ურთიერთობა

საბედისწერო ტურნე - როგორ მიატოვა ატირებული დიანა პრინცმა ჩარლზმა

fun time

16:00 სამ. 29 მარტი, 2022 წელი

დიანა და პრინცი ჩარლზი
ავსტრალიის ტურნეში

14
დაკოპირებულია

20 წელზე მეტია, რაც პრინცესა დიანა აღარ არის, პრინცი ჩარლზი კი 16 წელია, კამილა პარკერ ბოულზთან ერთად ცხოვრობს, მაგრამ მსოფლიოს წყვილის ავსტრალიაში მოგზაურობა და საბედისწერო ცეკვა დღესაც ახსოვს.

ცრემლები და სიძულვილი

1983 წელს, ქორწინებიდან ორი წლის შემდეგ დიანა და ჩარლზი ავსტრალიურ ტურნეში გაემგზავრნენ. ამ დროს სამეფო ოჯახში უკვე დაძაბული ურთიერთობა იყო - უელსის პრინცესამ გაიგო ქმრის რომანის შესახებ კამილა პარკერ-ბოულზთან. ცოლ-ქმრის ურთიერთობა პატარა უილიამმაც კი ვერ იხსნა, რომელიც ამ დროს 9 თვის იყო.

1983 წელი. სიდნეი. ავსტრალიური სიცხე. ასობით ჟურნალისტი. დილიდან გვიან ღამემდე შეხვედრები და ინტერვიუები. ყველას უნდა მიესალმო და გაუღიმო - ქმრის ღალატით განადგურებულმა ქალმა ასეთ გამოცდას ვერ გაუძლო და სიდნეის ოპერის თეატრის წინ, საქვეყნოდ ატირდა. სანამ ფოტოგრაფები დიანას ცრემლებს ყველა რაკურსში ფოტოებს უღებდნენ, ჩარლზმა თავი მეორე მხარეს მიაბრუნა და ცოლის დამშვიდება არ უცდია.

მოგვიანებით კენსინგტონის სასახლის პრესსამსახურმა დიანას ემოციები აკლიმატიზაციას და სიცხეს მიაწერდა, მაგრამ ყველა ხვდებოდა, რომ წყვილს შორის რაღაც უფრო სერიოზული ხდებოდა.

„დიანასთან ცხოვრების პერიოდში ჩარლს ხშირად ახასიათებდა პრობლემის დროს მეორე მხარეს გახედვა და თავის მოჩვენება, თითქოს ვერაფერს ხედავს. ეს პირველი ნიშანი იყო, რომ წყვილის ურთიერთობებში პრობლემა გაჩნდა. მალე სხვა რაღაცების შემჩნევაც დავიწყეთ”- მოგვიანებით აღიარა სამეფო კარის ფოტოგრაფმა კენ ლენოქსმა.

შესაძლოა, დიანამ შეურაცხყოფისთვის შურისძიება სწორედ იმ დღეს გადაწყვიტა. როგორც ჟურნალისტები იხსენებენ, ავსტრალიური ტურის დარჩენილ დღეებში მან ყველაფერი გააკეთა, რაც პრინცს აღიზიანებდა. ასეა თუ ისე, ცოლ-ქმარი საჯაროდ სახის შენარჩუნებას ცდილობდა, მაგრამ მარტო დარჩენილები ერთმანეთს თითქმის არ ელაპარაკებოდნენ.

სევდიანი ცეკვა

1983 წლის 28 მარტი. სასტუმრო Sheraton Wentworth-ის წინ როლს-როისი ჩერდება. მანქანიდან ჯერ ულამაზეს ცისფერ კაბაში გამოწყობილი დიანა გადმოდის, შემდეგ ჩარლზი. რამდენიმე ოფიციალური ფოტოს გადაღების შემდეგ ცოლ-ქმარი სასტუმროში შედის. რამდენიმე წუთში საღამოს მთავარი მოვლენა - სამეფო წყვილის ცეკვა უნდა შედგეს.

ჩარლზს ცეკვა ყოველთვის უყვარდა, თუმცა ამისთვის საჭირო უნარები არ გააჩნდა. ამ საღამოს ჩარლზისთვის მთავარი უნარები კი არა, ცოლზე შურისძიება იყო. ის ქალს ზედმეტად სწრაფად და უხეშად ატრიალებდა და საშუალებას არ აძლევდა, რომ მის მოძრაობებს აჰყოლოდა. დიანას სუნთქვა შეეკრა, ლოყებზე ცეცხლი მოეკიდა, მაგრამ ცდილობდა სიტუაცია ღიმილით განემუხტა - სამეფო ოჯახის წარმომადგენელს ნებისმიერ სიტუაციაში უნდა შეეძლოს სახის შენარჩუნება.

„ეს ცეკვა კი არა, წამება იყო... ჩარლზი არ იმსახურებს პატიებას", - ასე შეაფასეს პრინცესას მხარდამჭერებმა წყვილის ცეკვის ამსახველი ვიდეო.

ავსტრალიური ტურნეს დარჩენილი დღეები წყვილმა იგივე განწყობით გაატარა. საზოგადოებაში ცდილობდნენ, გაეღიმათ, დახურულ კარს მიღმა კი ერთმანეთის დანახვა არ სურდათ. ცოლის გარდა, ჩარლზს მისი კაბებიც აღიზიანებდა - რა საჭიროა, ტურნეში 200 კაბის წაღება? და რატომ წერს პრესა პრინცესას ჩაცმის სტილზე მეტს, ვიდრე ვიზიტის მიზანზე?

ცნობისთვის, დიანას ცისფერ კაბაზე 84 კარატიანი ბრილიანტის სამკაული ეკეთა, რომელიც ელისაბედ მეორეს საუდის არაბეთის მეფემ აჩუქა. დედოფალმა რძალს მისი გაკეთების უფლება მხოლოდ ერთხელ მისცა.

ავსტრალიური ტურნე დასასრულის დასაწყისი იყო, რომელსაც დიანას ტრაგიკული აღსასრული მოჰყვა.

ესეც საინტერესოა:

ვინ და რატომ გაანადგურა პრინცესა დიანას პირადი ნივთები?

პრინცებმა ჰარიმ და უილიამმა დედის ძეგლი ერთად გახსნეს


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!