სილამაზე/ჯანმრთელობა

როგორ შევიმოწმოთ თერმომეტრით ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია?

fun time

14:40 სამ. 26 სექტემბერი, 2023 წელი

როგორ შევამოწმოთ
თერმომეტრით ფარისებრი
ჯირკვლის ფუნქცია?

14
დაკოპირებულია

მედიცინაში მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებულმა ადამიანმა იცის, რომ ფარისებრი ჯირკვალი არის პატარა, პეპლის ფორმის ჯირკვალი კისრის წინა არეში, რომელიც წარმოქმნის ორ ჰორმონს: თიროქსინს (T4) და ტრიიოდთირონინს (T3).

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები აკონტროლებენ, თუ როგორ იყენებს სხეული ენერგიას, ამიტომ ისინი გავლენას ახდენენ თითქმის ყველა ორგანოს ფუნქციონირებაზე, ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე, ორგანიზმის ზრდასა და განვითარებაზე, ორსულობის პერიოდში ნაყოფის განვითარებაზე და ა.შ.

ამ უმნიშვნელოვანესი ორგანოს მუშაობა მოწმდება სისხლის ანალიზით, თუმცა, არსებობს ერთი მარტივი და ხელმისაწვდომი ხერხი.

ის, დაახლოებით, ნახევარი საუკუნის წინ ამერიკელმა ექიმმა და მეცნიერმა ბროდა ოტო ბარნესმა (Broda Otto Barnes) შემოგვთავაზა.

ექიმმა ბარნესმა აღმოაჩინა, რომ სხეულის ტემპერატურას შეუძლია ფარისებრი ჯირკვლის აქტივობის შესახებ გვაცნობოს.

***

ამ ტესტის ჩატარებას მხოლოდ ჩვეულებრივი, ვერცხლისწყლის თერმომეტრი და რამდენიმე წუთი სჭირდება.

თერმომეტრი წინა დღეს უნდა მოამზადოთ - კარგად გაწმინდეთ ცივ წყალში დასველებული ტილოთ, „დაფერთხეთ“ ისე, რომ ვერცხლისწყლის სვეტი 35°C-ზე იდგეს და საწოლთან ახლოს დადეთ.

გაღვიძებისთანავე, ლოგინიდან ადგომის გარეშე (!), თერმომეტრი იღლიაში ჩაიდეთ, დარწმუნდით, რომ თერმომეტრი ტანსაცმელს არ ეხება, გაუნძრევლად იწექით და ზუსტად 10 წუთი დაელოდეთ. ამ გზით თქვენ გაიგებთ თქვენს ყველაზე დაბალ ტემპერატურას დღის განმავლობაში.

როგორც წესი, დილის ტემპერატურა 36,5-36,8°C შორის უნდა მერყეობდეს. ეს შედეგი მიუთითებს, რომ ფარისებრი ჯირკვალი ჯანმრთელია და ნორმალურად ფუნქციონირებს.

თუ დილის ტემპერატურა 36,5 გრადუსზე დაბალია ან 36,8°C-ს აღემატება, ეს საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია ჩანიშნოთ.

***

შენიშვნა:

გაითვალისწინეთ, რომ ზუსტი შედეგის მისაღებად ტესტი ზედიზედ 4 დღის განმავლობაში უნდა ჩაიტაროთ.

ამ ტესტის ჩატარებისთვის იმ ღამეს უნდა გეძინოთ არანაკლებ 4-5 საათი;

არ გაიკეთოთ ტესტი მენსტრუაციული ციკლის დაწყებიდან 12-14 დღის განმავლობაში (რადგან ამ პერიოდში შეიძლება, სხეულის ტემპერატურა მომატებული იყოს);

არ გაიკეთოთ ეს ტესტი, თუ გაქვთ ინფექცია, ტრავმა ან სხვა ისეთ მდგომარეობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი ცხელება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

გაჭერით ლიმონი და დატოვეთ საძინებელ...

ლიმონი ჯანმრთელობისთვის

ხილი დიეტის დროს

ხილი დიეტის დროს

K ვიტამინის ნაკლებობა - მიზეზები და...

K ვიტამინის ნაკლებობა

სატაცურის სასარგებლო თვისებები

სატაცურის სასარგებლო
თვისებები

ახალი დიეტა - ორი ჭიქა წყალი

ახალი დიეტა - ორი ჭიქა
წყალი

5 ყველაზე სასარგებლო ეთერზეთი

5 ყველაზე სასარგებლო
ეთერზეთი

საქონლის ან ცხვრის ძვლის ტვინი — რა...

ძვლის ტვინი - დელიკატესი

გოგრის ზეთის სასარგებლო თვისებები,...

როგორ მივიღოთ გოგრის ზეთი?

სტრესი ინსულტის რისკს ზრდის, მაგრამ...

სტრესი ინსულტის რისკს
ზრდის, მაგრამ მხოლოდ
ქალებში