სილამაზე/ჯანმრთელობა

რატომ უნდა დაიძინოთ მარცხენა მხარეს?

fun time

18:00 პარ. 26 აგვისტო, 2022 წელი

სწორი ძილი

14
დაკოპირებულია

ალბათ, ბევრს გსმენიათ, რომ მარცხენა მხარეს ძილი გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე მარჯვენა მხარეს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, სინამდვილეში რატომ?

გაეცანით სასარგებლო ინფორმაციას, რატომ არის რეკომენდებული მარცხენა მხარეს ძილი?

გულძმარვის შემსუბუქება

თუკი ცხარე ან მძიმე საკვების მიღების შემდეგ გულძმარვა ხშირად გაწუხებთ, მარცხენა მხარეს ძილი შესანიშნავი საშუალებაა მის შესამსუბუქებლად. კვლევების თანახმად, მარცხენა მხარეს დაძინების შემთხვევაში გულძმარვის სიმპტომები შედარებით ნაკლებია და უკეთეს შემთხვევაში მთლიანად ქრება, ხოლო მარჯვენა მხარეს ძილი გულძმარვას კიდევ უფრო აძლიერებს.

ხვრინვისგან განთავისუფლება

ალბათ, ბევრმა იცის, რა რთულია იმ ადამიანის გვერდით ძილი, რომელიც მთელი ღამე ხვრინავს. აღმოჩნდა, რომ ხვრინვისგან განთავისუფლება იმაზე ადვილია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. მიაჩვიეთ მხვრინავი ადამიანი მარცხენა მხარეს ძილს - ეს ეხმარება ადამიანებს, რომელთაც ძილში სუნთქვის შეკავების სინდრომი აწუხებთ, რაც იწვევს ხვრინვას.

საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუმჯობესება

ექიმების აზრით, მარცხენა მხარეს ძილი ხელს უწყობს მონელებული საკვების წვრილი ნაწლავიდან მსხვილ ნაწლავში გავლას.

გულის მუშაობის გაუმჯობესება

გული ადამიანის სხეულის ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა. ექიმების აზრით, მარცხენა მხარეს ძილის დროს გული ნაკლებად იტვირთება.

ჯანმრთელი ელენთა

მარცხენა მხარეს ძილი ელენთაში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და შესაბამისად, ელენთა ნაკლებად იტვირთება.

ლიმფური სისტემა

ადამიანის ორგანიზმისთვის მოწესრიგებული ლიმფური სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია. სხეულის მარცხენა მხარე ამ სისტემისთვის დომინანტია, ამიტომ მარცხენა მხარეს ძილის დროს ორგანიზმს უფრო მეტი დროს აქვს ლიმფების მოძრაობისთვის, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში ქსოვილოვანი სითხის ბალანსს და ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას.

სისხლის მიმოქცევის სისტემა

სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება და გაგანიერებული ვარიკოზული ვენების შემცირება მარცხენა მხარეს ძილის ორი უდავო უპირატესობაა. ამ დროს წნევა მცირდება ვენის იმ ძირითად ღრუში, რომელიც სხეულის მარჯვენა მხარეს მდებარეობს (ორგანიზმში ყველაზე დიდი ვენა).

ესეც საინტერესოა 👇

სწორი ძილი - როგორი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურა

შუადღის ძილი - სასარგებლოა თუ არა?

როგორ ვუშველოთ უძილობას


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

კუნელის სასარგებლო თვისებები

კუნელის სასარგებლო
თვისებები

ირგა - გემრიელი კენკრის სასარგებლო...

ირგა

არ გადააგდოთ ნესვის ქერქი - მისი გა...

ნესვის კანის სასარგებლო
თვისებები

დავლიოთ თუ არა კისელი?

კისელის სარგებლობა

მწვანე ბარდა - შემადგენლობა და სასა...

მწვანე ბარდა

უსაფრთხოა თუ არა ცვილით დაფარული ვა...

უსაფრთხოა თუ არა ცვილით
დაფარული ვაშლი?

როგორ გავიგოთ, შეიცავს თუ არა საზამ...

საზამთროს შემოწმება

უნდა გავთალოთ თუ არა კიტრი?

უნდა გავთალოთ თუ არა
კიტრი?

ხახვი მკურნალი

ხახვი მკურნალი