ჩვენს სუფრიდან რამდენიმე პროდუქტი, რომელიც მომწამვლელ ნივთიერებას შეიცავს
12:00 ოთხ. 16 დეკემბერი, 2020 წელი

არცოდნით შეიძლება, ზოგჯერ ჯანმრთელობას რეალური საფრთხე შევუქმნათ, მით უფრო ისეთ შემთხვევებში, როცა საქმე ეხება პროდუქტის მომზადებას და ჩვენს კვებას. იცოდით, რომ ადამიანის ყოველდღიურ რაციონში შემავალი ზოგიერთი პროდუქტიც კი შეიძლება შხამებს და ტოქსინებს შეიცავდეს, რომელთა განეიტრალება ჩვენს ხელთ არის? ასე, მაგალითად:
კვერცხის ცილა👇
ომლეტი ან უბრალოდ, შემწვარი კვერცხი ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული საუზმეა. თუმცა, გახსოვდეთ, რომ თქვენი უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, ომლეტის კარგად შეწვათ. საქმე ტრიპსინის ინჰიბიტორს ეხება, რომელიც კვერცხის ცილაში გვხვდება (ტრიპსინი ცილის დამშლელი კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტია). ეს ნივთიერება პროტეინის ათვისებაზე გავლენას ახდენს, მაგრამ, საბედნიეროდ, მაღალ ტემპერატურაზე იღუპება.
ალუბლის, ვაშლის, გარგარის და მწარე ნუშის კურკები👇
თავისთავად, ეს პროდუქტები, რა თქმა უნდა, საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ მათი კურკები წყალბადის ციანიდის წყაროა. არსებობს ასეთი ინფორმაციაც, რომ მტრის ტერიტორიაზე ინფორმაციისმოსაგროვებლად შეგზავნილ ჯაშუშებს დაფქული ნუშის კურკის შემცველ აბებს აძლევდნენ, რომლებიც დატყვევების შემთხვევაში უნდა გადაეყლაპათ და თავი მოეკლათ. წყალბადის ციანიდის ჰიდროციანის მჟავადაც მოიხსენებენ.
ხორბალი და ჭვავი👇
ხორბალი და ჭვავი ფიტინის მჟავას შეიცავს, რომელიც ორგანიზმს თუთიის, კალიუმის, მაგნიუმის და რკინის შეწოვაში ხელს უშლის. შედეგად, ორგანიზმში შეიქმნება მინერალური დეფიციტი. ეს რომ თავიდან რომ ავირიდოთ, სწორედ ამიტომარის საჭირო მარცვლეულის და პარკოსნების ჩალბობა მოხმარების წინ - ამ გზით ფიტინის მჟავა ნეიტრალდება.
კარტოფილი👇
ალბათ ვერაფრით წარმოიდგენდით, რომ ყველა ჩვენგანის საყვარელ პროდუქტს ადამიანის მოწამვლა შეუძლია. კარტოფილის ფოთლები და ბოლქვებიც კი გლიკოლაკალოიდის სოლანინს შეიცავს. სოლანინი, პესტიციდის მსგავსად, სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებს განეკუთვნება. ერთი საშუალო კარტოფილის შემადგენლობაში, დაახლოებით, 8-13 მგ სოლანინია, ორგანიზმის მოწამვლისთვის კი 200 მგ საკმარისია. თუმცა ამ შემთხვევაში საუბარია ისეთ კარტოფილზე, რომელიც დაძველდა და გაღვივდა. თუკი მას მუნდირში შეწვავთ ან მოხარშავთ, შეიძლება, გულისრევამ, ჰალუცინაციებმა და ნევროლოგიურმა პრობლემებმაც კი შეგაწუხოთ. თუმცა, მოხარშვის წინ სქლად და საგულდაგულოდ თუ გაფცქვნით, სოლანინი ნაყოფიდან წყალში გადავა და კარტოფილიც საკვებად ვარგისი და უვნებელი იქნება.
ქეშიუ👇
უგემრიელესი ქეშიუ, როცა ის დაუმუშავებელია, ნივთიერება ურუშიოლს შეიცავს. იგივე ნივთიერება გვხვდება შხამიან სუროში, რომელთან მცირედი კონტაქტიც კი სერიოზულ ალერგიულ გამონაყარს იწვევს და საფუძვლიან მკურნალობას მოითხოვს. ასე რომ, ეს გემრიელი ინდური თხილი მხოლოდ მოხალული მიირთვით - გემოც უფრო პიკანტური აქვს და ჯანმრთელობაზეც არ გავნებთ.
წითელი ლობიო👇
ფიტოჰემაგლუტინინი არის მააგლუტინირებელი ცილა, რომელსაც შეუძლია უჯრედის მემბრანა იმდენად გაათხელოს, რომ ნებისმიერი მავნე ნივთიერება „შეუშვას“. სწორედ ფიტოჰემაგლუტინინს შეიცავს წითელი ლობიო. თუკი ფიტოჰემაგლუტინინი ორგანიზში დიდი რაოდენობით მოხვდა, შესაძლოა, საბოლოოდ მძიმე შედეგიც კი გამოიწვიოს, როგორიც არის კონტროლის დაკარგვა სხეულზე ან მის ფუნქციებზე, თუმცა ინტოქსიკაცია სტანდარტული დიარეით და პირღებინებით იწყება. ფიტოჰემაგლუტინინის დაშლა ლობიოს კარგად მოხარშვით შეიძლება. უმჯობესია, თუ მოხარშვამდე წითელ ლობიოს 3-5 საათით დაალბობთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან