ურთიერთობა

საინტერესო 9 ფაქტი მეფე ჩარლზ III-ის შესახებ

fun time

14:00 ოთხ. 21 სექტემბერი, 2022 წელი

ჩარლზ III - საინტერესო
ფაქტები

14
დაკოპირებულია

უელსის პრინცი ჩარლზი ოფიციალურად გამეფდა. ახლა უკვე მეფე ჩარლზ III გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ავიდა სამეფო ტახტზე ავიდა. რა უნდა იცოდეს მსოფლიომ ახალი მეფის შესახებ?

ბრიტანეთის ისტორიაში სამეფო გვირგვინს ყველაზე დიდხანს პრინცი ჩარლზი ელოდებოდა

დღეს ბრიტანეთში ხშირად გაიგებთ ხუმრობას 73 წლის მოხუცზე, რომელმაც ბოლოს და ბოლოს სამსახური იშოვა. მართლაც, 1948 წლის 14 ნოემბერს დაბადებული პრინცი ჩარლზი იმაზე დიდხანს ელოდა სამეფო ტახტს, ვიდრე რომელიმე სხვა ტახტის პრეტენდენტი ქვეყნის ისტორიიდან. ამასთან, ჩარლზი გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მონარქია, ვინც სამეფო ტახტზე ავიდა. იმის გათვალისწინებით, რომ მისი მეფობა დედოფალ ელისაბედ მეორის მმართველობაზე ხანმოკლე იქნება, ბევრ ისტორიკოსს მიაჩნია, რომ მის გამეფებას მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოჰყვება.

ჩარლზმა ქალაქი ააშენა

სამეფო ტახტის ლოდინში პრინცი ჩარლზი უსაქმოდ არ ყოფილა. სამეფო ოჯახის სხვა წევრების მსგავსად, ჩარლზი დაკავებული იყო საქველმოქმედო საქმიანობით, მფარველობდა 350-მდე სხვადასხვა ფონდსა და ორგანიზაციას, გატაცებული იყო არქიტექტურით.
მისი იდეით და ნიჭიერი არქიტექტორების პროექტით, სამხრეთ ინგლისში, დორსეტის საგრაფოში ნეოისტორიზმის სტილში აშენდა ექსპერიმენტული ქალაქი პაუნდბერი (Poundbury). მომავალმა მეფემ ეს ქალაქი ტრადიციული არქიტექტურისა და ინოვაციური ურბანული დაგეგმარების ნაზავით შექმნა და შედეგით კმაყოფილი დარჩა.

ჩარლზი ტახტის პირველი მემკვიდრეა, რომელიც ცოლს გასცილდა

მონარქების განქორწინება დაუშვებელია - ეს წესი ბრიტანეთის მეფეებსა და დედოფლებს სკანდალებისგან საუკუნეების მანძილზე იცავდა, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როდესაც პრინცმა ჩარლზმა ლედი დიანასთან განქორწინება გადაწყვიტა.
1996 წელს უელსის პრინცმა მეუღლესთან განქორწინებას მიაღწია, ერთი წლის შემდეგ კი პრინცესა დიანა ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მოგვიანებით ჩარლზმა წარმოუდგენელი რამ შეძლო - ინგლისის ეკლესია აიძულა, ხელახლა ქორწინებაზე აკრძალვა მოეხსნა და კამილა პარკერ-ბოულზე დაქორწინდა.

უელსის პრინცი საკუთარ ნახატებს ყიდდა

პრინცი ჩარლზი ბევრს ხატავს და მის ნახატებზე ყოველთვის დიდი მოთხოვნაა. ჩარლზ III-ის ნახატების უმეტესობა აკვარელით შესრულებული პეიზაჟებია, რომელთა გაყიდვით 1997 წლიდან დღემდე ჩარლზმა, სულ მცირე, 3 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და თანხა საკუთარ საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა.

ბრიტანეთის მეფე მიწათმოქმედებითა და მებაღეობითაა გატაცებული

მეფე ჩარლზ III მეუღლის, კამილა პარკერ ბოულზის მსგავსად, მიწათმოქმედებითა და მებაღეობითაა გატაცებული. ჩარლზს საკუთარი ფერმა და რამდენიმე სათბური აქვს, სადაც ეკოლოგიურად სუფთა ხილ-ბოსტნეული და მწვანილი მოჰყავთ, რომელსაც მეფის კუთვნილი კომპანია Duchy Originals მაღაზიებსა და რესტორნებში ყიდის.
ახლახან, მეფის თხოვნით, ავტომექანიკოსებმა მისი Aston Martin-ის ვინტაჟური მანქანა ისე გადააკეთეს, რომ ბენზინის ნაცვლად ღვინის ნარჩენებისგან მიღებულ ბიოეთანოლზე მუშაობს.

ჩარლზ III პირველი ტახტის მემკვიდრეა, რომელიც უნივერსიტეტში სწავლობდა!

დედოფალ ელისაბედ II-ისა და სხვა მონარქებისგან განსხვავებით, ჩარლზ III-მ არ ისურვა, რომ უმაღლესი განათლება სახლში მიეღო და 1967 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

ჩარლზმა ხელის თხოვნაზე უარი მიიღო

1979 წელს ჩარლზმა ხელი სთხოვა ამანდა კნაჩბულს (natchbull, ლეგენდარული მხედართმთავრის, ინდოეთის უკანასკნელი ვიცე-მეფის ლუის მაუნტბეტენის შვილიშვილს, მაგრამ უარი მიიღო.

ჩარლზი ცოლისდას ხვდებოდა

1980 წელს იგი ხვდებოდა ლედი სარა სპენსერს, მომავალი მეუღლის უფროს დას, რა დროსაც გაიცნო ლედი დიანა და მასზე ერთი წლის შემდეგ დაქორწინდა.

ჩარლზი პირველი მონარქია, რომელმაც ცოლის ღალატი ოფიციალურად აღიარა

ჩარლზმა ბრიტანელ ჟურნალისტ ჯონათან დიმბლბისთან ინტერვიუში არ დამალა, რომ პრინცესა დიანასთან ქორწინების დროს ცოლს კამილა პარკერ-ბოულზთან უღალატა.

სამეფო სახლის სხვა ამბები 🧐

დედოფალ ელისაბედ II-ის ერთადერთი ქალიშვილი

რატომ არ სურდა უინსტონ ჩერჩილს ელისაბედ მეორეს სამეფო ტახტზე ასვლა?

ელისაბედ II-ს და პრინც ფილიპეს სიყვარულის ისტორია



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!