ჩაიხედეთ სარკეში - 8 მინიშნება, რომ ვიტამინები გაკლიათ
13:56 სამ. 21 თებერვალი, 2023 წელი

ზამთრის მიწურულსა და გაზაფხულის დასაწყისში ხშირად ავიტამინოზის ნიშნები იჩენს თავს. ამ დროს სხეული დასუსტებული და ვირუსული დაავადებებისა და ინფექციების მიმართ დაუცველია. როგორ მივხვდეთ, რომ ვიტამინები გვაკლია? საკმარისია სარკეში ჩაიხედოთ, რომ საკუთარი გამოსახულება ყველაფერს გიამბობთ.
1. ქერტლი
ქერტლის მიზეზი შეიძლება ცხიმოვანი მჟავების ნაკლებობა გახდეს. ამ შემთხვევაში, გირჩევთ, თევზის ქონი მიიღოთ ან მცენარეული ზეთის მოხმარება გაზარდოთ.
2. სუსტი და მტვრევადი თმა
სუსტი და მტვრევადი თმა ვიტამინების ნაკლებობის მანიშნებელია. ნუ დახარჯავთ ფულს ძვირად ღირებულ შამპუნებზე, რომლებიც აბრეშუმივით ნაზ და მბზინავ თმას გპირდებიან. ეცადეთ, პრობლემა შიგნიდან მოაგვაროთ.
3. ნაადრევი ჭაღარა
იცოდით, რომ ჩვენს ორგანიზმს სპილენძი სჭირდება? მისი ნაკლებობის დროს მოსალოდნელია ნაადრევი გაჭაღარავება. სპილენძი გვხვდება საქონლის ან ფრინველის ღვიძლში, თხილში, ფოთლოვან ბოსტნეულში, ბარდაში, ლობიოსა და სოკოში.
4. დახეთქილი ტუჩები
თუ ტუჩები უქარო და თბილ ამინდშიც გისკდებათ, ბუნების ჭირვეულობას ვერაფერს დააბრალებთ. ეს სავარაუდოდ, ავიტამინოზის ბრალია. მიირთვით მეტი ფრინველის ხორცი, კვერცხი, თევზი, რძე და ხაჭო.
5. მოშვებული კანი
მოდუნებული კანისთვის იმკვრივის დასაბრუნებლად და კანის დაბერების თავიდან ასაცილებლად Е ვიტამინი გჭირდებათ. ის ნუშის, ზეითუნის და სიმინდის ზეთებში გვხვდება.
6. მუდმივი დაღლილობის შეგრძნება
თუ გამუდმებით დაღლილობას გრძნობთ, ეს შეიძლება D ვიტამინის ნაკლებობაზე მეტყველებდეს. სხვათა შორის, ამ ვიტამინის ნაკლებობა ყველაზე მეტად ზამთარში იგრძნობა. D ვიტამინის მარაგის აღსადგენად მეტი ისეირნეთ მზეზე ან მეტი რძის პროდუქტი – ყველი, კარაქი და ხაჭო მიირთვით.
7. დალურჯებები და სისხლჩაქცევები სხეულზე
С ვიტამინის ნაკლებობას, როგორც წესი, სისხლძარღვების დასუსტება მოჰყვება. ასე რომ, თუ სხეულზე დალურჯებებები და სისხლჩაქცევები უმიზეზოდ გიჩნდებათ, С ვიტამინით მდიდარი პროდუქტები უნდა მიიღოთ: ასკილი, ციტრუსები, კივი, ყვავილოვანი კომბოსტო და ა.შ.
8. საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები (ყაბზობა)
ხშირად ამის მიზეზი ბოჭკოვანი საკვების დეფიციტია. პრობლემის მოგვარებაში დილაობით შვრიის ფაფა + ახალი ვაშლი, სელის თესლი და პარკოსნები (ოსპი, ლობიო და ა.შ.) დაგეხმარებათ.
ასევე საინტერესოა:
ავიტამინოზის ფორმები, სიმპტომები და გამომწვევი მიზეზები
სიახლეები ამავე კატეგორიიდან