ურთიერთობა

წმინდა ინგლისური შურისძიება - როგორ დასაჯა აგათა კრისტიმ მოღალატე ქმარი?

fun time

16:00 ორშ. 26 ივლისი, 2021 წელი

აგათა კრისტი
ახალგაზრდობაში

14
დაკოპირებულია

აგათა მალოუენი, რომელსაც მსოფლიო აგათა კრისტის ფსევდონიმით იცნობს, დახვეწილი გონებითა და ნათელი ფანტაზიით გამოირჩეოდა და ამის წყალობით მეოცე საუკუნის ყველაზე კითხვადი მწერალი გახდა. მდიდარი ფანტაზია კი არა მხოლოდ საინტერესო დეტექტივის შექმნაში, რეალურ ცხოვრებაშიც ხშირად ეხმარებოდა. 

 

როგორ იქცა ქორწინება დეტექტიურ ამბად

აგათამ მომავალი მეუღლე, ლეიტენანტი არჩიბალდ კრისტი 22 წლის ასაკში, წვეულებაზე გაიცნო. წყვილი ორი წლის შემდეგ დაქორწინდა. 1919 წელს შეეძინათ ქალიშვილი, რომელსაც როზალინდა დაარქვეს.

იმ დროისთვის აგათას უკვე გამოცემული ჰქონდა რამდენიმე დეტექტიური რომანი, რომლებმაც სახელი მოუტანა. თითქოს ბედნიერი ოჯახის იდილიას არაფერი ემუქრებოდა, მაგრამ 1926 წლის ერთ მშვენიერ დღეს არჩიბალდმა განაცხადა, რომ განქორწინება სურს. გაირკვა, რომ მამაკაცს ოჯახის გარეთ სასიყვარულო რომანი ჰქონდა. აგათა თავზარდაცემული დარჩა, მაგრამ ნებისყოფა მოიკრიფა და რეაგირება დეტექტივების სულისკვეთებით მოახდინა.

ხმაურიანი სკანდალის, ცრემლებისა და საყვედურების ნაცვლად, მან შურისძიების დახვეწილი გეგმა შეადგინა. დეტექტივების დედოფალმა მდივანი გააფრთხილა, რომ რამდენიმე დღით ქალაქიდან მიემგზავრებოდა, ავტომობილში ჩაჯდა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მეორე დილას პოლიციამ მისი ცარიელი ავტომობილი ტბის ნაპირას იპოვა.

⚜⚜⚜

ცნობილი მწერლის იდუმალმა გაუჩინარებამ საზოგადოება შეძრა. იმ დღეებში ყველა გაზეთი აგათა კრისტის შესახებ წერდა. როგორც მოსლოდნელი იყო, პოლკოვნიკ არჩიბალდ კრისტის საიდუმლო რომანის შესახებ ყველამ გაიგო და აგატას ქმარი მთავარი ეჭვმიტანილი გახდა. დეტექტივები მის სახლს გამუდმებით უთვალთვალებდნენ. მწერლის ქმარი არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა.

მყვინთავებმა გულდასმით დაათვალიერეს ტბის ფსკერი, რომლის ნაპირზეც მწერლის მანქანა იპოვეს. ძებნაში ასობით მოხალისე ჩაერთო. სწორედ ამ დროს, პოლიციას შეატყობინეს, რომ პატარა ქალაქ ჰაროუგეიტის სასტუმროში უცნობი ქალბატონი გაჩერდა. სასტუმროს სარეგისტრაციო წიგნში ის მისის ნილის სახელით დარეგისტრირდა.

⚜⚜⚜

დეტექტივი, რომელსაც ინფორმაციის გადამოწმება ევალებოდა, სასტუმროს ორი დღის განმავლობაში უთვალთვალებდა. როგორც ხშირად ხდება, პოლიციის გეგმების შესახებ ჟურნალისტებმაც შეიტყვეს. Daily News–ის ჟურნალისტს თვალთვალზე დრო არ დაუკარგავს. სასტუმროში მივიდა და „მისის ნილს“ მიმართა: „ქალბატონო აგათა“. მწერალი მიხვდა, რომ ჟურნალისტმა ყველაფერი იცოდა. ის თავაზიანად დათანხმდა ინტერვიუზე, თუმცა არასასურველ კითხვებს თავი დიპლომატიურად აარიდა.

⚜⚜⚜

ცოლის გაუჩინარებამ მის მოღალატე მეუღლეს უამრავი პრობლემა შეუქმნა. აგათამ არჩიბალდზე შური ოსტატურად იძია და მალევე განქორწინება მოითხოვა. პოლკოვნიკის რეპუტაცია ძალიან დაზარალდა. საზოგადოებამ ის როგორც მოღალატე და მეუღლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაიმახსოვრა და არა ომის გმირი და დამსახურებული ჯარისკაცი.

ოთხი წლის შემდეგ, აგათა კრისტიმ ახალი ურთიერთობა დაიწყო. 1930 წელს დეტექტივების დედოფალმა ერაყში 14 წლით უმცროსი, ნიჭიერი არქეოლოგი მაქს მელოუენი გაიცნო. ქორწინების დროს წყვილმა ასაკობრივი სხვაობა დამალა. აგათას და მაქსს ერთმანეთი სიცოცხლის ბოლომდე უყვარდა. ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა, რომ შვილები არ ეყოლებოდათ, რადგან ბედნიერებისთვის ერთმანეთი და საინტერესო საქმეებიც ჰყოფნიდათ. სამეფო ისტორიულ საზოგადოებაში მაქსი ცნობილი მეცნიერი იყო, აგათა – მისი მოკრძალებული მეუღლე.

⚜⚜⚜

იმ დროიდან აგათა კრისტის ყველა რომანის სიუჟეტი ახლო აღმოსავლეთში ვითარდებოდა, ხოლო ერკიულ პუარომ მთელ მსოფლიოში მაქსის კვალდაკვალ დაიწყო მოგზაურობა.

ამ ქორწინებამ აგათა გააბედნიერა. მეუღლეები პატივისცემით ეკიდებოდნენ ერთმანეთის საქმიანობას.

თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში აგათა კრისტიმ 78 დეტექტიური რომანი, 19 პიესა, ასევე, მოთხრობები, ლექსები და პიესები დაწერა. ბრიტანეთის იმპერიის მესამე ხარისხის ორდენი და მრავალი ლიტერატურული ჯილდო ერგო, 1958 წლიდან კი დეტექტივთა კლუბის უცვლელი პრეზიდენტიც გახდა.

⚜⚜⚜

აგათა კრისტის უკანასკნელი წიგნი „ფარდა“ გახდა. მწერალი თითქოს გრძნობდა, რომ ეს დასასრული იყო და ძალიან დიდხანს არ სურდა წიგნის გამოქვეყნება. სიუჟეტის მიხედვით ერკიულ პუარო კვდება. მისი სიკვდილის შემდეგ კი მწერლის დღეებიც დათვლილი იყო.

აგათა კრისტი 85 წლის ასაკში, ნათესავებისა და მეგობრების გარემოცვაში გარდაიცვალა. ახლობლები ხშირად იხსენებდნენ აგათას სიტყვებს: ,„სიკვდილი –ყველაზე დიდი თავგადასავალია, რაც კი ოდესმე შეიძლება გადახდეს ადამიანს“.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!