თვის ჰოროსკოპი

სექტემბრის ზოგადი ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

fun time

18:32 ორშ. 5 სექტემბერი

სექტემბრის ზოგადი
ჰოროსკოპი
14
დაკოპირებულია

სექტემბერი ამ წლის ერთ-ერთი ყველაზე მოუსვენარი და წინააღმდეგობრივი თვე იქნება, თუმცა დადებითი ტენდენციები მაინც ჭარბობს. 4 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით დედამიწა ჰარმონიულ ზონაში იმყოფება, რაც ნიშნავს, რომ ადამიანების უმეტესობა პროფესიულ სფეროში, შემოქმედებით საქმიანობასა და ფინანსურ საქმეებში წარმატებას მიაღწევს. 

ვერძი

აქტიურმა და მიზანდასახულმა ვერძებმა სექტემბერში ყურადღება საკუთარ ჯანმრთელობასა და ემოციურ მდგომარეობაზე უნდა გაამახვილონ. თქვენთვის შემოდგომის პირველი თვე საკმაოდ მოუსვენარი იქნება, მაგრამ ეცადეთ, წარუმატებლობა გულთან ახლოს არ მიიტანოთ.

კურო

კუროებო, დროა ვარდისფერი სათვალე მოიხსნათ და რეალობა ობიექტურად შეაფასოთ. ეს თვე ძალიან აქტიური და საინტერესო იქნება, მაგრამ, ამასთან ერთად, ცხოვრებისეული გამოცდებისთვის უნდა მოემზადოთ. პლანეტების განლაგება ამ თვეში ბევრ ასეთ გამოცდას გიმზადებთ.

ტყუპები

შესაძლოა, ტყუპებისთვის 2022 წლის სექტემბერი ერთგვარ შუალედურ ეტაპად იქცეს, როცა ცნობილი ანდაზა „შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მიდიო“ სამოქმედო სტრატეგია გახდება. დაზოგეთ დრო და ნერვები - ისინი კიდევ დაგჭირდებათ.

კირჩხიბი

სექტემბერი საშუალებას მოგცემთ, ცხოვრების პრიორიტეტულ სფეროებში სიტუაცია მოაწესრიგოთ და საკუთარი ცხოვრება უფრო საინტერესო გახადოთ. სანამ ახალი მწვერვალების დაპყრობას შეუდგებით, ეცადეთ, ძველ პროექტებში, პრობლემებსა და ურთიერთობებში გაერკვეთ. გირჩევთ, მოთმინებით აღიჭურვოთ და თქვენი ამჟამინდელი პოზიციები გააძლიეროთ.

ლომი

ამ თვეში, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით აქტიურობა მოგიწევთ. რთული და წინააღმდეგობებით სავსე თვე გელით. სირთულეებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ პროფესიულ სფეროზე, არამედ მატერიალურ კეთილდღეობაზეც და პირად ცხოვრებაზეც. მთავარია, იმედი არ დაკარგოთ - ვინც არაფერს აკეთებს, ის არ ცდება.

ქალწული

2022 წლის სექტემბერში აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია უნდა დაიკავოთ. ცვლილებები ბევრი მიმართულებით გელით და ახლა ამისთვის ისე მზად ხართ, როგორც არასდროს.

სასწორი

სასწორებისთვის შემოდგომის პირველი თვე შეიძლება, 2022 წლის ყველაზე რთული და დაძაბული პერიოდი იყოს. გირჩევთ ქამარი მჭიდროდ შემოიჭიროთ და პრობლემების მოგვარება დაიწყოთ. ახლა სხვა არჩევანი არ არსებობს.

მორიელი

სექტემბერში ძლიერი ნებისყოფის გამოვლენა მოგიწევთ. რთული პერიოდი გელით, როდესაც ნეგატიურმა ტენდენციებმა შეიძლება ცხოვრების, ფაქტობრივად, ყველა სფეროზე გავლენა მოახდინოს. და მაინც, ნუ დანებდებით - თქვენი ბედი თქვენს ხელშია.

მშვილდოსანი

ბევრი მშვილდოსნისთვის 2022 წლის სექტემბერი წინააღმდეგობებით იქნება სავსე. მოულოდნელი პრობლემები შეიძლება, ერთბაშად რამდენიმე მხრიდან დაგატყდეთ თავზე. ასე რომ, ჩართეთ თქვენი ძლიერი თვისებები, პრაგმატულობა და მეგობრების დახმარებაზეც უარს ნუ იტყვით.

თხის რქა

ამ თვეში თხის რქებს მუშაობა სრული დისბალანსის პირობებში მოუწევთ. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დარღვეული წონასწორობის აღდგენა, არამედ თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი ნივთის შენარჩუნება.

მერწყული

სექტემბერში წარმატებას მხოლოდ დაძაბული შრომა მოგიტანთ. ამ თვეში უმარტივეს ამოცანებთან გამკლავებაც კი თქვენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. შესაფერის პირობებს დაელოდებით თუ მოქმედებას ახლავე დაიწყებთ, ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია.

თევზები

თევზების უმეტესობას სექტემბერი მოულოდნელი ცვლილებებით დაამახსოვრდება. ძველი, კარგად ნაცნობი ხერხებით წარმატების მიღწევა საეჭვოა, ამიტომ ცვლილებებისგან თავის აცილებას ვეღარ შეძლებთ. გირჩევთ, ერთდროულად გამოიყენოთ თქვენი ფანტაზია და საოცარი წინდახედულობა, რათა სწორი გზა იპოვოთ და განსაცდელი თავიდან აიცილოთ.

ასევე დაგაინტერესებთ

📌სექტემბრის მაგნიტური დღეები - კალენდარი და რჩევები


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

2022 წლის ნოემბრის ჰოროსკოპი ზოდიაქ...

ნოემბერი

ოქტომბრის ზოგადი ჰოროსკოპი ზოდიაქოს...

ოქტომბერი