სილამაზე/ჯანმრთელობა

ადამიანის ნერწყვი მორფინზე ძლიერ გამაყუჩებელს შეიცავს

fun time

16:00 პარ. 7 ივნისი, 2024 წელი

ადამიანის ნერწყვი

14
დაკოპირებულია

ადამიანის სხეული ბუნებრივად გამოიმუშავებს ნივთიერებას, რომელიც ტკივილთან ბრძოლაში ექვსჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე მორფინი. 

პარიზის პასტერის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა შეძლეს ადამიანის ნერწყვიდან გამოეყოთ პროტეინი, სახელად ოპიორფინი ეწოდება და ცხოველებზე ექსპერიმენტებით მისი ტკივილგამაყუჩებელი თვისებები დაემტკიცებინათ.

კვლევის ანგარიში ჟურნალში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა.

ექსპერიმენტის დროს მეცნიერებმა ოპიორფინი შეიყვანეს ვირთხებში, რომლებსაც ქიმიური ნივთიერებით ან მექანიკური დაზიანებით გამოწვეული მწვავე ტკივილი აწუხებდათ. ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ ახალი ნივთიერების შეყვანის შემდეგ მღრღნელები მთლიანად გათავისუფლდნენ ტკივილისგან. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, მსგავსი შედეგი მხოლოდ მორფინის 6-ჯერ მაღალი დოზის გამოყენების შემდეგ მიიღწევა.

***

ოპიორფინის მოქმედების ზუსტი მექანიზმი უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ ამ ნივთიერებას შეუძლია ორგანიზმში ენკეფალინის დაშლა შეანელოს, რომელიც ტკივილის იმპულსებზე ცენტრალური ნერვული სისტემის რეაქციას აკონტროლებენ.

კვლევითი პროექტის კოორდინატორი პროფესორი კეტრინ რუჟო არ გამორიცხავს, ​​რომ ოპიორფინის როლის შემდგომი შესწავლა ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების ახალი კლასის შექმნით დასრულდება.

BBC-თან ინტერვიუში ინგლისელმა ნეირომეცნიერმა ჯონ ვუდმა ადამიანის ნერწყვში ტკივილგამაყუჩებელი ცილის აღმოჩენას ძალიან საინტერესო მოვლენა უწოდა.

მისი თქმით, ადრე ნაერთები, რომლებიც ენკეფალინის დაშლას ანელებს, ძროხებისა და ვირთხების ნერწყვში აღმოაჩინეს, თუმცა იმავე პრინციპით მოქმედი მედიკამენტების შექმნის მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა. ასევე ვერ შეძლეს იმის დადგენა, მონაწილეობენ თუ არა ეს ცილები ძუძუმწოვრების ორგანიზმში ტკივილის შეგრძნებებში. ამგვარად, კვლევის კლინიკური მნიშვნელობა ჯერჯერობით, დაუდასტურებელია - მიიჩნევს ბრიტანელი მეცნიერი.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

საშიშია თუ არა ტოპლეს რუჯი — ანუ გა...

ტოპლეს გარუჯვა

რატომ გროვდება ცხიმი მუცლის არეში —...

რატომ გროვდება ცხიმი
მუცლის არეში

ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი დაჩქ...

ფიზიოლოგიური დაბერების
პროცესი

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმა...

იოდის ბადე

ბლის 6 სასარგებლო თვისება, რომელიც...

ბლის 6 სასარგებლო თვისება

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს

5 პროდუქტი, რომლებიც „ჭკვიანი დირიჟ...

5 ხელმისაწვდომი პროდუქტი
დაბერების წინააღმდეგ

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული...

მჯდომარე ცხოვრების ხუთი
საგანგაშო შედეგი

რატომ არ არის სასურველი პომიდვრის მ...

რატომ არ არის სასურველი
პომიდვრის მაცივარში
შენახვა?