ურთიერთობა

როგორ გახდა ქართველი ქალი არტურ კონან დოილის შემოქმედების მემკვიდრე

მარიამ ელიაშვილი

16:00 ხუთ. 21 იანვარი

ნინო მდივანი
14
დაკოპირებულია

გასული საუკუნის 20-30-იან წლებში უცხოური პრესის ფურცლები გენერალ ზაქარია მდივნის შვილების ბულვარულ თავგადასვლებს ხშირად ეთმობოდა. „მექორწინე მდივნები“,  ხუთი და-ძმა - სერგო, დავითი, ალექსი, რუსუდანი და ნინო - ერთმანეთზე არანაკლებ საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. 

შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთო ჯამში მათ ნახევარ მილიარდ ამერიკულ დოლარზე იქორწინეს.

წინა ბლოგებში რუსუდანისა და დავითის ისტორიები გიამბეთ. ამჯერად, მათი უფროსი დის - ნინო მდივნის ამბებს მოგიყვებით.

ნინო მდივანს თვით პარიზში უამრავი ქართველი და უცხოელი თაყვანისმცემელი ჰყავდა. პირველად ნინო ჩარლზ ჰუბერიხზე გათხოვდა. 1936 წელს კი არტურ კონან დოილის შვილს, ცნობილ ამერიკელ ადვოკატსა და ავიატორს, დენის კონან დოილს გაჰყვა ცოლად.

წყვილმა ერთმანეთი 1936 წელს, ბრისტოლის ავიაშოუზე გაიცნო, მაშინ ნინო დაოჯახებული იყო. დენისი ქალმა არამხოლოდ გარეგნობით, არამედ ავიაციის ღრმა ცოდნით მოხიბლა. იმავე წლის 19 მაისს, ნინო ჰუბერიხს გაშორდა და კონან დოილზე დაქორწინდა.

დენისთან მას საინტერესო და მდიდრული ცხოვრება ჰქონდა. ის სპირიტუალიზმით იყო გატაცებული და ნინოც ჩაითრია. ერთხელ ნინოს ჟურნალისტებთან უთქვმას, რომ ის გარდაცვლილ მამას ესაუბრებოდა და მისგან ყოველთვის გონივრულ რჩევებს იღბდა. როცა არ დავუჯერე, კინაღამ დავიღუპეო, – თქვა მან.

ცნობილია მისი სიყვარული ძვირფასი სამკაულებისადმი. ქართველი ლამაზმანის მრავალფეროვან კოლექციაში გამორჩეული გახლდათ კარტიეს პალმის რტოს ფორმის გულსაბნევი, რომელიც ახლა ქლაივ ქენდელის კერძო კოლექციაში ინახება.

დენისის გარდაცვალების შემდეგ არტურ კონან დოილის ნაწარმოებებზე უფლებები ნინო მდივანს ერგო. ის ამერიკელი მწერლის წიგნების გაყიდვებს ხელმძღვანელობდა და როგორც ცნობილია, ამას თავს მშვენივრად ართმევდა. როგორც ამბობენ, „შერლოკ ჰოლმსის“ პოპულარობა ამ პერიოდში მკვეთრად გაიზარდა, რაც ნინოს დამსახურებაა.

დაქვრივებულმა ნინომ კიდევ ერთხელ იქორწინა. ის ქმრის ყოფილ თანაშემწეს, ენტონი ჰერვუდს გაჰყვა ცოლად. მას შვილები არცერთი ქმრისგან არ ჰყოლია.

ფოტოზე: მარცხნივ - რუსუდანი, ცენტრში - ნინო მდივანი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

„მე მეშინოდა მისი“ - პრისცილა პრესლ...

ელვის პრესლი

11 წლის დედოფალი და მისი უბედური სი...

დედოფალი იადვიგა

პრინცესა რიმა ერისთავი - კოკო შანელ...

კოკო შანელის ქართველი
მოდელი რიმა ერისთავი

მილიონი ოქროს თუმანი ერთი ღამეში -...

აგრაფინა და პრინცი

თვალის ჩაკვრა - ფსიქოლოგიური მნიშვნ...

თვალის ჩაკვრა -
პოლიტიკოსების გზავნილი

გაუჩინარებული პრინცესა ლატიფას საქმ...

პრინცესა ლატიფა და შეიხი

რას გულისხმობს ქალური სიბრძნე? - 10...

ქალის ფსიქოლოგია

გოგონამ 20 წლის წინათ დაღუპული მამი...

წერილი წარსულიდან

უნდა ეძინოთ თუ არა მეუღლეებს ერთ სა...

უნდა ეძინოთ თუ არა
მეუძლეებს ერთ საწოლში?