მიწიდან თხრიან, ბანენ, ახალ ტანსაცმელს აცმევენ და მათთან ერთად ფოტოებს იღებენ.

 

ეშოკის მომგვრელი რიტუალი Manene, იგივე „მიცვალებულთა გაწმენდის“ ტრადიცია კუნძულზე ასი წლის წინ გაჩნდა და ის ერთ-ერთ შვეიცარიულ კომპანიას უკავშირდება, რომელმაც დაკრძალვის საკუთარი ტრადიცია შექმნა.

საქმე ისაა, რომ კომპანია LONITÉ გარდაცვლილი ადამიანების ან მათი თმის, ასევე ცხოველების კრემაციის შემდეგ ფერფლიდან ბრილიანტებს ამზადებს. მემორიალურ ბრილიანტს დამუშავების შემდეგ ბეჭედში, საყურეებში ან გულსაკიდში სვამენ, რათა მუდმივად საყვარელი ადამიანის სიახლოვეს გრძნობდნენ.

კომპანიის ვებგვერდზე დაწვრილებითაა აღწერილი ფერფლის ან თმის ბრილიანტად გადაქცევის ტექნოლოგია. როგორც ირკვევა, ამისათვის საჭიროა 200 გრამი ფერფლი ან 10 გრამი თმა. ადამიანის სხეული 18% ნახშირბადს შეიცავს, რომელიც კრემაციის შედეგად გამოიყოფა. სწორედ ამ ნახშირბადის, მაღალი წნევისა და მაღალი ტემპერატურის პირობებში ბრილიანტი რამდენიმე თვის განმავლობაში ყალიბდება.

შესაბამისი სერტიფიკატის მქონე LONITÉ -ის ხელოვნური ბრილიანტის ბუნებრივისგან გარჩევა თითქმის შეუძლებელია. მათი ფიზიკური, ქიმიური და ოპტიკური თვისებები ერთნაირია.

კერძოდ, ბრილიანტი შედგება 99,99% ნახშირბადისგან, რომელიც გარდაცვლილის სხეულში იყო და 0.01% პატარა ბუნებრივი ბრილიანტია, რომელიც ახალი ბრილიანტის ზრდისთვის გამოიყენება.

მემორიალური ბრილიანტის ფასი საკმაოდ მაღალია, ამიტომ მისი შეძენა მხოლოდ მდიდარ ადამიანებს შეუძლიათ. კომპანია LONITÉ უმოკლეს დროში უზარმაზარი ქონების მფლობელი გახდა, თუმცა რამდენად მისაღებია ამ გზით გარდაცვლილი ადამიანის ხსოვნის უკვდავყოფა, სხვა საკითხია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

დანიაში შექმნეს საცვალი, რომელსაც გ...

დანიური საცვლები Organic Basics

სიგარეტი რეცეპტით — საინტერესო ფაქტ...

სიგარეტი რეცეპტით

რატომ გადავიდა მსოფლიო პატარა თეფშე...

სადილი პატარა თეფშებით

ჩინელმა ქალმა ნაგვის კონტეინერებში...

ჩინელმა ქალმა ნაგვის
კონტეინერებში ნაპოვნი 30
ბავშვი გაზარდა

ნივთები, რომლებიც მალე წარსულს ჩაჰბ...

ნივთები, რომლებიც მალე
წარსულს ჩაჰბარდება

როტშილდების 5 წესი - ფინანსური სიმდ...

ბუკინგემშირში,
როტშილდების ცნობილი
სასახლე - უადესდონის
მამული

მესამე ფარი - რატომ არ გაამართლა ავ...

სამფარიანი ავტომობილი Tucker
48 (Tucker Torpedo)

იაპონიაში ნებისმიერ ზრდასრულს აქვს...

როგორც ინარჩუნებენ
იაპონელები სოციალურ
ქცევის კულტურას?