სილამაზე/ჯანმრთელობა

ხილი, რომელიც არ ასუქებს

fun time

15:27 კვი. 25 ივლისი, 2021 წელი

ხილი, რომელიც არ ასუქებს

14
დაკოპირებულია

აქ ჩამოთვლილი დიეტური ხილი დაგანაყრებთ კიდეც და არც წელის გარშემოწერილობაზე აისახება.

 

1. ვაშლი

ვაშლი, ისევე როგორც ხილისა და ბოსტნეული უმრავლესობა, დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს, რაც იმის ნიშნავს, რომ ვაშლით წახემსების შემდეგ შიმშილის გრძნობა დიდხანს არ შეგაწუხებთ. სხვათა შორის, ბოჭკოვანი საკვები ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის შემცირებას, ეს კი კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რაციონში მცენარეული პროდუქტები დაამატოთ, ვაშლის ჩათვლით.

2. ციტრუსი

ციტრუსშიც დიდი რაოდენობითაა უჯრედისი და ის რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს. თანაც ფორთოხალში, მანდარინსა და გრეიპფრუტში ბევრი წყალია. ასე რომ, ორგანიზმში ჰიდრატაციის დონეზე შეგიძლიათ არ ინერვიულოთ. ჰიდრატაციის დონე, ასევე, პირდაპირ კავშირშია ორგანიზმის ფუნქციონირებასთან, მეტაბოლიზმის ჩათვლით. ცუდი მეტაბოლიზმი კი - ეს წონის აშკარა პრობლემაა.

3. ნესვი

შეიძლება ისე ჩანდეს, რომ ნესვი ყველაზე უარესი საკვებია გახდომის მსურველი ადამიანისთვის - ის ხომ ასეთი ტკბილია. მაგრამ - არა! თუ რამე ბევრია გოგრისებრთა ოჯახის ამ წარმომადგენელში, ეს უჯრედისია. აი, შაქარი კი, პირიქით, ცოტაა. ასე რომ, ისიამოვნეთ! ასე რომ, ნესვის შემადგენლობა თქვენს ფიგურას არ ემუქრება.

4. ჟოლო

ერთ ჭიქა ჟოლოში 9 გრამი უჯრედისია. ეს ციფრი ამ პატარა ალისფერ კენკრას ჩემპიონად აქცევს უჯრედისის რაოდენობის მიხედვით. ამასთანავე, ჟოლო არაჩვეულებრივი არჩევანია ნებისმიერი კერძისთვის. აქვე დავამატებთ, რომ ეს კენკროვანი ხილი შეიცავს ვიტამინებს: А, В1, В2, В9 (ფოლიუმის მჟავა), С.

5. ბროწეული

მაშ ასე, მოემზადეთ! ბროწეული ამაგრებს სახსრებს, იმუნიტეტს და ნერვულ სისტემას, ასევე, ორგანიზმს უზრუნველყოფს საკმარისი რაოდენობით უჯრედისით. ეს უპირატესობა აქცევს მას ხილის მეფედ და ეს წოდება საკამათო არ არის. ბროწეული გამოიყენება როგორც ინგრედიენტად სოუსებში, ისე სალათების და ჰუმუსის მოსართავად.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ ებრძვის როზმარინი დაღლილობას,...

რაში გამოიყენება
როზმარინი

საჭიროა თუ არა მედიკამენტების მაცივ...

საჭიროა თუ არა
მედიკამენტების მაცივარში
შენახვა?

პროდუქტები, რომლებიც ზამთარში უნდა...

პროდუქტები, რომლებიც
ზამთარში უნდა ჭამოთ

გაიცანით შარაფუგა და მისი სასარგებლ...

შარაფუგა

რატომ არ შეიძლება ლიმონის ცხელ ჩაიშ...

რატომ არ შეიძლება ლიმონის
ცხელ ჩაიში დამატება?

როგორ მოქმედებს ყავა და მწვანე ჩაი...

კოფეინის მოქმედება
ჯანმრთელობაზე

კომბუჩა - სარგებელი, რისკები და მით...

კომბუჩას სასარგებლო
თვისებები

რომელი სახამებელია ყველაზე ჯანსაღი...

რომელი სახამებელია
ყველაზე ჯანსაღი და
სასარგებლო?

კუნელის სასარგებლო თვისებები

კუნელის სასარგებლო
თვისებები