ზიგმუნდ ფროიდი კაცების შესახებ - 3 საინტერესო რჩევა ქალებს
19:14 ხუთ. 25 იანვარი
ფსიქოანალიტიკოს ზიგმუნდ ფროიდს ქალისა და მამაკაცის ერთობლივ ცხოვრებასთან და ზოგადად, ოჯახთან დაკავშირებით, ბევრი საინტერესო მოსაზრება აქვს. მაგალითად:
„ქალი კი არ უნდა ასუსტდებდეს, არამედ უნდა ადუნებდეს მამაკაცს“ - ზიგმუნდ ფროიდი
მამაკაცის დასუსტება მისთვის გამუდმებით პრეტენზიების წაყენებით შეიძლება და ეს არ უნდა გააკეთოთ. არ ხართ კმაყოფილი იმით, რაც გაქვთ? ნუ დაანგრევთ მის პიროვნებას და თავიდან აშენებას ნუ ეცდებით. უბრალოდ, მოძებნეთ სხვა ადამიანი, რომელიც ყოველდღე გაგახარებთ.
დაცილდით მამაკაცს, რომელსაც მუდმივად უნდა უბიძგოთ საქმის კეთებისკენ. კარგ მამაკაცს არ სჭირდება გასაკეთებელი საქმეების სია - თავადაც იცის, რა უნდა გაკეთდეს. თქვენ მხოლოდ სურნელოვანი ჩაი უნდა მოუმზადოთ და მასაჟი გაუკეთოთ. ასეთთან ნამდვილად ბედნიერი იქნებით.
„მამაკაცის მასშტაბი იმ პრობლემის სიდიდით განისაზღვრება, რომლებსაც მისი წყობიდან გამოყვანა შეუძლიათ“, - ზიგმუნდ ფროიდი
თუ თქვენი საყვარელი მამაკაცი ნებისმიერ პრობლემას წყობიდან გამოჰყავს, თუ უმცირეს წინააღმდეგობაზე ყვირის და ცოფდება, მასთან ცხოვრება არ ღირს. იდეალური ქმარი, პირველ რიგში, მოთმინება და ამტანობაა. ცხოვრება ხანგრძლივია და მასში სამუშაო დღე მეტია, ვიდრე დღესასწაული. რა თქმა უნდა, ბევრი სირთულე და ფინანსური კრიზისიც გელით და შორს ვერ წახვალთ იმ ადამიანთან ერთად, რომელიც ოდნავი საფრთხის შემთხვევაშიც კი ყვირის: დავიღუპეთ!
„არსებობს ერთი კრიტერიუმი, რომელიც მიუთითებს, რომ თქვენ გვერდით სწორი ადამიანია - როცა არ გსურთ, რომ ის ვინმეს შეადაროთ“, - ზიგმუნდ ფროიდი
თუ სრულიად დარწმუნებული ხართ, რომ ის თქვენთვის სხვა დანარჩენებზე უკეთესია, ხელი ჩაკიდეთ და ეცადეთ, მისთვის კარგი მეწყვილე გახდეთ და მისგანაც იგივე დამოკიდებულება მიიღოთ.
ესეც დაგაინტერესებთ:
8 შეკითხვა ფროიდისგან - ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც საკუთარ ქვეცნობიერს დაგანახებთ
ზიგმუნდ ფროიდი: ადამიანების 3 ტიპი, ვისაც თქვენი ცხოვრება არ უნდა დაუკავშიროთ
ემოციური სიმწიფის 7 ნიშანი ფროიდის მიხედვით
როგორ დააწყებინა ფროიდის ძმისშვილმა სიგარეტის მოწევა ქალებს?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან