ურთიერთობა

როგორ დაედო უბრალო მინას ალმასის ფასი ანუ სვაროვსკის კრისტალების უჩვეულო ისტორია

fun time

18:10 სამ. 10 იანვარი, 2023 წელი

სვაროვსკის საიდუმლო

14
დაკოპირებულია

დღეს მათ ყველგან ნახავთ, სვაროვსკის კრისტალებმა მილიონობით ადამიანის გული დაიპყრო მთელი მსოფლიოდან. მათი შემქმნელი, ყველა დროის უდიდესი იუველირი დანიელ სვაროვსკია, რომელიც  უბრალო მუშის ოჯახში დაიბადა. ჩვენ გიამბობთ როგორ შეძლო მან ჩვეულებრივი მინის დახვეწილ სამკაულად ქცევა, რომელიც ფასითა და სილამაზით ბრილიანტს უწევს კონკურენციას. 

როგორ იქცა ხელობა ხელოვნებად

დანიელ სვაროვსკი (Daniel Swarovski) 1862 წლის 24 ოქტომბერს, ბოჰემიაში დაიბადა - მაშინ ეს ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ტერიტორია იყო, რომელიც მსოფლიოში ბოჰემიური მინის სამშობლოდ არის ცნობილი (ბოჰემიური მინას ხშირად როკოკოსაც უწოდებდნენ ხალხში).

დანიელის მამა მინის მბერავად მუშაობდა და ბიჭუნა ამ საქმის მიმართ ინტერესი ბავშვობიდან გაუჩნდა. სკოლის დამთავრების შემდეგ დანიელი საცხოვრებლად ვენაში გადავიდა და საინჟინრო საქმის სწავლას შეუდგა. სწორედ ამ დროს გაუჩნდა იდეა, რომ იმ დროის ახალი გამოგონების - ელექტროენერგიის დახმარებით მამის ხელობისთვის მეორე სიცოცხლე მიეცა.

ბროლის დასამუშავებლად სვაროვსკიმ ელექტროჩარხი გამოიგონა. 1895 წელს კი მთელი ქარხანა შექმნა, სადაც ბროლის კრისტალების სერიულ წარმოებას შეუდგა.

თავდაპირველად, დანიელი ბოჰემური მინას ყიდულობდა, შემდეგ კი მისგან საკუთარ კრისტალს ქმნიდა, რომელიც დამუშავების შემდეგ ბრილიანტივით კაშკაშებდა.

სვაროვსკის კრისტალის დამზადების ტექნოლოგია დღემდე უმკაცრესად გასაიდუმლოებულია.

წარმოების ამუშავების შემდეგ სვაროვსკიმ თავისი სამკაულები მსოფლიოს ყველა კუთხეში გააგზავნა. პარიზში, ლონდონსა და სანკტ-პეტერბურგში მოდის მოყვარული ლამაზმანები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ - სვაროვსკის სამკაულები არაფრით განსხვავდებოდნენ ბრილიანტებისგან, მაგრამ ათჯერ უფრო იაფი ღირდა.

მალე სვაროვსკიმ მსოფლიო თავისი სამკაულების პრესტიჟულობაშიც დაარწმუნა.


მსოფლიო წარმატება

ხელოვნური ბრილიანტების ან მათი ზუსტი ასლების შექმნის იდეა სვაროვსკიმდე ერთი საუკუნით ადრე ჟორჟ ფრედერიკ სტრასს მოუვიდა. მის შექმნილ ხელოვნურ კრისტალებს სტრაზების სახელით მოიხსენიებენ.

სვაროვსკისა და სტრასის ქმნილებებს შორის განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ სტრასი ყალბ ქვებს ნამდვილებად ასაღებდა, სვაროვსკი კი თავისი ქვების წარმომავლობას არ მალავდა.

დანიელმა სვაროვსკის ბრენდი დააარსა და ქარხანას თავისი სახელი დაარქვა. შეკვეთებს ბოლო არ უჩანდა - შემკვეთები წამყვანი მოდის სახლები, არისტოკრატები და რიგითი მოქალაქეები იყვნენ.

სვაროვსკის ქვების კოპირება ბევრმა სცადა, მაგრამ ასეთი სრულყოფილი სილამაზის შექმნა ვერავინ მოახერხა. ოქრომჭედელთა ნაწილი ფიქრობს, რომ სვაროვსკის კრისტალების საიდუმლო მათ განსაკუთრებულ ჭრილშია. სინამდვილეში, ყველაფერი ბევრად უფრო მარტივი და ამავე დროს რთულია - ეს საიდუმლო შუშის დნობის სპეციალურ ტექნოლოგიაში იმალება.

1931 წელს სვაროვსკიმ მეტალში ჩაქსოვილი კრისტალები გამოუშვა, რომლის ქსოვილზე მიკერება შეიძლებოდა. ინოვაცია ლეგენდარულმა კოკო შანელმა ღირსეულად შეაფასა. მალე სვაროვსკის კრისტალებით დამშვენებული კაბები ჰოლივუდის ვარსკვლავების საყვარელი სამოსი გახდა.

მბრწყინვი სამოსი თითქმის ყველა ვარსკვლავმა მოირგო: მერილინ მონრომ, მარლენ დიტრიხმა, მაიკლ ჯექსონმა, თინა ტერნერმა, მადონამ, ჯენიფერ ლოპესმა და სხვ. მათ საკუთარ კოლექციებში იყენებენ ისეთი წამყვანი მოდის სახლები, როგორებიცაა კრისტიან დიორი და ივ სენ ლორანი. სვაროვსკის ბროლის სამკაულები ყველასთვის ხელმისაწვდომია.

ოსტატის საქმე ცოცხლობს

მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ევროპაში მოდის სახლები ერთმანეთის მიყოლებით იხურებოდა, სვაროვსკიმ თავისი კრისტალების ამერიკაში იმპორტი მოახერხა. ამან სვაროვსკის ბრენდი არა მხოლოდ დახურვისგან იხსნა, არამედ ნამდვილ ინდუსტრიულ გიგანტად აქცია.

დანიელ სვაროვსკი 1956 წელს გარდაიცვალა. ოცი წლის შემდეგ, მისმა მემკვიდრეებმა ახალი საწარმოო ხაზი - Silver Crystal / ვერცხლის კრისტალი აამუშავეს.

სვაროვსკის კრისტალები დიდი ხანია საიუველირო ხელოვნებად იქცა.

არსებობის 100 წლისთავზე კომპანიამ Swarovski Crystal Worlds-ის მუზეუმი შექმნა. დღეს ის ავსტრიაში რიგით მეორე მუზეუმია პოპულარობით. მის ექსპონატებს შორისაა სვაროვსკის ბროლისგან დამზადებული სალვადორ დალის საათი, ინდური მაჰარაჯას სპილოს აღკაზმულობა, მსოფლიოში ყველაზე დიდი და ყველაზე პატარა კრისტალები და ა.შ.

დანიელ სვაროვსკიმ თავისი სამკაულებით მსოფლიოს აჩვენა, რომ ლამაზი და პრესტიჟული მხოლოდ ბრილიანტი არ არის.

ასევე საინტერესოა:

10 მნიშვნელოვანი გამოგონება, რომელთა ავტორები ქალები არიან!

შვეიცარიული ფირმა ცხედრების ფერფლისგან ბრილიანტებს ამზადებს

ფილმ „ლამაზმანის“ ძვირფასი კოლიეს ისტორია



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!