სილამაზე/ჯანმრთელობა

7 ეფექტური მეთოდი იმუნიტეტის გასაძლიერებლად

ეკო ტატულაშვილი

14:56 სამ. 8 დეკემბერი, 2020 წელი

7 ეფექტური მეთოდი
იმუნიტეტის
გასაძლიერებლად

14
დაკოპირებულია

იმუნიტეტი ადამიანს გენეტიკურად უცხო „მტრების“ შეტევისგან იცავს. ესენია: მიკრობები, ბაქტერიები, სოკოები, ვირუსები, უცხო უჯრედები, საკუთარი შეცვლილი უჯრედები (კიბოს ან სისხლნაკლებობის დროს) და ა.შ. ალბათ, ხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი იმუნიტეტი. ამისთვის ჩვენ ყველაზე ეფექტურ და მარტივ მეთოდებს შემოგთავაზებთ.

 

1. გაკაჟება
ეს იმუნიტეტის ამაღლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და კარგად გამოცდილი მეთოდია და ცივი და ცხელი წყლის შხაპის მონაცვლეობით მიღებას გულისხმობს.

2. ფიზიკური ვარჯიშები
აუცილებლად გამოყავით დრო ფიზიკური ვარჯიშების ან ფეხით სეირნობისთვის.

3. სიმშვიდე და მხიარულება
სტრესი იმუნური სისტემის მთავარი მტერია. ეცადეთ, ნებისმიერი ინფორმაცია მშვიდად და აუღელვებლად მიიღოთ და დასაძინებლად დროულად დაწვეთ. თუ დაღლილობა კატასტროფულად გიტევთ და მასთან გამკლავებას ვერ ახერხებთ, კომპენსირება სიცილით უნდა შეძლოთ. იმუნიტეტის ამაღლებისთვის სიცილი და მხიარულება ზემოჩამოთვლილ ფიზიკურ აქტივობებზე ნაკლებად ეფექტური არ გახლავთ.

4. ვიტამინები და მინერალები
ადამიანის იმუნურ სისტემაზე პრაქტიკულად ყველა ვიტამინი სასიკეთო გავლენას ახდენს, თუმცა, უპირატესობა A, B5, C, D, E და PP ვიტამინებს უნდა მიანიჭოთ. ასეთივე სარგებელი მოაქვს მინერალებს. განსაკუთრებით, სპილენძს, მაგნიუმს, ცინკსა და რკინას.

5. სასარგებლო ბაქტერიები - პრობიოტიკები
პრობიოტიკები ორგანიზმში სასარგებლო ბაქტერიების ზრდასა და იმუნიტეტის გაძლიერებას ეხმარებიან. პრობიოტიკების შემცველი ყველაზე ხელმისაწვდომი და გემრიელი პროდუქტი ბანანია.

6. კვება
კვება და ჯანმრთელობა ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია, თუმცა ხშირად სწორი რაციონის დაცვას მოუცლელობის, არასაკმარისი ფინანსების ან თავშეუკავებლობის გამო ვერ ვახერხებთ. ასეთ დროს, არსებობს რამდენიმე პროდუქტი, რომელსაც თქვენი დახმარება შეუძლია. ესენია: გოგრა და მისი ნათესავები - ყაბაყი და პატისონი.

7. კატები
ფუმფულა, ოთხფეხა მეგობრები ადამიანს სტრესის დაძლევასა და იმუნიტეტის აღდგენაში ეხმარებიან. ამასთანავე, ნერვებს ამშვიდებენ და გულის დაავადებების რისკს ამცირებენ.

ზემოჩამოთვლილი ხერხებიდან რომელიმე ან რამდენიმე აირჩიეთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მცენარეები, რომლებიც სიმსივნის საწი...

Podophyllum

ყავა თუ კაკაო — რომელია უკეთესი დილ...

ყავა თუ კაკაო

გარგარის კურკის თვისებები, შემადგენ...

გარგარის კურკის
თვისებები

ემოციებს ნუ შეიკავებთ — რატომ არის...

რატომ არის ტირილი
ჯანმრთელობისთვის
სასარგებლო

საშიშია თუ არა ტოპლეს რუჯი — ანუ გა...

ტოპლეს გარუჯვა

რატომ გროვდება ცხიმი მუცლის არეში —...

რატომ გროვდება ცხიმი
მუცლის არეში

ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი დაჩქ...

ფიზიოლოგიური დაბერების
პროცესი

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმა...

იოდის ბადე

ბლის 6 სასარგებლო თვისება, რომელიც...

ბლის 6 სასარგებლო თვისება