სილამაზე/ჯანმრთელობა

შაკიკი - მაპროვოცირებელი ფაქტორები, ფორმები და მკურნალობა

fun time

18:31 პარ. 25 ნოემბერი, 2022 წელი

შაკიკის სახეები

14
დაკოპირებულია

შაკიკი ანუ ჰემიკრანია უძველესი დროიდან გავრცელებული ნევროლოგიური დაავადებაა, რომელსაც თავის ერთ რომელიმე ნახევარში განვითარებული ძლიერი, შეტევითი ტკივილი ახასიათებს. ძირითადად, გავრცელებულია ახალგაზრდა ასაკში, ხშირია ბავშვებშიც. ქალებში კი 4-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში.

რას გვთავაზობს თანამედროვე მედიცინა შაკიკის სამკურნალოდ და როგორ უნდა მოვახდინოთ დაავადების პრევენცია?! „რუბრიკას“ სამედიცინო ცენტრ „მედიმედის“ ექიმი-ნევროლოგი თამთა ირემაძე ესაუბრება:

რა დაავადებაა შაკიკი?

შაკიკი ანუ ჰემიკრანია მორეციდივე ნევროლოგიური დაავადებაა, რომელიც თავის ერთ რომელიმე ნახევარში განვითარებული ძლიერი, შეტევითი და პულსირებადი ტკივილით ხასიათდება. ტკივილი, შესაძლოა, 4 საათიდან 72 საათამდეც კი გაგრძელდეს და ხშირად გულისრევის შეგრძნება ან ღებინებაც თან ახლდეს.


შაკიკის სახეები:

შაკიკი აურის გარეშე - ახასიათებს ძლიერი, პულსირებადი თავის ტკივილი ლოკალიზაციის ადგილის მონაცვლეობითა და გულისრევა-ღებინებით;

აურით მიმდინარე შაკიკი - ის თავის მხრივ, იყოფა შემდეგ ქვეტიპებად: აურით ტკივილის გარეშე (აღინიშნება სხეულის ნაწილების დაბუჟება და ა.შ), ჰემიპლეგიური (აღინიშნება ცალ მხარეს კიდურების შესუსტება და ა.შ) და ბაზილარული (ამ შემთხვევაში პრობლემა გამოხატულია თავის ტვინის უკანა ნაწილში და აღინიშნება კოორდინაციისა და მეტყველების უნარის დარღვევა, გულისრევა, ღებინება და ა.შ.);

შაკიკის სტატუსი - თავის ძლიერი, პულსირებადი ტკივილი დიდხანს გრძელდება -1 კვირიდან 4 კვირამდე;

სხვა შაკიკი - ვლინდება ისეთი ოფთალმოლოგიური დარღვევები, როგორიცაა: თვალების წინ მოციმციმე წერტილები, მხედველობის გაორება, თვალის კაკლის მამოძრავებელი ნერვების დისფუნქცია, ბადურას ფუნქციის დარღვევა და ა.შ.;

გართულებული შაკიკი - რომელიც შეიძლება, იშემიური ინსულტით გართულედეს;

დაუზუსტებელი შაკიკი.

ყველაზე გავრცელებულია - შაკიკის აურით და აურის გარეშე მიმდინარე ფორმები.

დაავადების პათოგენეზი

დაავადების განვითარების მექანიზმი საბოლოოდ დადგენილი არ არის, მაგრამ არსებობს თეორია, რომლის მიხედვით ადგილი აქვს თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმს, რის ხარჯზეც კომპენსატორულად ხდება საძილე არტერიების გარშემო არსებული კუნთების მოდუნება და საძილე არტერიების გაფართოება. ამის გამო, სისხლი თავის ტვინს საჭირო რაოდენობით აღარ მიეწოდება, რაც თავის ტკივილის უშუალო მიზეზს წარმოადგენს.

დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორები

შაკიკის მაპროვოცირებელი ფაქტორებია:

  • გენეტიკური წინასწარგანწყობა (განსაკუთრებით დედის მხრიდან);
  • გადაღლილობა;
  • სტრესი;
  • ჰორმონალური ძვრები (ჰუბერტატული პერიოდი, მენსტრუაცია და ა.შ.);
  • გარემო პირობები (სიცხე, სიცივე, მკვეთრი შუქი, ძლიერი ხმაური და ა.შ);
  • გარკვეული სახეობის საკვები და სასმელი (შოკოლადი, კაკაო, თხილი, კაკალი, ყველი, წითელი ღვინო, შამპანური, ლუდი და ა.შ.).

