ურთიერთობა

სტუმრად თემურ ჩხეიძის დიდ ოჯახში

fun time

17:40 კვი. 5 ივნისი, 2022 წელი

სტუმრად თემურ ჩხეიძესთან

14
დაკოპირებულია

Funtume თემურ ჩხეიძესთან სტუმრად იმყოფებოდა 2016 წლის 10 იანვარს. 
ფოტორეპორტაჟი მეორდება დიდი მაესტროს გარდაცვალების დღეს - 2022 წლის 5 ივნისს.

რეჟისორ თემურ ჩხეიძის დიდი ოჯახისთვის ერთად შეკრება ნამდვილად არ არის ადვილი საქმე. ოჯახის ყველა უფროსი წევრი მუშაობს, ზოგი უცხოეთში სწავლობს... თუმცა ახალი წლის, შობის ან სხვა დიდი დღესასწაულის ერთად გატარებას ყოველთვის ცდილობენ. როცა სახლში ყველა თავს იყრის, ეს დიდი ზეიმია.

დიდი მაესტრო ქალიშვილებთან ერთად - ეკა, თეონა და დეა ჩხეიძეები.


მეუღლე ნანი ჩიქვინიძე, შვილი დეა ჩხეიძე და შვილიშვილი ნიკა მაღრაძე

როცა სახლშია, ძირითად დროს კაბინეტში ატარებს. კითხულობს, მუშაობს... მისი სპექტაკლებიც სწორედ აქ, ამ ოთახში „იბადებიან“... ასეთია დიდი არტისტის მუშაობის სტილი... უყვარს, როცა ტელევიზორი რომელიმე სპორტულ არხზეა ჩართული, შესაძლოა, არც უყურებდეს, თუმცა აუცილებლად ჩართული უნდა იყოს...

ხუთი შვილიშვილის ბაბუა ბავშვებთან ურთიერთობისას თავადაც პატარა ბავშვად იქცევა ხოლმე... დიდხანს განიცდის, თუ რომელიმე მათგანს შენიშვნას მისცემს. ახლა მისთვის ყველაზე სასიამოვნო პროცესი სწორედ შვილიშვილებთან დროის გატარებაა...

ჩვენს მასპინძელს სახლში ყოფნა ყველაფერს ურჩევნია. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიის გამო ხშირად უწევდა მოგზაურობა, სახლი მისთვის მაინც სამყაროს ცენტრია. ასე მიაჩვია ოჯახის წევრებიც... სადმე წასვლას ამჯობინებს, სტუმრები მასთან მივიდნენ. სახლი მისი საუბრის მუდმივი თემაა.

ნანი ჩიქვინიძე და თემურ ჩხეიძე


დები ჩხეიძეები:

დეა ინგლისური ენის სპეციალისტია, თეონა - მუსიკოსი, ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ეკას კი, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობს, კარგად იცნობს ქართველი მაყურებელი.

შვილიშვილებთან ერთად - დათა მუშკუდიანი, ნიკა მაღრაძე, თემურ მაღრაძე. ბატონ თემურს, მათ გარდა, კიდევ ორი შვილიშვილი ჰყავს - ინანო მუშკუდიანი და ანა მაღრაძე.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!