სილამაზე/ჯანმრთელობა

ყველის სასარგებლო თვისებები და უკუჩვენებები

fun time

12:00 ხუთ. 3 აგვისტო, 2023 წელი

ყველის სასარგებლო
თვისებები

14
დაკოპირებულია

ყველის სახეობების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ნებისმიერი ადამიანი იპოვის თავისი გემოვნების შესაფერისს, იქნება ეს ქართული ყველის სახეობები - დამბალხაჭო, ჩოგი, ტენილი ყველი, კალტი, კობი, აჭარული ჩეჩილი, მესხური ჩეჩილი, სულგუნი, მეგრული სულგუნი, სვანური სულგუნი, გუდის ყველი, თუშური გუდა, იმერული და ქართული, თუ ევროპული ყველის სახეობები, არჩევანი დიდია, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ყველს სარგებლის გარდა, ზიანის მოტანაც შეუძლია. 

ყველის სასარგებლო თვისებები

ყველი კალციუმის და ცილის ნამდვილი საბადოა. აქედან კალციუმი ძვლების ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, ხოლო რძის ცილა ორგანიზმის „საშენ მასალას“ წარმოადგენს.

ყველი D ვიტამინის წყაროდ მიიჩნევა, ასევე მდიდარია ტრიპტოფანით და ამინომჟავით, საიდანაც ჰორმონები მელატონინი და სეროტონინი წარმოიქმნება. სეროტონინი ბედნიერების ჰორმონია, მელატონინი კი დაძინებაში გვეხმარება და ასაკთან დაკავშირებულ დაავადებებს ებრძვის.

ყველში შემავალი რძის ცხიმი ორგანიზმს ჰორმონების გამომუშავებაში ეხმარება.

ყველი ასევე A ვიტამინს შეიცავს - ეს კარგი მხედველობა, ძლიერი იმუნური სისტემა, კანის, თმისა და ფრჩხილების ჯანმრთელობაა.

ყველის უკუჩვენებები

ყველის ხშირად მიღებას უნდა მოერიდონ:

  • ვისაც პოდაგრა აწუხებს და დიდი რაოდენობით შარდმჟავა მარილებს გამოყოფს;
  • ვისაც ჰიპერტენზიისა და სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემების აქვს;
  • ვისაც ართრიტი და შაკიკი აწუხებს.

ყველის კალორია (100 გრ-ზე)

  • იმერული ყველი – 278
  • სულგუნი – 290
  • ქარხნის ყველი – 275
  • მდნარი ყველი – 253
  • ცხვრის ყველი - 393
  • პარმეზანი - 369
  • ფეტა - 215
  • შვეიცარიული - 396
  • ჰოლანდიური - 357

როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი ყველი?

ნატურალური ყველი ძროხის უმი რძისგან, მარილისა და რძემჟავა ბაქტერიების კონცენტრატისგან, მინარევებისა და სხვა ქიმიკატების დამატების გარეშე მზადდება. ეს არის იდეალური კომპოზიციაა.

👉 იმის გასარკვევად, არის თუ არა ყველში მცენარეული ცხიმი, ყველის ნაჭერი ოთახის ტემპერატურაზე დატოვეთ - თუ წვეთები გაიკეთა, მასში მცენარეული ცხიმებია.

👉 ზოგჯერ წონის მოსამატებლად ყველს სახამებელს ამატებენ. ყველის პატარა ნაჭერს იოდი წაუსვით, თუ გალურჯდა, ეს ყველში სახამების არსებობაზე მიანიშნებს.

👉 ყველის ქერქი უნდა იყოს თხელი და თანაბარი, დაზიანებების გარეშე.

👉 თუ ყველს უსიამოვნო სუნი აქვს, არ უნდა იყიდოთ.

👉 ყველა ობი არ უნდა ჰქნდეს, თუ ეს განსაკუთრებული სახეობის ყველი არაა.

👉 კარგი ხარისხის ყველი თეთრი ან ღია ყვითელი უნდა იყოს.

👉 პლასტელინივით დამყოლი არ უნდა იყოს და ფორმას მარტივად არ იცვლიდეს.

👉 თუ მაგარი ყველი ფშვნადია, ის დაბალხარისხიანია ან გაყინული იყო.

დაბოლოს - ყველის ხარისხის დადგენა მიკროტალღური ღუმელის დახმარებითაც შეიძლება:

შედეთ ყველი მიკროტალღურ ღუმელში, ჩართეთ და დაელოდოთ - თუ ყველი გადნა და წელვადი გახდა, ის ნატურალურია, თუ ყველმა ფორმა არ შეიცვალა, ის ფალსიფიცირებულია.

ესეც დაგაინტერესებთ:

ყველი - უძილობის წამალი?!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 მიზეზი იმისთვის, რომ სპირულინა რა...

რა არის სპირულინა

მუშმულას სასარგებლო თვისებები

მუშმულას თვისებები

მუსკატის კაკალი - სასარგებლო თვისებ...

მუსკატის კაკალი
სასარგებლო თვისებები

ქაცვის თვისებები

ქაცვის თვისებები

ღორის ხორცის სასარგებლო თვისებები დ...

ღორის ხორცის სასარგებლო
თვისებები

გოგრის თესლი - როგორ ვჭამოთ სწორად?

გოგრის თესლის სასარგებლო
თვისებები და
უკუჩვენებები

იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს მოწყო...

სიზმრების ჩაწერა
შესაძლებელია

შემოდგომის საკვები - 10 ყველაზე სას...

შემოდგომის ხილი და
ბოსტნეული

ადამიანის ენა შინაგანი ორგანოების ს...

ადამიანის ენა შინაგანი
ორგანოების სარკეა