სილამაზე/ჯანმრთელობა

როგორ მოქმედებს ხელსაქმე და ლოცვა ტვინის ჯანმრთელობაზე

fun time

16:21 პარ. 17 იანვარი, 2025 წელი

როგორ მოქმედებს ხელსაქმე
და ლოცვა ტვინის
ჯანმრთელობაზე

14
დაკოპირებულია

სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის (University of South Australia) მკვლევრებმა დაადგინეს, რომ 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში დასვენების ფორმა ტვინის მუშაობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. 

 

ჟურნალმა The Journals of Gerontology-მ (JG) გამოაქვეყნა მონაცემები, რომლებიც ადასტურებს, რომ დასვენების აქტიური ფორმები, როგორიცაა კითხვა, ხელსაქმე ან მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა კოგნიტიური უნარების შენარჩუნებას ხელს უწყობს, ხოლო პასიური დასვენება, როგორიცაა ტელევიზორის ყურება, უარყოფით გავლენას ახდენს.

ექსპერიმენტში მონაწილეობა 397-მა მოხუცმა მიიღო. მკვლევრებმა შეისწავლეს, როგორ მოქმედებს დასვენების დროს ქცევის განსხვავებული მოდელი მეხსიერებასა და აზროვნების უნარებზე.

აღმოჩნდა, რომ დასვენების ფორმა, რომელიც გონებრივ ჩართულობას ან სოციალურ აქტივობას მოიცავს, ხელს უწყობს კოგნიტიური უნარების გაუმჯობესებას. ასეთი აქტივობებია: ლოცვა, კითხვა, მუსიკის მოსმენა, ხელსაქმე და ურთიერთობა.

აღსანიშნავია, რომ დასვენების პასიური ფორმები, განსაკუთრებით - ეკრანთან ხანგრძლივად ყოფნა, ტვინის მუშაობის გაუარესებას იწვევს.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ტვინის მუშაობისთვის აქტივობის ხანმოკლე პერიოდებიც კი შეიძლება სასარგებლო იყოს. ფიზიკური და ინტელექტუალური აქტივობის შერწყმა კი შეიძლება ტვინის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და ჯანსაღი ჩვევების განვითარებას დაეხმაროს.

მეცნიერები გვირჩევენ, რომ დასვენების დრო სხვადასხვა სახის აქტივობებისთვის გამოვიყენოთ, რომლებიც სიამოვნებასაც გვანიჭებს და ტვინის მუშაობისთვისაც სასარგებლოა.

ესეც საინტერესოა:

ტვინის მუშაობის გაუმჯობესება - 12 შეუცვლელი პროდუქტი!

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

რა უნდა ჭამოთ გამოცდის წინ, თუ ტვინის მუშაობის გაუმჯობესება გსურთ


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი დაჩქ...

ფიზიოლოგიური დაბერების
პროცესი

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმა...

იოდის ბადე

ბლის 6 სასარგებლო თვისება, რომელიც...

ბლის 6 სასარგებლო თვისება

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს

5 პროდუქტი, რომლებიც „ჭკვიანი დირიჟ...

5 ხელმისაწვდომი პროდუქტი
დაბერების წინააღმდეგ

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული...

მჯდომარე ცხოვრების ხუთი
საგანგაშო შედეგი

რატომ არ არის სასურველი პომიდვრის მ...

რატომ არ არის სასურველი
პომიდვრის მაცივარში
შენახვა?

ჭინჭარი — ვიტამინების წყარო და სამკ...

ჭინჭარი მკურნალი

ჯანსაღი კვების რაციონზე გადასვლის 5...

ჯანსაღი კვების რაციონზე
გადასვლის 5 მარტივი წესი