სილამაზე/ჯანმრთელობა

კვერცხის ცილა სახეზე - 4 უკუეფექტი და უსაფრთხოდ გამოყენების 1 გზა

სალომე ჩაჩიბაია

16:00 ორშ. 15 თებერვალი, 2021 წელი

კვერცხი კოსმეტიკაში

14
დაკოპირებულია

შინ დამზადებული სახის ნიღბები თუ გელები დღემდე პოპულარულია. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტი კვერცხის ცილაა. მიიჩნევა, რომ კვერცხის ცილა ნაოჭებისთვის საუკეთესო დაშუალებაა, ასევე ხშირად გამოიყენება კვერცხის ცილა ფორებისთვის და ლაქების გასაქრობად, მაგრამ, კოსმეტოლოგების აზრით, კვერცხის ცილას გარკვეული უკუეფექტები აქვს, დაზიანებულ კანს კი უფრო მეტი ხარჯი სჭირდება, ვიდრე მის სათანადოდ მოვლას.

კვერცხის ცილის უკუეფექტებია:

ალერგიული რეაქცია

თუ ალერგიული ხართ, უნდა შეზღუდოთ არა მხოლოდ კვერცხის ჭამა, არამედ მისი ადგილობრივად გამოყენებაც. ამან შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი, ჭინჭრის ციება, სუნთქვის გაძნელება...

სალმონელას ინფექცია

უმი კვერცხის ცილა შეიძლება, სალმონელათი ინფიცირების მიზეზი გახდეს. ამ ტიპის ინფექციას სალმონელოზის ბაქტერია იწვევს, რომელიც ზოგჯერ ნედლ კვერცხსა და ხორცში გვხვდება, ასევე დაბინძურებულ პროდუქტებსა და წყალში. ინფიცირების შემთხვევაში, 10 დღის განმავლობაში შეიძლება გქონეთ კუჭ-ნაწლავის მწვავე დისკომფორტი, მათ შორის დიარეა, გულისრევა და კრუნჩხვები, კანის გაღიზიანება.

კანის გაღიზიანება

ნედლი კვერცხის ცილის სახეზე წასმა კარგი იდეა არასდროს არაა. მით უფრო მაშინ, თუ სახეზე ნაკაწრები ან გამონაყარი გაქვთ. ამან შესაძლოა, კანი კიდევ უფრო გააღიზიანოს.

საშიშროება სხვებისთვის

თუ თქვენი ოჯახის წევრებს კვერცხზე ალერგია აქვთ, სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ. შესაძლოა, ნიღბის ნარჩენები ოთახში დარჩეს ან სანამ თქვენს სახეზე შრება, სხვადასხვა ადგილზე მიმოიფანტოს.

არსებობს კვერცხის ცილის უსაფრთხოდ გამოყენების გზა

თუ ამ ყველაფრის მიუხედავად, კვერცხის სახეზე წასმა მაინც გსურთ, უმჯობესია, გამოიყენოთ ნაყიდი და არა ე.წ. „ოჯახის კვერცხი“.

წყარო: www.healthline.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 პროდუქტი, რომლებიც „ჭკვიანი დირიჟ...

5 ხელმისაწვდომი პროდუქტი
დაბერების წინააღმდეგ

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული...

მჯდომარე ცხოვრების ხუთი
საგანგაშო შედეგი

რატომ არ არის სასურველი პომიდვრის მ...

რატომ არ არის სასურველი
პომიდვრის მაცივარში
შენახვა?

ჭინჭარი — ვიტამინების წყარო და სამკ...

ჭინჭარი მკურნალი

ჯანსაღი კვების რაციონზე გადასვლის 5...

ჯანსაღი კვების რაციონზე
გადასვლის 5 მარტივი წესი

შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა? — თვისე...

შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა

მიხაკის სამკურნალო თვისებები და უკუ...

მიხაკი მკურნალი

ანწლი — როგორ ეხმარება უძველესი სამ...

ანწლის სამკურნალო
თვისებები

აქვთ თუ არა ტყუპისცალებს ერთსა და ი...

ტყუპები და ალერგიულობა