საკნატუნო ამბები

სიურპრიზი საშობაოდ - ტყიდან გამოპარული ბუ

fun time

20:00 ხუთ. 7 იანვარი, 2021 წელი

ნაძვი ხეში ჩამალული ბუ

14
დაკოპირებულია

აშშ-ს ჯორჯიის შტატში მცხოვრებმა ოჯახმა შობისთვის სამმეტრიანი, ულამაზესის ნაძვი იყიდა და საახალწლო ფიგურებით გააფორმა. ამაში უჩვეულო და გასაოცარი არაფერი იქნებოდა, რომ არა სიურპრიზი, რომელიც 10 წლის გოგონამ ერთი კვირის შემდეგ აღმოაჩინა - ნაძვის ხის ტოტებიდან ცოცხალი ბუ შეჰყურებდა -  წერს გამოცემა Independent.

თავიდან ბავშვმა ფრინველი დეკორაციად ჩათვალა. „როცა მიხვდა, რომ ბუ ცოცხალი იყო, ენის ძალიან შეეშინდა და ატირდა“ - განაცხადა CNN-თან ინტერვიუში გოგონას დედამ ქეით მაკბრაიდ ნიუმენმა.

ბუ უკან, ტყეში რომ გაესტუმრებინათ, ოჯახმა მისაღები ოთახის ყველა ფანჯარა გააღო, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად, ბუმ სახლის დატოვებაზე უარი თქვა და ტოტებში დაიმალა.

მაკბრაიდ ნიუმენი იძულებული გახდა, ბუნების დაცვის ცენტრში დაერეკა და ბუს ბუნებრივ გარემოში დასაბრუნებლად დახმარება ეთხოვა. ასეც მოხდა და ნიუმენების ოჯახის დაუპატიჟებელი სტუმარი რამდენიმე საათში მშობლიურ ტყეს დაუბრუნდა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით უფრო...

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა,
მით უფრო გრძელი
კონსტიტუცია აქვს

იაპონიის „ყველაზე ხანდაზმულ“ სოფელშ...

გუმას პრეფექტურის სოფელი
ნანმოკუ

10 ებრაული ანდაზა ცხოვრების შესახებ

10 ებრაული ანდაზა
ცხოვრებაზე

პერუში ააშენეს სახლი, რომლის სიგანე...

პერუში ააშენეს სახლი,
რომლის სიგანე 63
სანტიმეტრია

ვარსკვლავები და მათი უცნაური დიეტებ...

რენე ზელვეგერი

22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

სამეფო კორგები — ელისაბედ II-ის მთა...

სამეფო კორგები

რატომ აკრძალა კეტჩუპი საბჭოთა კავში...

რატომ აკრძალა კეტჩუპი
საბჭოთა კავშირმა?

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge