ურთიერთობა

„სიკვდილის კოცნა“ - ერთი ფოტოს ტრაგიკული ამბავი

fun time

16:00 ორშ. 23 მაისი, 2022 წელი

ერთი ფოტოს ტრაგიკული
ამბავი

14
დაკოპირებულია

1957 წელს ფოტომ, სახელწოდებით "სიკვდილის კოცნა" ("Il Bacio della Morte") მთელი მსოფლიო მოიარა. ფოტოზე ჩანს როგორ კოცნის მსახიობი ლინდა კრისტიანი კოცნის ალფონსო დე პორტაგოს, რომელიც Mille Miglia რბოლის ფინალური ეტაპისთვის ემზადება.

ლინდა კრისტიანის დებიუტი ჰოლივუდში1944 წელს შედგა. ქალი მსოფლიო კინოს ლეგენდად ვერ იქცა, თუმცა ფილმში "ტარზანი და ქალთევზები" და ჯეიმს ბონდის გოგონას როლში გარკვეულ წარმატებას მიაღწია.

ლინდამ ესპანელი გრაფი ალფონსო დე პორტაგო პირველ ქმართან განქორწინებიდან რამდენიმე თვეში გაიცნო.

გრაფი შესანიშნავი მფრინავი, ცხენოსნობაში საფრანგეთის ჩემპიონი და ესპანეთის ბობსლეის გუნდის კაპიტანი იყო. 1957 წელს სპორტსმენმა ბობსლეის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ალფონსო დე პორტაგო მრბოლელი 1953 წელს გახდა და მოტოსპორტის სამყაროში იმხელა ავტორიტეტი მოიპოვა, რომ Scuderia Ferrari-ის გუნდის ხელმღვანელობა ჩააბარეს.

1957 წელს, საბედისწერო რბოლის დროს ალფონსოს ფინიშთან 75 მილი აშორებდა, როდესაც მის 150 კმ/სთ სიჩქარით მოძრავ ფერარის საბურავი გაუსკდა და ხალხში შევარდა. ესპანელი გრაფი და ცხრა მაყურებელი, მათ შორის ხუთი ბავშვი ადგილზე დაიღუპა.

ამ საზარელმა ავარიამ მოტოსპორტის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო რბოლას სამუდამოდ წერტილი დაუსვა - Mille Miglia-ის შეჯიბრი აღარასოდეს ჩატარებულა.

ლინდასა და ალფონსოს უკანასკნელ კოცნას იტალიელებმა „სიკვდილის კოცნა“ დაარქვეს (Il Bacio della Morte). ჟურნალმა Life-მა ფოტო 1957 წლის მაისის ნომერში გამოაქვეყნა სათაურით „სიკვდილი საბოლოოდ წაიყვანს ადამიანს, რომელიც მას გამუდმებით ეთამაშება“.

თავის ინტერვიუებში ლინდა კრისტიანმა აღიარა, რომ ალფონსოს კოცნის შემდეგ საშინელი წინათგრძნობა დაეუფლა.

„კოცნის შემდეგ უცნაური შეგრძნება დამეუფლა. საშინლად ციოდა. მე ალფონსოს უკან მჯდარ მეორე პილოტს - ნელსონს შევხედე. ის ნაცრისფერ. უსულო მუმიას ჰგავდა და იმ ადამიანის თვალები ჰქონდა, რომელმაც დიდი შოკი განიცადა“ - თქვა მსახიობმა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!