პრინცესა რიმა ერისთავი - კოკო შანელის ქართველი მოდელი
16:00 პარ. 26 თებერვალი, 2021 წელი

კოკო შანელის მანეკენი, პარიზული მოდების სახლ „იტების“ მოდელი რიმა ერისთავი 16 წლის იყო, როცა საფრანგეთში წაიყვანეს. სწორედ იქ დაიწყო მისი კარიერა და ისტორიაში შევიდა ქართველი ქალის სახელით, რომელმაც პარიზი სილამაზითა და დახვეწილობით გააოცა.
რიმა ვახტანგ ელიოზიშვილი-ერისთავის დეიდაშვილი გახლდათ. სახელი ოჯახის მეგობრის და ნათლიის, ალექსანდრე III ბალტიის სამხედრო ფლოტის ადმირალის გლაზენაპის მეუღლის პატივსაცემად დაარქვეს.
რიმას მამა 1907 წელს გარდაიცვალა. დედა - თამარ ერისთავი, საცხოვრებლად პარიზში გაემგზავრა. მოგვიანებით 16 წლის რიმა საფრანგეთში მერი შერვაშიძემ თან წაიყვანა.
პარიზულმა არისტოკრატიამ ლამაზმანი გოგონა დიდი პატივისცემით მიიღო. ცნობილი გახდა, როგორც „Prencesse Rimma Eristoff“.
ფოტოზე: რიმა ერისთავი (მარცხნიდან მეორე) პარიზში
რიმა პოპულარობით სარგებლობდა პარიზში მცხოვრებ რუსებშიც. მუსიკალური ნიჭის, დახვეწილი გემოვნებისა და არისტოკრატიული წარმომავლობის გამო, კიდევ უფრო მეტ სიმპატიას იმსახურებდა. მასთან პარიზში არსებული თიითქმის ყველა სამოდელო სახლი თანამშრომლობდა.
ის არასდროს გათხოვილა. 1982 წელს პარიზშივე გარდაიცვალა.
ფოტოზე: რიმა ერისთავი (ცენტრში), ოლია სვანიშვილი, გიორგი ერისთავი და მერი შერვაშიძე.
სტამბული, 1926 წ.
ფოტოზე: რიმა ერისთავი (საცურაო კოსტუმში) მეგობრებთან ერთად
ფოტოზე: რიმა ერისთავი, ქართველი ემიგრანტი და პარიზული მოდის სახლების მოდელი
ფოტოზე: რიმა ერისთავი, მეგობრებთან ერთად
ფოტოზე: რიმა ერისთავი - კოკო შანელის მოდელი, პარიზი
ფოტოზე: რიმა ერისთავი პარიზში, საახალწლო წვეულებაზე (მარცხნივ, წინა პლანზე)
სიახლეები ამავე კატეგორიიდან