ხშირად, შეტევის პროვოცირებას რამდენიმე ფაქტორის ერთდროულად ზემოქმედება ახდენს.

შაკიკის სიმპტომები

შაკიკის ძირითადი სიმპტომია: თავის ძლიერი, პულსირებადი და ხანგრძლივი ტკივილი, რომელიც ლოკალიზდება თავის ცალ მხარეს, შუბლისა და საფეთქლის მიდამოში;

თანმხლები სიმპტომებია: სინათლისა და ხმაურის აუტანლობა; გულისრევა; ღებინება; ზოგადი სისუსტე ან პირიქით - ზედმეტად გაღიზიანება; სხეულის რომელიმე ნაწილის დაბუჟება; კიდურების შესუსტება; მხედველობის პრობლემები (თვალების წინ მოციმციმე წერტილები, მხედველობის გაორება და ა.შ.).

შაკიკის დიაგნოსტიკა

შაკიკის დიაგნოზის დასმა ხდება ნევროლოგის მიერ ანამნეზის საფუძველზე (საჭიროა, ანამნეზში იყოს, მინიმუმ, 5 შეტევა).

დამატებით, მიზანშეწონილია თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) და მაგნიტორეზონანსული გამოკვლევა (MRI), რათა გამოირიცხოს თავის ტკივილის გამომწვევი სხვა საშიში დაავადებები (სიმსივნე, სისხლძარღვოვანი ანომალია და ა.შ.).

შაკიკის მკურნალობა

შაკიკის სამკურნალოდ გამოიყენება:

  • ანალგეტიკები და ანტიპირეტიკები (პარაცეტამოლი, ასპირინი, ციტრამონი და ა.შ.);
  • მცენარეული პრეპარატები (დიგიდროტი, კოფეტამინი და ა.შ.);
  • სეროტონინის აგონისტები - სუმატრიპტანი, ზოლმიტრიპტანი და ა.შ.).
  • გარდა ამ პრეპარატებისა, შაკიკიან ავადმყოფებს სჭირდებათ დიდი რაოდენობით B ჯგუფის, C და E ვიტამინები, მინერალები (მაგნიუმი), ამინომჟავები (ტრიპტოფანი, ტაურინი) და სხვა ბიოაქტიური ნივთიერებები.

მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად აუცილებელია ძილის და კვების რეჟიმის დაცვა.

შაკიკის პროფილაქტიკა

არსებობს მთელი რიგი მედიკამენტები, რომლებსაც დაავადების პროფილაქტიკისთვის გამოიყენებენ, ესენია: არასპეციფიკური ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (ვოლტარენი, ნიმესილი); ბეტა ბლოკერები (ანაპრილინი); ტრიციკლური ანტიდეპრესანტები; სეროტონინის ანტაგონისტები; ასპირინი და ა.შ.

დაავადების ყველაზე ეფექტური საშუალება ცხოვრების ჯანსაღი წესი და მაპროვოცირებელი ფაქტორებისგან თავის არიდებაა:

  • მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს;
  • აკონტროლეთ კვება შაკიკის დროს - ამოიღეთ რაციონიდან შოკოლადი, თხილი, კაკალი, კაკაო, ყველი და ა.შ.;
  • არ მიიღოთ ალკოჰოლი (განსაკუთრებით წითელი ღვინო, შამპანური, ლუდი);
  • მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი;
  • მოერიდეთ ხმაურს და მკვეთრ განათებას და ა.შ.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ შაკიკის რისკფაქტორები ინდივიდუალურია და ადამიანმა თავად უნდა განსაზღვროს, რა ახდენა მის შემთხვევაში დაავადების პროვოცირებას.

ასევე საინტერესოა:

რა არის მეტეოდამოკიდებულება და შეიძლება თუ არა მისგან გათავისუფლება?




სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ უნდა გეძინოთ ერთდროულად ორ...

რატომ არ უნდა გეძინოთ
ერთდროულად ორ ბალიშზე?

ახალი კვლევა - საუბრისას Loudspeake...

ყურსასმენები ტელეფონის
მავნე ზემოქმედებას
ამცირებს

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?

რა სარგებელი აქვს დარიჩინს და როგორ...

დარიჩინის ხვეულები