სილამაზე/ჯანმრთელობა

ნოემბრის მაგნიტური დღეების კალენდარი

fun time

19:00 ხუთ. 2 ნოემბერი, 2023 წელი

მაგნიტური დღეები
ნოემბერში

14
დაკოპირებულია

2023 წლის ნოემბერი ამინდისადმი მგრძნობიარე ადამიანებისთვის რთული იქნება. მაგნიტური ქარიშხლები ნოემბრის პირველი დღეებიდან არის მოსალოდნელი. 

  • 2-დან 8 ნოემბრამდე სუსტი მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი.
  • 8 ნოემბრის საღამოს 4-ბალიანი ანუ საშუალო სიმძლავრის მაგნიტური ქარიშხალი დაიწყება, რომელიც 9 ნოემბრამდე გაგრძელდება. ამ დღეს ქარიშხლის სიმძლავრე სამ ბალამდე შემცირდება, მაგრამ მაინც საგრძნობი იქნება.
  • 10-დან 12 ნოემბრამდე შედარებით მშვიდი პერიოდი იქნება და მაგნიტური ქარიშხლების სიმძლავრე 2 ბალს არ გადააჭარბებს.
  • სიმშვიდის პერიოდის შემდეგ დედამიწას საშუალო სიმძლავრის, ოთხბალიანი მაგნიტური ქარიშხალი დაატყდება, რომელიც 13 ნოემბრიდან 14 ნოემბრის საღამომდე გაგრძელდება.
  • 15 ნოემბერს დედამიწაზე სრული სიმშვიდე დასადგურებს.

ცნობისთვის, გეომაგნიტური ქარიშხლის საფრთხისა და გავლენის ხარისხის დასადგენად მეცნიერები G ინდექსს იყენებენ. ამ შკალას მიხედვით, მაგნიტური ქარიშხალი 5 დონედ იყოფა:

G1 – უმნიშვნელო მაგნიტური ქარიშხალი, რომელიც თითქმის არ იგრძნობა. ის თითქმის არ ახდენს გავლენას ელექტროქსელებზე და ელექტრონული მოწყობილობების მუშაობაზე.

G2 – ზომიერი. ის გავლენას ახდენს კოსმოსური ხომალდების მოძრაობაზე. ზოგ შემთხვევაში იწვევს ძაბვის მატებას.

G3 – ძლიერი. გავლენას ახდენს ენერგეტიკულ სისტემებზე და იწვევენ შეფერხებებს სატელიტური ნავიგაციასა და რადიო კომუნიკაციებში.

G4 – მძიმე. ძაბვის კონტროლის პრობლემები და დამცავი მოწყობილობების არასწორი მუშაობა. სატელიტური ნავიგაცია და რადიოკავშირი გაუარესებულია.

G5 – უკიდურესად ძლიერი. მასშტაბური პრობლემები ელექტროქსელთან, რაც სრულ გათიშვას და თანამგზავრებისა და რადიოკავშირების მუშაობაში სერიოზულ გაუმართაობას იწვევს.

ვის სჭირდება განსაკუთრებული სიფრთხილე

მაგნიტური ქარიშხლის გავლენას ძირითადად განიცდიან ხანდაზმული, დასუსტებული იმუნური სისტემის და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, ასევე, თირკმელების, სისხლძარღვთა დაავადებებისა და ჭარბი წონის მქონე ადამიანები.

მაგნიტურმა ქარიშხალმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ორსული ქალებისა და ჩვილების ჯანმრთელობაზე.

მაგნიტური ქარიშხლის დღეებში მეტეოდამოკიდებულ ადამიანებს შეიძლება არტერიული წნევის პრობლემები ჰქონდეთ, თავბრუდახვევა, თავის ტკივილი და სისუსტე იგრძნონ. ზოგს ამ დროს სახსრების ტკივილი აღენიშნება. ადამიანები გონებადაფანტულები, კონფლიქტურები და მოუსვენრები ხდებიან.

როგორ მოვემზადოთ მაგნიტური დღეებისთვის?

  • მიირთვით ჯანსაღი საკვები
  • ბევრი იმოძრავეთ
  • არ დაივიწყოთ სრულფასოვანი ძილისა შესახებ
  • მიირთვით საკმარისი რაოდენობის წყალი ან მცენარეული ჩაი
  • მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებსა და ცხიმიან საკვებს
  • მაქსიმალურად ერიდეთ სტრესულ სიტუაციებს
  • მოიმარაგეთ საჭირო მედიკამენტები.

მაგნიტური დღეებისთვის მომზადება და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მაგნიტური ქარიშხლის უარყოფითი ეფექტების შემცირებაში დაგეხმარებათ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

კომშის სასარგებლო თვისებები

კომშის სასარგებლო
თვისებები

5 მიზეზი იმისთვის, რომ სპირულინა რა...

რა არის სპირულინა

მუშმულას სასარგებლო თვისებები

მუშმულას თვისებები

მუსკატის კაკალი - სასარგებლო თვისებ...

მუსკატის კაკალი
სასარგებლო თვისებები

ქაცვის თვისებები

ქაცვის თვისებები

ღორის ხორცის სასარგებლო თვისებები დ...

ღორის ხორცის სასარგებლო
თვისებები

გოგრის თესლი - როგორ ვჭამოთ სწორად?

გოგრის თესლის სასარგებლო
თვისებები და
უკუჩვენებები

იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს მოწყო...

სიზმრების ჩაწერა
შესაძლებელია

შემოდგომის საკვები - 10 ყველაზე სას...

შემოდგომის ხილი და
ბოსტნეული