სილამაზე/ჯანმრთელობა

მეცნიერებმა ხილ-ბოსტნეულიდან პესტიციდების მოშორების მარტივ გზას მიაგნეს

fun time

11:00 პარ. 15 იანვარი, 2021 წელი

კვლევა

14
დაკოპირებულია

სოფლის მეურნეობაში პესტიციდებს მავნე ორგანიზმებისგან მცენარეთა დასაცავად იყენებენ, რაც საერთაშორისო პრაქტიკაა, მაგრამ თუკი ქიმიური ნივთიერებები ხილსა და ბოსტნეულზე დარჩა, რომლებსაც სითბური დამუშავების გარეშე მივირთმევთ, ეს უკვე ჯანმრთელობისთვის საზიანოა. 

დღემდე სახლის პირობებში ხილისა და ბოსტნეულის გარეცხვის სტანდარტული მეთოდები ნაკლებად შედეგიანი იყო. მასაჩუსეტის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კი მარტივი და ეფექტიანი ვარიანტი შემოგვთავაზეს.

მათ ჟურნალში Agricultural and Food Chemistry გამოაქვეყნეს კვლევა, რომელიც ვაშლზე სოდის გავლენას აღწერს.
კვლევის დროს ვაშლებს პესტიციდების ორი ტიპი შეასხურეს და ქერქებში შეღწევისთვის გარკვეული დრო მისცეს. ამის შემდეგ ხილი 3 ტიპის ხსნარით გაირეცხა: ონკანის წყალი, საჭმელი სოდა და წყალი, თანაფარდობით 1:9, გამათეთრებელი ხსნარი.

12-წუთიანი რეცხვის შემდეგ სოდიანმა ხსნარმა ორივე ტიპის პესტიციდების მოშორება შეძლო. ამ მეთოდის და ზოგადად, საჭმელი სოდის ეფექტიანობას სხვა კვლევებიც ადასტურებს.

„შედეგებმა აჩვენა, რომ ხსნარი (1% სოდა, 90% წყალი) ყველაზე ეფექტიანი იყო თიაბენდაზოლის და ფოსმეტის ტიპის პესტიციდებზე. სტანდარტული მეთოდები პესტიციდებთან საბრძოლველად არაეფექტიანია“, - ვკითხულობთ კვლევაში.

წყარო: www.collective-evolution.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რაც უფრო მუქია, მით უფრო ჯანსაღია —...

გარგარის ჩირის
სასარგებლო თვისებები

მცენარეები, რომლებიც სიმსივნის საწი...

Podophyllum

ყავა თუ კაკაო — რომელია უკეთესი დილ...

ყავა თუ კაკაო

გარგარის კურკის თვისებები, შემადგენ...

გარგარის კურკის
თვისებები

ემოციებს ნუ შეიკავებთ — რატომ არის...

რატომ არის ტირილი
ჯანმრთელობისთვის
სასარგებლო

საშიშია თუ არა ტოპლეს რუჯი — ანუ გა...

ტოპლეს გარუჯვა

რატომ გროვდება ცხიმი მუცლის არეში —...

რატომ გროვდება ცხიმი
მუცლის არეში

ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი დაჩქ...

ფიზიოლოგიური დაბერების
პროცესი

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმა...

იოდის ბადე