სილამაზე/ჯანმრთელობა

ანორმალური სიცხე - ვინ შედის რისკის ჯგუფში?

fun time

16:00 ორშ. 14 აგვისტო, 2023 წელი

ანორმალური სიცხე - ვინ
შედის რისკის ჯგუფში?

14
დაკოპირებულია

ცხელი ამინდი ყველასთვის არაკომფორტულია, მაგრამ  ზოგი ადამიანისთვის განსაკუთრებით საფრთხის შემცველია. ძლიერი სიცხისას ხშირდება გულისცემა, რთულდება სუნთქვა, იზრდება სითბური გამოფიტვისა და სითბური დაკვრის ალბათობა.

 

როგორც კარდიოლოგები ამბობენ, რისკჯგუფში, პირველ რიგში, ორსული ქალები, მოხუცები, შვიდიდან რვა წლამდე ასაკის ბავშვები, გულის და ენდოკრინული სისტემის დაავადებების მქონე, ჭარბწონიანი და მწეველი ადამიანები არიან. მწეველებს უნდა ახსოვდეთ, რომ ნიკოტინი ჰიპოქსიას ზრდის. ასევე, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ 1 და 2 ტიპის დიაბეტის და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მქონე ადამიანებს.

კარდილოგები გვირჩევენ, რომ ექსტრემალური სიცხის დროს:

  • უარი ვთქვათ ალკოჰოლზე, ყავასა და გაზიან სასმელებზე და მძიმე ფიზიკურ შრომას მოვერიდოთ.
  • მენიუში უნდა შეზღუდოთ ხორცის პროდუქტები და უპირატესობა ბოსტნეულს მიანიჭოთ.
  • წითელი ხორცის ნაცვლად შეგიძლიათ თევზი მიირთვათ.
  • მაგნიუმის და კალიუმის მარაგის შესავსებად უპირატესობა წიწიბურას, კენკრას, ბოსტნეულს და თხილს უნდა მიანიჭოთ,
  • და რაც მთავარია, ზედმეტი არ უნდა ჭამოთ.

თუ განსაკუთრებული სიცხის დროს გარეთ გასვლა გიწევთ, ქუდი უნდა დაიხუროთ და თან წყალი წაიღოთ. თუ პარკში გასეირნება გსურთ, უპირატესობა მიანიჭეთ ადგილს, სადაც შადრევანი ან აუზია.

სასურველია სიცხეში ღია ფერის, ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული სამოსი ჩაიცვათ. პროფილაქტიკისთვის მეტი სითხე უნდა მიირთვათ - ჩაი, მინერალური წყალი, ხილის სასმელები, უცხიმო რძის სასმელები, ჩირის ნახარშები და გამაგრილებელი სასმელები.

დღისით სახლში, ოთახის ტემპერატურა 32 გრადუს ცელსიუსს არ უნდა აღემატებოდეს. თუ კონდიციონერი არ გაქვთ, სახლში სიცხის შეღწევის შემცირებისთვის დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები, ჩამოაფარეთ ფარდები, განსაკუთრებით მზის მხარეს. ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები. ეს გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს

5 პროდუქტი, რომლებიც „ჭკვიანი დირიჟ...

5 ხელმისაწვდომი პროდუქტი
დაბერების წინააღმდეგ

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული...

მჯდომარე ცხოვრების ხუთი
საგანგაშო შედეგი

რატომ არ არის სასურველი პომიდვრის მ...

რატომ არ არის სასურველი
პომიდვრის მაცივარში
შენახვა?

ჭინჭარი — ვიტამინების წყარო და სამკ...

ჭინჭარი მკურნალი

ჯანსაღი კვების რაციონზე გადასვლის 5...

ჯანსაღი კვების რაციონზე
გადასვლის 5 მარტივი წესი

შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა? — თვისე...

შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა

მიხაკის სამკურნალო თვისებები და უკუ...

მიხაკი მკურნალი

ანწლი — როგორ ეხმარება უძველესი სამ...

ანწლის სამკურნალო
თვისებები