სილამაზე/ჯანმრთელობა

რატომ არ შეიძლება ჩაის პაკეტის გამოწურვა

fun time

16:41 ხუთ. 1 დეკემბერი, 2022 წელი

პაკეტის ჩაი

14
დაკოპირებულია

ზოგი მწარმოებელი ჩაის შეფუთვაზე მიუთითებს, რომ პაკეტების გაწურვა ჯანმრთელობისთვის საზიანოა. მოდით, გავარკვიოთ...

მოკლედ და მარტივად თუ ვიტყვით, პაკეტის „გაწურვის“ დროს ტანინები გამოიყოფა - ეს არის ნივთიერება, რომელიც კბილის მინანქარს ამუქებს.

კვლევები ადასტურებს, რომ ჩაი გვეხმარება კიბოსთან, გულის დაავადებებთან, დიაბეტთან და ჭარბ წონასთან ბრძოლაში, ამცირებს მავნე ქოლესტერინის რაოდენობას და აუმჯობესებს აზროვნებას.

ამასთან, ჩაის ანტიბაქტერიული თვისებები აქვს, თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილი უპირატესობები დასაყენებელ ჩაის უფრო მიეკუთვნება და არა - პაკეტის ჩაის.

როდესაც ჩაის პაკეტი მდუღარე წყალში ეშვება, მიკროპლასტიკის და ნანოპლასტიკის ნაწილაკები გამოიყოფა. პაკეტის გაწურვისას კი სასმელში ტანინების კონცენტრაცია იზრდება.

ზოგი მწარმოებელი ჩაის შეფუთვაზე მიუთითებს, რომ პაკეტების გაწურვა ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

ამიტომ, თუ უპირატესობას ჩაის პაკეტებს ანიჭებთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ

ჩაის პაკეტი, უმჯობესია, მხოლოდ მინის ფინჯანში გამოიყენოთ.

ხარისხიანია ის პაკეტი, რომელიც დამზადებულია ხელოვნური აბრეშუმით, ნეილონით ან სიმინდის კრახმალით.

ქაღალდის პაკეტი ნაკლებად ხარისხიანია.

როცა პაკეტი შეფუთულია კონვერტში, ამით ჩაი დაცულია სინათლის სხივებისა და ნესტისგან, შესაბამისად სასარგებლო თვისებებს ინარჩუნებს.

პაკეტი ცხელ წყალში, მაქსიმუმ, 3 წუთი უნდა გააჩეროთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მანგოსტინი - მსოფლიოში ყველაზე გემრ...

მანგოსტინი - მსოფლიოში
ყველაზე გემრიელი ხილი

ფეხშიშველი სიარული - რატომ გახდა მო...

ფეხშიშველი სიარული

ჩხირებით ჭამა და სასიცოცხლო წერტილე...

ჩხირებით ჭამა

ზღვის მარილი კურნავს? - მითები და რ...

ზღვის მარილი კურნავს?

ნიგოზი დიეტის დროს

ნიგოზი დიეტის დროს

მარტივი ჩვევა, რომელიც სიცოცხლეს ახ...

მარტივი ჩვევა, რომელიც
სიცოცხლეს ახანგრძლივებს

მწვანე ყავა გასახდომად: სასწაულმოქმ...

მწვანე ყავა გასახდომად

როგორ ებრძვის როზმარინი დაღლილობას,...

რაში გამოიყენება
როზმარინი

საჭიროა თუ არა მედიკამენტების მაცივ...

საჭიროა თუ არა
მედიკამენტების მაცივარში
შენახვა?