ურთიერთობა

რატომ არის მიტოვებული „ტიტანიკის“ ინვესტორის მდიდრული სასახლე?

fun time

18:00 ხუთ. 7 ოქტომბერი, 2021 წელი

პიტერ ვიდენერის სასახლე

14
დაკოპირებულია

224 მილიონ დოლარად შეფასებული სასახლე, რომელსაც „ამერიკული ვერსალი“ უწოდეს, აშშ-ში, პენსილვანიის შტატში მდებარეობს და მნახველს თავისი დიდებულებით აოცებს, თუმცა გასაოცარი ის უფროა, რომ მდიდრული ინტერიერის მქონე უზარმაზარი შენობა ცარიელი და მიტოვებულია. სასახლე 1900-იანი წლების დასაწყისში იმ დროს მსოფლიოში ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, პიტერ ვიდენერმა ააშენა, მაგრამ დროთა განმავლობაში, ის ყველას დაავიწყდა. ჩვენ გიამბობთ ამერიკის ერთ-ერთი უძველესი შენობის სამწუხარო ისტორიას.

სასახლე Lyneewood Hall 14 ჰექტარზეა გადაჭიმული. შენობაში 55 საძინებელი, 20 სველი წერტილი, დიდი დახურული აუზი, სამხატვრო გალერეა და სამეჯლისო დარბაზია, რომელსაც ერთდროულად ათასი ადამიანის დატევა შეუძლია.

მიტოვებული სასახლის სამწუხარო ისტორია ყველასთვის კარგად ცნობილ „ტიტანიკს“ უკავშირდება - პიტერ ვიდენერი გემის 20%-იანი ინვესტორი იყო, თუმცა პირველ მოგზაურობაში ასაკის გამო ვერ გაემგზავრა.

სამწუხაროდ, „ტიტანიკის“ ტრაგიკულ მოგზაურობაში მილიონერის ვაჟი, რძალი და შვილიშვილი გაემგზავრნენ. გემის ჩაძირვის დროს ვაჟი და შვილიშვილი დაიღუპნენ, რძალმა კი გადარჩენა მოახერხა.

პიტერ ვიდენერი ტრაგედიიდან სამი წლის შემდეგ გარდაიცვალა და უზარმაზარი ქონება უმცროს ვაჟს, ჯოზეფს დაუტოვა.

1943 წელს, ჯოზეფ ვიდენერის გარდაცვალების შემდეგ, მდიდრული სასახლე დაცარიელდა. ათი წლის შემდეგ ის ბიბლიის პრესვიტერიანული ეკლესიის დამფუძნებელმა კარლ მაკინტაირმა შეიძინა.

მაკინტაირმა სასახლე რელიგიურ სასწავლებლად გადააკეთა, მაგრამ არასაკმარისი ფინანსური დახმარების გამო 1992 წელს დახურულად გამოაცხადა. ოთხი წლის შემდეგ, მდიდრული სახლი, რომელსაც უკვე რემონტი ესჭიროებოდა, ნიუ იორკის პირველ კორეულ ეკლესიას უსასყიდლოდ გადაეცა.

საკმაოდ შელახული და სარემონტო სასახლეში შეგიძლიათ მე-16 საუკუნის ევროპული ფრესკები და ისეთი ცნობილი მხატვრების ნამუშევრები იხილოთ, როგორებიცაა იან ვერმეერი, რემბრანდტი, ელ გრეკო, მანე და სხვ.

იმის მიუხედავად, რომ Lyneewood Hall-ის მშენებლობა 1900 წელს 8 მილიონი დოლარი დაჯდა, რაც ახლა 224 მილიონი დოლარია, 2019 წელს ის აუქციონზე 20 მილიონ დოლარად გაიტანეს.

ცოტა ხნის წინ, სასახლის ღირებულება 11 მილიონ დოლარამდე შემცირდა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ყველაზე ღარიბი ნობელიანტი?

ანრი დიუნანი

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს