ურთიერთობა

„დელფინი თითქოს სთხოვდა, უკან გამომყევიო,“ - დაუჯერებელი ამბავი, რომელიც იტალიელ მყვინთავს შეემთხვა

fun time

18:31 შაბ. 2 სექტემბერი, 2023 წელი

დელფინის ამბავი

14
დაკოპირებულია

ცნობილი იტალიელი მყვინთავი ენცო მაიორკა, ქალიშვილ როსანასთან ერთად, სირაკუზის მახლობლად, წყალქვეშა სამყაროს მშვენიერებით ტკბებოდა, როდესაც ზურგზე რაღაც მსუბუქად შეეხო. მყვინთავი მიბრუნდა და დელფინი დაინახა, რომელიც თითქოს სთხოვდა, უკან გამომყევიო.

 

დელფინმა ენცოს გარშემო წრე დაარტყა და გაცურა, მყვინთავიც, შვილთან ერთად, უკან გაჰყვა. დაახლოებით, 15 მეტრის სიღრმეზე ენცომ მიტოვებულ ბადეში გაბმული მეორე დელფინი დაინახა.

როსანამ მამას მყვინთავის დანა მიაწოდა და მამა-შვილმა რამდენიმე წუთში შეძლო მახეში გაბმული დელფინის გათავისუფლება. ენცოს თქმით, გადარჩენილმა დელფინმა სიხარულისგან თითქმის ადამიანის მსგავსი ხმა ამოუშვა.

საქმე ისაა, რომ დელფინებს სხვა თევზებივით ლაყუჩები განვითარებული არ აქვთ, ამიტომ მათთვის ჰაერი სასიცოცხლოდ აუცილებელია. თუ 10 წუთის შემდეგ წყლის ზედაპირზე არ ამოყვინთა და ჰაერი არ ჩაისუნთქა, დელფინი უბრალოდ, დაიხრჩობა, ამიტომ ბადეში გაბმული დელფინის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა.

ენცო და როსანა მეორე დელფინთან ერთად გადარჩენილ დელფინს წყლის ზედაპირზე ასვლაში დაეხმარნენ, რამდენიმე წუთის შემდეგ კი გაოგნებულებმა შენიშნეს, რომ ეს დედალი დელფინი იყო, რომელმაც მათ თვალწინ იმშობიარა და პატარა დელფინი გააჩინა.

მამა-დელფინი, რომელმაც ენცოს დახმარება თხოვა, მასთან მიცურდა და მადლიერების ნიშნად, ლოყაზე შეეხო. ის ცოტა ხანს მამა-შვილის გარშემო დაცურავდა, შემდეგ კი წავიდა.

„სანამ ადამიანი ბუნების პატივისცემას და ცხოველთა სამყაროსთან საუბარს არ ისწავლის, ის ვერასოდეს გაიგებს თავის ნამდვილ მნიშვნელობას დედამიწაზე!“ - ამბობდა ენცო მაიორკა.

ეს ამბავი 2009 წელს მოხდა. ლეგენდარული დაივერი ენცო მაიორკა 2016 წელს გარდაიცვალა, 85 წლის ასაკში. მან მთელი ცხოვრება გაატარა სირაკუზაში, რომელიც ქალაქი და ნავსადგურია იტალიაში, კუნძულ სიცილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. 4 წლისამ დაიწყო ცურვა და მას შემდეგ წყალქვეშა სამყარო მისი მეორე სახლი გახდა.

ენცო მაიორკას ცხოვრების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ლუკ ბესონის ფილმი „ლურჯი უფსკრული”/Le grand bleu (1988).

გირჩევთ, ესეც წაიკითხოთ:

ქართველი ზოოლოგის დაუჯერებელი ამბავი - იასონ ბადრიძის ცხოვრება მგლებთან

„ჩემი ცხოვრება სიკვდილის შემდეგ“ - ევერესტზე მიტოვებული ბეკ უეზერსის დაუჯერებელი ამბავი

მსოფლიოს 7 ყველაზე უიღბლო ქალის დაუჯერებელი ამბავი


წყარო: gazette.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ყველაზე ღარიბი ნობელიანტი?

ანრი დიუნანი

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს