სილამაზე/ჯანმრთელობა

7 ცვლილება, რომელსაც უმოძრაო ცხოვრების წესი იწვევს

fun time

16:00 ხუთ. 21 ოქტომბერი, 2021 წელი

რა პრობლემებს იწვევს
დიდხანს ჯდომა?

14
დაკოპირებულია

ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ ნორმალური ფუნქციონირებისათვის რაც შეიძლება მეტი ფიზიკური აქტივობა სჭირდება. ტექნოლოგიურმა პროგრესმა ჩვენი ცხოვრება გაამარტივა - სახლიდან ვმუშაობთ ან ოფისიდან არ გამოვდივართ, ვსარგებლობთ სახლში მიტანის სერვისებით, თითქმის ყველგან მანქანით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდივართ, ახალი სამოსის შესაძენად ინტერნეტმაღაზიებს მივმართავთ და საღამოს ტელეეკრანებთან ვსხდებით, მაგრამ ყველაფერს აქვს მეორე მხარე - უმოძრაო ცხოვრების წესი ჯანმრთელობას ძალიან აზიანებს. 

მაინც, რას იწვევს დიდხანს ჯდომა?

ხერხემლის გამრუდება

ხანგრძლივი ჯდომა, პირველ რიგში, ზურგს და ხერხემალს აზიანებს - კუნთებზე დატვირთვა არათანაბრად ნაწილდება, კისრისა და წელის ზონის მალთაშუა დისკებზე დატვირთვა უფრო ძლიერდება. თუ ადამიანი დიდხანს ზის, ზურგის მუდმივად სწორ მდგომარეობაში შენარჩუნება უჭირს და ბეჭებში იხრება, რაც დროთა განმავლობაში გამრუდების და სქოლიოზების წარმოქმნას იწვევს. საბოლოოდ, ამას ზურგის ტკივილი, ფეხების ნაწილობრივი (და ზოგჯერ სრული) დაბუჟება, სხეულის შინაგანი სისტემების ნორმალური ფუნქციონირების დარღვევა მოსდევს.

ჭარბი წონა

უმოძრაო ცხოვრების წესი აუცილებლად ზედმეტი კილოგრამების დაგროვებით მთავრდება, საბოლოოდ ჯანმრთელობასა და ფსიქიკაზე მოქმედებს. ამის თავიდან ასაცილებლად, სამუშაოს შორის ინტერვალში ვარჯიშის დრო უნდა გამონახოთ.

სისხლის გასქელება

ეს სიმსუქნის და უმოძრაო ცხოვრების წესის შედეგია. თუ სხეული ძალიან ცოტას მოძრაობს, სისხლი საჭირო კომპონენტებს დროულად ვერ იღებს და შეიძლება თრომბები ჩამოყალიბდეს. თუ თრომბი ფილტვებში ან გულში მოხვდა, ამან შეიძლება ქოშინი, გულმკერდის ტკივილი ან სიკვდილიც კი გამოიწვიოს.

ყურადღების გაფანტვა

ადამიანს რუტინული მოვალეობების შესრულება, ბოლოს და ბოლოს, ბეზრდება და ქვეცნობიერად, გასართობის ძიებას იწყებს. თუ ეს ხშირად და დიდი ხნის განმავლობაში ხდება, ადამიანი ყურადღების კონცენტრირების უნარს კარგავს.

შფოთვა და დეპრესია

მუდმივი ჯდომა ადამიანის ფსიქიკისთვის ძალიან დამღლელია. ადრე თუ გვიან, ნერვული სისტემა ამ მდგომარეობას გააპროტესტებს, ხოლო სიხარულისა და სიამოვნების ნაკლებობა კი შფოთვას და დეპრესიულ აშლილობებს გამოიწვევს.

გონებრივი შესაძლებლობების გაუარესება

მუდმივი უარყოფითი ემოციები ადამიანის ინტელექტუალურ დონეს ამცირებს. ტვინმა რომ ნაყოფიერად იმუშაოს, მოსვენებულ მდგომარეობაში უნდა იყოს.

სიცოცხლის შემცირება

უმოძრაო ცხოვრების წესი ვენების ვარიკოზული დაავადების ერთ-ერთი მიზეზია. რისკის მთავარი ფაქტორი – ქვედა კიდურების კუნთების ტონუსის არქონაა. სიარულისას კუნთები აწვება ვენებს და ტონუსში მოჰყავს, რითაც სისხლის მიმოქცევის სტიმულირებას ახდენს. ჯდომისას კი დატვირთვა ქვედა კიდურების კუნთებზე არასაკმარისია, კუნთოვან-ვენური ტუმბოს ფუნქცია სუსტდება, სისხლის ცირკულაცია ფერხდება. ეს იწვევს ვენის კედლების მოდუნებასა და გაგანიერებას, ხდება ვარიკოზული კვანძების ფორმრება.

👉თუ სამუშაოს გამო იძულებული ხართ, მთელი დღის განმავლობაში იჯდეთ, ეცადეთ, საათში ერთხელ მაინც წამოდგეთ, გაიაროთ ან დამჯდარმა ტერფებით წრიული მოძრაობები. ჯდომისას ფეხი ფეხზე არ გადაიდოთ.

🔰:

პროდუქტები, რომლებიც ფეხებში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს

რამდენ ხანს შეიძლება გაუნძრევლად ჯდომა, ისე რომ ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ?

5 ჩვევა, რომელიც მოწევაზე მავნეა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი კვლევა - საუბრისას Loudspeake...

ყურსასმენები ტელეფონის
მავნე ზემოქმედებას
ამცირებს

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?

რა სარგებელი აქვს დარიჩინს და როგორ...

დარიჩინის ხვეულები

„არავის უამბოთ თქვენი ავადმყოფობის...

ჰიპოკრატეს 11 რჩევა
ჯანმრთელი ცხოვრებისთვის