5 პროდუქტი, რომლებიც შეგიძლიათ, ღამე მიირთვათ

სილამაზე/ჯანმრთელობა

18 სექტემბერი 15:00, 2018 წელი

გიყვართ, საღამოობით მაცივარში შეხედვა, რაც მსუბუქი საბაბით იწყება: „ჩაი ხომ არ დამელია?“ და ძეხვიანი ბუტერბროდით ან ტორტის ნაჭრით მთავრდება.

ცოტა ხნის წინ დიეტოლოგებმა 18:00 საათის შემდეგ ჭამაზე აკრძალვა მოხსნეს. სპეციალისტების აზრით, მკაცრი დიეტა სულაც არ არის საჭირო, თუ საღამოს რაციონისთვის სასარგებლო პროდუქტებს შევარჩევთ. ისეთებს, რომლებიც ღამის ძილს გაგვიუმჯობესებს და სასწორზე ისრებს სასურველი მიმართულებით გადახრის.

აი, ეს პროდუქტებიც:

1. შავი შოკოლადი

ხშირად ის აკრძალული პროდუქტების სიაში შეაქვთ, მაგრამ სულ ტყუილად. თხილიან და რძიან შოკოლადსა და შავ შოკოლადს შორის ხომ უზარმაზარი სხვაობაა. შავი შოკოლადი შაქარს მინიმალური რაოდენობით შეიცავს. ის ხელს უწყობს წონაში სწრაფ კლებას და სისხლში ქოლესტერინის დონესაც არეგულირებს.

2. წვნიანი

ამ ჩამონათვალში ამ ბლუდას, ალბათ, ნამდვილად არ ელოდით! მიუხედავად ამისა, წვნიანი შეგიძლიათ, ღამითაც მიირთვათ. საქმე ისაა, რომ ნებისმიერი თბილი სითხე დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს ორგანიზმზე. თუ საღამოს იგრძნობთ, რომ ერთი ჭიქა ჩაი თქვენს შიმშილთან ვერაფერს გააწყობს, აუცილებლად გააცხელეთ ცოტაოდენი სუპი და მიირთვით (უმჯობესია ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონი). ოღონდ გახსოვდეთ: არ ღირს ღამით ოსპის, ბარდის ან ლობიოს წვნიანის ჭამა.

3. ნუში

დღევანდელი ფასების გათვალისწინებით, ამ გემრიელობით თავს ხშირად ვერ გავინებივრებთ, მაგრამ, როცა რაღაც ძალიან გინდა, თავს ფუფუნების უფლება უნდა მისცე. ცოტაოდენი ნუში საუკეთესო საშუალებაა შიმშილის მოსაკლავად. ვისაც გახდომა უნდა, შეუძლია თამამად მიირთვას ნუში ღამით.

4. გოგრის „მზესუმზირა“

თუ საღამოს საათებში პოპ-კორნისა და ჩიფსებისკენ გაგექცათ თვალი, სასწრაფოდ გადამალეთ ეს მავნე პროდუქტი და მის მაგივრად გოგრის თესლი მიითვით! ეს სწორედ ის საკვებია, რომელიც ადვილად გაუმკლავდება ღამის შიმშილს და ძილსაც მოგგვრით. როგორც ცნობილია, გოგრის „მზესუმზირა“ მდიდარია მაგნიუმით, რაც ასე საჭიროა მშვიდი და ღრმა ძილისთვის.

5. ბრინჯი

დიეტოლოგები ხაზს უსვამენ ერთ უდავო ფაქტს: ის დიეტა, რომლის მთავარი კომპონენტიც ბრინჯია, 46%-მდე ამცირებს უძილობის ალბათობას. ბრინჯი იმ პროდუქტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა გლიკემიური ინდექსი მაღალია: ის გავლენას ახდენს ტრიპტოფანისა და მელატონინის სწრაფ გამომუშავებაზე. სწორედ ეს ჰორმონებია აუცილებელი ხარისხიანი ძილისთვის.

ასევე, მნიშვნელოვანია, გვესმოდეს საკუთარი ორგანიზმის. ზოგჯერ შეიძლება წყურვილი მოგვეჩვენოს შიმშილად, ამიტომ საღამოობით დალიეთ ერთი ჭიქა წყალი ან იმბირის თბილი ჩაი!

დღის ჰოროსკოპი

29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მარტისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

მსოფლიოს დეზინფექცია - ფოტორეპორტაჟი

მსოფლიო, კორონავირუსის გამო, უპრეცედენტო სანიტარულ ზომებს იღებს... 
ამბები

„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის

„ვენდი“ და „დანკინი“ ითვალისწინებს ჯანმრთელობის უსაფრთხოების რეკომენდაციებს და მიწოდების სრულად უკონტაქტო სერვისზე გადადის.
დღის ჰოროსკოპი

28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მარტისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„შენ ტირი, ნუ ტირი, მე კარგად ვიქნები, მე მაგარი გოგო ვარო“ - ხშირად ამხნევებს დედას

სპინალური კუნთოვანი ატროფიით დაავადებულ პატარებს სახელმწიფოს დახმარების იმედიღა აქვთ.
ჩვენ გვერდით

კორონავირუსი და საინფორმაციო ჰიგიენა - ყველაფერს ნუ „გადაპოსტავთ“

პანდემიის შესახებ გავრცელებულ ამბებში სიმართლისა და დეზინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევა ძალიან გართულდა. კორონავირუსის ირგვლივ არსებული ჭარბი ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე შეაფასა, როგორც „ინფოდემია“. WHO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე კი პროფესიონალური სიფრთხილით უდგებიან თითოეულ სიტყვას, რომელიც მთავრდება მარცვალზე „-დემია“ და უმიზეზოდ არასდროს იყენებენ.  
საკნატუნო ამბები

ეგონა, უკვალოდ მოქმედებდა, თუმცა...

წარმოიგინეთ, შედიხართ სამზარუელოში და ხედავთ, რომ თქვენი ძაღლი გაურკვეველ წითელ მასაში ამოსვრილი იატაკზეა გართხმული. საშინელებაა!
დღის ჰოროსკოპი

27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ვისოლ ჯგუფი“ თბილისის მერიასთან ერთად მარტოხელა მოხუცებს  ყოველდღიური მოხმარების საგნებითა და საკვები პროდუქტებით მოამარაგებს

„ვისოლ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს ახალი სოციალური პროექტის შესახებ, რომელსაც თბილისის მერიასთან ერთად ახორციელებს.
ამბები

„ვისოლმა“ საწვავზე ფასები 25-26 თეთრით შეამცირა, „უნიქარდის“ მფლობელებმა კი „ვისოლში“ ყოველდღიურად უკვე 40 თეთრამდე დანაზოგი ნახეს

„ვისოლი“ ითვალისწინებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და მსოფლიო ბაზარზე ნათობპროდუქტების ფასების კლების ტენდენციას და საწვავის ფასებს, ჯამში, დიზელზე - 26 თეთრით, ბენზინზე კი 25 თეთრით ამცირებს“, - ამის შესახებ განცხადებას კომპანია „ვისოლი“ ავრცელებს.
ამბები

#StopCov ფონდში „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ 300 000 ლარი გადარიცხა

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ უერთდება ბიზნეს ასოციაციის მიერ წამოწყებულ ბიზნეს სოლიდარობას და „COVID 19"-ის წინააღმდეგ საბრძოლველად წამოწყებულ აქციაში ერთვება.
სილამაზე/ჯანმრთელობა

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე წინდებით ძილი?

თუკი ძილის პრობლემები გაქვთ, შესაძლოა, ამან გიშველოთ...